„მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის
მინისტრის ბრძანება №74
1998 წ. 21 მაისი
ქ. თბილისი
მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მცენარეული რესურსებით (მათ შორის, ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მიერ განსაზღვრული საბაზრო ფასები 5.12.97 წლის № 11 ოქმის შესაბამისად (საბაზრო ფასები თან ერთვის).
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს.
ნ. ჩხობაძე
დანართი 1
1. 1 კგ. სოჭის გირჩი – 2,60 ლარი.
2. ტყის მერქნიან სახეობათა 1 მ3-ის საბაზრო ფასები ჯგუფების მიხედვით:
|
ჯგუფები |
საბაზრო ფასები ლარებში |
|
ჯგუფი 1 უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი |
290 |
|
ჯგუფი 2 მუხა, წაბლი, იფანი, თელა, ნეკერჩხალი |
180 |
|
ჯგუფი 3 წიფელი, რცხილა, ჯაგრცხილა, აკაკი, ჭადარი, უხრავი |
90 |
|
ჯგუფი 4 ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია |
70 |
|
ჯგუფი 5 ტყის სხვა მერქნული სახეობები |
50 |