„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02
სარეგისტრაციო კოდი
410040000.55.067.016111
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №02

2020 წლის 19 მარტი

ქ. ბათუმი

 

„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 22-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის №019 ბრძანების „ნავსადგურის წესების“ დამტკიცების შესახებ 30-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებით დამტკიცებულ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესში“ და წესის:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული  აკრძალვის მიუხედავად, 2020 წლის 5 აპრილამდე დაშვებულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ბათუმის ნავსადგურის გახსნილ (ღია) ნაწილში შემდეგ კოორდინატებში:

1. 41° 39,564`N     041°38,496`E

2. 41° 39,772`N     041° 38,700`E

3. 41° 39,666`N     041° 38,904`E

4. 41° 39,468`N     041°38,736`E

შენიშვნა:

ა) აკრძალულია სამრეწველო და სანაპირო თევზჭერა ღუზაზე მდგომი გემიდან  3 (სამი) კბტ რადიუსში, სპეციალური სამუშაოებით დაკავებული გემიდან (ორი კორპუსით მდგომი გემებიდან)  10 (ათი) კბტ ნაკლებ მანძილზე;

ბ) ამასთან მითითებულ კოორდინატებში აკრძალულია ერთდროულად 1-ზე მეტი თევზსაჭერი გემის მიერ თევზჭერის განხორციელება;

გ) ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელის ნავსადგურის კაპიტნის მითითებისთანავე (მინიმუმ 2 საათით ადრე) ან გაუთვალისწინებელი ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, თევზსაჭერი გემები ვლადებულნი არიან დაუყოვნებლივ გავიდნენ გემების მოძრაობის ხაზიდან 3 კაბელტის მოშორებით;

დ) ნავსადგურის კაპიტანი დაუყოვნებლივ ათანხმებს ნავსადგურის ხელმძღვანელობასთან დროით ფანჯარას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება უსაფრთხოდ თევზჭერა მითითებულ კოორდინატებში;

ე) თევზსაჭერი გემები მუდმივად უნდა იყვნენ კავშირზე ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის თანამშრომლებთან მე-16 რადიო არხზე;

ვ) მცირე ზომის გემების საღუზე რაიონში ერთდროულად დაშვებულია მხოლოდ 6 გემის ღუზაზე დგომა.“.

 

მუხლი 2
ბრძანება მოქმედებს 2020 წლის 5 აპრილამდე.  
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2020.
როდის იქნა მიღებული „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 19.03.2020. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №02. სარეგისტრაციო კოდი — 410040000.55.067.016111.
რამდენი მუხლისგან შედგება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ნავსადგურსა და მის მიმდებარე წყლებში თევზჭერის აკრძალვის წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საზღვაო ტრანპორტის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 21 მაისის №05 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №02, 19.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 410040000.55.067.016111 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4827675/