„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№555
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.025813
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის 

განკარგულება №555

2020 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი 

საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა  და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით  გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164  განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების დანართის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის შესაბამისი საქონლისა და მომსახურებ(ებ)ის  შესყიდვა პირბადეებით (იქნება ეს მრავალშრიანი ქსოვილი (ბამბა/დოლბანდი) თუ სხვა შესაბამისი მასალა) უზრუნველყოფის მიზნით.“.

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი გახარია