ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების დროებით შეჩერებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
მიღების თარიღი 19.03.2020
ძალის დაკარგვა 24.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016950
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/03/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების დროებით შეჩერებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№17
2020 წლის 19 მარტი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ზოგიერთი მომსახურების დროებით შეჩერებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ცალკეული საფასურის გადახდისგან გათავისუფლების ზოგიერთი პირობის დადგენის თაობაზე
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შენიშვნის, „ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო დაწესებულებებში საქმიანობის განსაკუთრებულ ღონისძიებათა განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 მარტის № 529 განკარგულების მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ასევე მე-7 პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დროებით, არსებული სიტუაციის რეგულირებამდე, შეჩერდეს:
ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების მიღება;
ბ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლით გათვალისწინებული გამოცდების მიღება და ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღისა და მისი ძირითადი ელემენტის რეგისტრაცია და ხელახალი რეგისტრაცია (შეძენის ნებართვების გაცემა), გარდა იარაღის ჯილდოდ გადაცემის ან/და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 სექტემბრის №162 დადგენილების მე-3 მუხლის მე-5, მე-15, მე-16 პუნქტებით და „სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №164 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებით განსაზღვრული რეგისტრაციისას;
გ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ სატრანსპორტო საშუალების ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების დათვალიერება, გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში მომსახურების გაწევისა;
დ) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია, თუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მესაკუთრის მიზანს წარმოადგენს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) შეცვლა.
მუხლი 2🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შენიშვნის მე-6 პუნქტით დადგენილი შიდა ტრანზიტით სარგებლობისთვის განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო ვადაგადაცილებულ დღეებზე გადასახდელი მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდეს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი 2020 წლის 1 სექტემბრამდე. აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ ეხება შიდა ტრანზიტის დაკარგვის შემთხვევაში განსაზღვრულ საფასურის გადახდის წესს.
მუხლი 3🔗
1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების რისკების შემცირებამდე, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქის, მოქალაქეობის არმქონე პირს ან საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც 2020 წლის 1 მარტიდან ეწურება „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩატარების, მართვის უფლების მინიჭების, გაუქმების, შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) მართვის უფლების აღდგენის, მართვის მოწმობის, ტრამვაის მართვის მოწმობისა და საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემის (მათ შორის, შეცვლისა და აღდგენის) და გაუქმების, მართვის მოწმობათა გაცემის რეესტრის წარმოების, აგრეთვე უცხო ქვეყნის მიერ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შეცვლისა და აღიარების წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 1 აგვისტოს №598 ბრძანებით დამტკიცებული წესის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობის ერთწლიანი ვადა, მიეცეთ უფლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობაში მიუხედავად ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვისა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით უცხო ქვეყნის მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი ან საქართველოს მოქალაქე სარგებლობს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მიერ გაცემულ მართვის მოწმობას აქვს მოქმედების ვადა.
მუხლი 4🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური