⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

„მცენარეთა დაცვის სამსახურის მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.05.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო
ნომერი №2-246
სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.274
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 18/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,109 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„მცენარეთა დაცვის სამსახურის მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო ბრძანება №2-246 1998 წლის 18 მაისი ქ. თბილისი მცენარეთა დაცვის სამსახურის მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის დებულება (დანართი №1). 2 იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურთან (რ. კივილაძე) ერთად უზრუნველყოს: ა) აღნიშნული ბრძანების სახელმწიფო რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება; ბ) მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. 3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ვ. გვარჯალაძეს. მინისტრი    ბ. გულუა მომზადებულია: მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის მიერ შეთანხმებულია: ვ. გვარჯალაძე გ. დიდბარიძე გ. გურგენიძე თ. ლოლაძე ს. უზუნაშვილი ი. ლომთათიძე ს. ლიპარტია ეგზავნება: იუსტიციის სამინისტროს, მცენარეთა დაცვის სამსახურს, მცენარეთა დაცვის რესპუბლიკურ სადგურს დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგური (შემდგომში – სადგური) თავის საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის იურიდიული მისამართია თბილისი 380062, ი. ჭავჭავაძის პრ. №82. 3. მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგური (შემდგომში –  სადგური) არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – მცენარეთა დაცვის სამსახურის დაქვემდებარების ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს, ხელმძღვანელობს და აკონტროლებს მცენარეთა მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით. სადგური მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამინისტროსა და მცენარეთა დაცვის სამსახურის წინაშე. 4. რესპუბლიკური სადგური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით, მითითებებით და ამ დებულებით. სადგურს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 5. რესპუბლიკური სადგურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სადგურის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. 6. სადგური და მისდამი დაქვემდებარებული სამსახურები თავიანთი მომსახურეობის ტერიტორიაზე წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობის ძირითად დაწესებულებას. 7. მცენარეთა დაცვის რესპუბლიკური სადგურის შემადგენლობაში შედიან: დიაგნოსტიკისა და პროგნოზის ლაბორატორია, ბიოლოგიური მეთოდის ლაბორატორია და თაგვისებრი მღრღნელებისა და კალიისებრთა მავნებლების წინააღმდეგ მებრძოლი რაზმი. 8. სადგურისადმი დაქვემდებარებული სამსახურების უფროსები, დირექტორები, მთავარი და უფროსი სპეციალისტები, მთავარი ბუღალტრები თანამდებობაზე ინიშნებიან სპეციალური უმაღლესი განათლებით. 9. სადგურის დაქვემდებარებაში შედიან: ავტონომიური რესპუბლიკების, სარაიონთაშორისო და რაიონული მცენარეთა დაცვის სადგურები სიგნალიზაციისა და პროგნოზის დამკვირვებელი პუნქტებით და საწარმოო ბიოლაბორატორიები. II. სადგურის საქმიანობის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები 10. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებათა და სარეველებისაგან დასაცავად მიმართული ღონისძიების განხორციელება. 11. სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე გამოკვლევების ორგანიზაცია, პროგნოზების დამუშავება, მცენარეთა მავნებლების, დაავადებების და სარეველების გამოვლინება და მათი გამოჩენა-გავრცელების დროული სიგნალიზაცია. 12. კონტროლის განხორციელება ყველა მიწათმოსარგებლის მიერ მცენარეთა მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ჩატარებაზე, მის ხარისხზე, პესტიციდების შენახვის, ტრანსპორტირებისა და გამოყენების მოქმედი წესების დაცვაზე, რაც უზრუნველყოფს მათი დაგროვების თავიდან აცილებას სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში, ნიადაგში, წყალსატევებში და გარემოს სხვა ობიექტებში დასაშვები ნომრების ზევით. 13. მცენარეთა დაცვის სფეროში მეცნიერების მიღწევებისა და გამოცდილების დანერგვის ორგანიზაცია მავნებლების, დაავადებების სარეველების წინააღმდეგ. ადამიანისა და გარემოსათვის უვნებელ ბიოლოგიურ საშუალებათა გამოყენების ღონისძიებათა განხორციელება. 14. მოთხოვნილების განსაზღვრა ქიმიურ, ბიოლოგიურ და მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებზე. მათი მომარაგების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან ერთად. ასევე მცენარეთა დაცვის დარგში გამოსაყენებელ მანქანა-იარაღებზე და აპარატურაზე განაცხადის შედგენა. 15. სასარგებლო მწერებისა და მიკროორგანიზმების გამრავლების ორგანიზაცია სპეციალური ბიოლაბორატორიების მეშვეობით და მათი გამოყენებისადმი კონტროლის განხორციელება. 16. მცენარეთა დაცვის სფეროში აუცილებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო ავიაციის რაციონალური გამოყენების ორგანიზაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის გაკონტროლება. 17. შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებებთან ერთად კომპლექსური ბრძოლის ღონისძიებების სისტემის შემუშავება და დანერგვის ორგანიზაცია მავნებელ-დაავადებათა და სარეველების წინააღმდეგ. 18. განსაკუთრებით საშიში მავნებელ-დაავადებათა და სარეველების ნუსხის შედგენა და დადგენილი წესით წინადადებათა შეტანა ბრძოლის ღონისძიებების სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებაზე. კონტროლის განხორციელება მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ გატარებული ბრძოლის ღონისძიებათა საინსტრუქციო მოთხოვნათა დაცვაზე, გამოყენებულ საშუალებათა ეფექტურობაზე და ამ დანიშნულებით გამოყენებული სახელმწიფო თანხების რაციონალურად გამოყენებაზე. III. რესპუბლიკური სადგურის უფლება-მოვალეობანი 19. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს მცენარეთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და სახელმწიფო პროგრამების პროექტების მომზადებაში. 20. მოითხოვოს და მიიღოს ხელისუფლების ორგანოების, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან თავისი საქმიანობის აუცილებელი კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია. 21. თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მცენარეთა დაცვის დარგში შემუშავებული პროექტებისა და პროგრამების შესრულების კონტროლი. 22. განახორციელოს დაქვემდებარებულ სამსახურებთან ერთად მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების შენახვა-გამოყენებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი. 23. უზრუნველყოს მცენარეთა დაცვის ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ვარგისიანობის დადგენა მისი შემდგომი გამოყენების გასათვალისწინებლად. ამასთან, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში შხამ-ქიმიკატების ნარჩენი რაოდენობის განსაზღვრა. 24. მცენარეთა ფიტოსანიტარული მდგომარეობის შეფასების მიზნით დაქვემდებარებული სამსახურებისა და სპეციალისტების მეშვეობით უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო კულტურების შეუზღუდავი დათვალიერება-გამოკვლევა მიუხედავად ნაკვეთების მფლობელობის ფორმისა. 25. უშუალოდ წარმართოს რესპუბლიკური სადგურისადმი დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობა, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს ორგანიზაციული ღონისძიებანი. 26. უზრუნველყოს რესპუბლიკური სადგურის სისტემაში შემავალი სამსახურების მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების, სტაჟირებისა და გადამზადების მოწყობა. IV. რესპუბლიკური სადგურის მოვალეობები 27. რესპუბლიკური სადგურის მოვალეობებია: ა) პერიოდულად მოახსენოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელობას სამსახურისადმი მინიჭებული უფლებამოსილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ; ბ) უზრუნველყოს მცენარეთა დაცვის დარგისადმი დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განუხრელად შესრულება; გ) მჭიდროდ ითანამშრომლოს შესაბამის სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციასთან, დღენიადაგ იზრუნოს მეცნიერების მიღწევების მოწინავეთა გამოცდილების წარმოებაში დასადგენად. V. რესპუბლიკური სადგურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 28. რესპუბლიკური სადგური შედგება თანამდებობის პირების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, მის გამგებლობაში მყოფი განყოფილებებისა და დაქვემდებარებული სამსახურების ქსელისაგან. რესპუბლიკური სადგური ახორციელებს მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელმძღვანელობას. მათი საქმიანობის ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით. 29. რესპუბლიკური სადგურის დაქვემდებარებაში შედიან: ა) მცენარეთა დაცვის ავტონომიური, სარაიონთაშორისო და რაიონული სადგურები სიგნალიზაციისა და პროგნოზის დამკვირვებელი პუნქტებით; ბ) საწარმოო ბიოლოგიური ლაბორატორიები. 30. რესპუბლიკურ სადგურს ხელმძღვანელობს უფროსი. 31. რესპუბლიკური სადგურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 32. რესპუბლიკური სადგურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესპუბლიკური სადგურის უფროსი. მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 33. რესპუბლიკური სადგურის მთავარი ბუღალტერი, ლაბორატორიების უფროსები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან რესპუბლიკური სადგურის უფროსის ბრძანებით, მცენარეთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით. 34. მცენარეთა დაცვის ავტონომიური, სარაიონთაშორისო და რაიონული სადგურის უფროსები და ბიოლაბორატორიების დირექტორები თანამდებობაზე ინიშნებიან რესპუბლიკური სადგურის უფროსის ბრძანებით მცენარეთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით და შესაბამისი რაიონების სოფლის მეურნეობის სამმართველოების წარდგინებით. 35. მცენარეთა დაცვის ავტონომიური, სარაიონთაშორისო და რაიონული სადგურების და ბიოლაბორატორიების მოადგილეები, მთავარი ბუღალტრები, მთავარი სპეციალისტები და სპეციალისტები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან რესპუბლიკური სადგურის უფროსის ბრძანებით. 36.რესპუბლიკური სადგურის უფროსი: ა) რესპუბლიკური სადგურის უფროსი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებთან უშუალოდ და მათთან კოორდინაციით წარმართავს მცენარეთა დაცვის საერთო საქმიანობას; ბ) განსაზღვრავს თავისი მოადგილეებისა და მისდამი დაქვემდებარებული მოსამსახურეების ფუნქციებს და დისციპლინარულ პასუხისმგებლობას; გ) უზრუნველყოფს მცენარეთა დაცვის დარგში განსახორციელებელი ღონისძიებების დადგენილ ვადებში შესრულებას; დ) მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებული სამსახურებისათვის; ე) ღებულობს გადაწყვეტილებას მცენარეთა დაცვის საკითხების ოპერატიულად განსახორციელებლად; ვ) აფორმებს ხელშეკრულებებს შესაბამის ორგანიზაციებთან, ფირმებთან და კერძო პირებთან მცენარეთა დაცვის ღონისძიებების გასატარებლად; ზ) კონტროლს აწესებს ხარჯთაღრიცხვით გამოყოფილი თანხების მიზნობრივ ხარჯვაზე და პერიოდულად ანგარიშს უდგენს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და მცენარეთა დაცვის სამსახურს; თ) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. VI. დასკვნითი დებულებანი ა) რესპუბლიკური სადგურის დებულებას ამტკიცებს და აუქმებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; ბ) რესპუბლიკური სადგურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.