⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.11.2025)

„წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 07.05.1998
ძალის დაკარგვა 07.11.2025
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №65
სარეგისტრაციო კოდი 240.012.003.283
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/05/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,469 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.05.1998 მიღება
07.11.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
1 2
ხარჯის გაზომვის თარიღი ხარჯმზომის ახალი მაჩვენებელი
რიცხვი, თვე წყლის ხვედრითი ხარჯი პროდუქციის ერთეულზე (მ³), ელექტროენერგიის ხვედრითი ხარჯი (კვტ. სთ/მ³), ტუმბოების წარმადობა (მ³/სთ)
თარიღი და სინჯის აღების ადგილი ინგრედიენტის დასახელება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } .MsoChpDefault {} .MsoPapDefault {margin-bottom:8.0pt; line-height:107%;} @page WordSection1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.WordSection1 {page:WordSection1;} საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბრძანება № 65 1998 წლის 7 მაისი ქ. თბილისი „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის“ დამტკიცების თაობაზე „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის „ჰ“ პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებული „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმები და მათი წარმოების წესი“. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს. 3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-7 დღეს. მინისტრი                                                                                                   ნ. ჩხობაძე შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ უ ლ ი ა                       დ ა მ ტ კ  ი ც ე ბ უ ლ ი ა                                                                           საქართველოს სტატისტიკის              საქართველოს გარემოსა  და ბუნებრივი        სახელმწიფო დეპარტამენტთან          რესურსების დაცვის   მინისტრის ნ. გაწერილია „06“ აპრილი 1998 წელი 1998 წლის „07“ მაისის № 65 ბრძანებით წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმები და მათი წარმოების წესი მუხლი 1🔗. შესავალი 1. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვა წარმოადგენს წყალაღების და წყალჩაშვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების გაზომვას, დამუშავებას და რეგისტრაციას დადგენილი წესით. 2. წყლის გამოყენების პირველად აღრიცხვას ექვემდებარება სამრეწველო, სამშენებლო, სატრანსპორტო, სასოფლო-სამეურნეო და სხვა პროფილის საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების და სხვა იურიდიული პირების (საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის განურჩევლად) მიერ გამოყენებული წყლები, წყალმომარაგების წყაროებისა და ჩამდინარე წყლების მიმღები ობიექტების მიუხედავად. 3. წყალმოსარგებლეები წყლის გამოყენების პირველად აღრიცხვას აწარმოებენ საკუთარი სახსრებით. 4. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის მონაცემები წარმოადგენენ საფუძველს სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგების 2-გდ „წყალმეურნეობა“  ფორმის შევსებისათვის, წყლის რაციონალურ გამოყენებაზე და დაცვაზე კონტროლისათვის და ასევე წყალაღებაზე და წყალჩაშვებაზე გადასახადების დადგენისათვის. 5. პასუხისმგებლობა წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის სრულყოფილად და სათანადო სიზუსტით წარმოებაზე აკისრია საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მეწარმე სუბიექტებს და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორცილებენ წყალსარგებლობას. 6. წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის მონაცემები ტარდება ჟურნალებში დადგენილი „პად-4“, „პად-6“ (პად- პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაცია) ფორმებით, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით. მუხლი 2🔗. მითითებები „პად-4“, „პად-5“ და „პად-6“ ფორმების შევსებაზე და გამოყენებაზე 1. თითოეულ წყალმოსარგებლე მეწარმე სუბიექტს, ორგანიზაციას, დაწესებულებას და სხვა იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს წყალმომარაგების (მათ შორის , ბრუნვითი და განმეორებითი) და წყალარინების გამსხვილებული სქემა, რომელზეც მინიშნებული და დანომრილია წყალაღების და წყალჩაშვების გაზომვის ადგილები, ასევე წყლის სხვა მოსარგებლეზე გადაცემის წერტილები. 2. წყლის ხარჯის გაზომვა წარმოებს წყალაღების, წყალჩაშვების, ბრუნვითი და განმეორებითი წყალმომარაგების სისტემების და ჩასაშვები წყლის სხვა მოსარგებლეზე გადაცემის თითოეულ წერტილში. 3. თითოეული წყალაღების, წყალჩაშვების, ახალი და ჩამდინარე წყლის მიღებისა და გადაცემის წერტილებისათვის, ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემისათვის და ა. შ დგება ცალ-ცალკე ჟურნალი ან ერთ ჟურნალში გამოიყოფა ფურცლების გარკვეული რაოდენობა. 4. ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემებს განეკუთვნება ტექნიკური წყალმომარაგების სისტემები, რომლებიც გათვალისწინებულია საწარმოს ტექნოლოგიურ ციკლში წყლის მრავალჯერადი გამოყენებისათვის. წყალი ბრუნვით სისტემაში შეიძლება მიწოდებულ იქნეს წინასწარი დამუშავების გარეშე ან გაიაროს შესაბამისი დამუშავება. 5. ბრუნვითი სისტემის წყლის წლიური ხარჯი რიცხობრივად უტოლდება ახალი წყლის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა აეღო წყალმოსარგებლეს სამრეწველო მიზნებისათვის ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემის უქონლობის შემთხვევაში. 6. ბრუნვითი წყალმომარაგების სისტემებს არ განეკუთვნება წყალმომარაგების ის სისტემები, რომლებშიც ნახმარი წყლების გასაცივებლად ან დასაყოვნებლად (აკუმულირებისათვის) გამოიყენება საქართველოს ერთიანი სახელმწიფო წყლის ფონდის ობიექტები (მდინარეები, ტბები, არხები, წყალსაცავები), გარდა ავსებადი წყალსაცავებისა, გამაცივებელი ტბორებისა და სხვა აღნიშნული მიზნებით გამოყენებადი განკერძოებულ  სარგებლობაში გადაცემული წყლის ობიექტებისა. 7. ჩამდინარე წყლების თვისებები და მათში ინგრედიენტების შემადგენლობა განისაზღვრება წყლის ობიექტში თითოეული ჩაშვებისათვის, აგრეთვე თითოეულ ჭაბურღილზე, რომლითაც ჩამდინარე წყლები ჩაიტუმბება მიწისქვეშა ჰორიზონტებში, თუ ამ უკანასკნელთ აქვთ კავშირი მიწისქვეშა წყლებათან. 8. ერთ საწარმოში რამდენიმე წყალაღების და წყალჩაშვების არსებობის შემთხვევაში, თითოეულ მათგანზე უნდა წარმოებდეს წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ჟურნალი „პად-4“, „პად-5“ და „პად-6“ ფორმების შესაბამისად. 9. წყალმზომი ხელსაწყოებისა და მოწყობილობების შერჩევა ხდება გასაზომი წყლის ხარისხის, მისი ხარჯის სიდიდისა და ამპლიტუდის (მაქსიმალური და მინიმალური), წყალამღები და წყალჩამშვები ნაგებობების წარმადობის მიხედვით. 10. წყალმომხმარებელ ობიექტზე, რომლებზედაც არაა დამონტაჟებული წყალმზომი ხელსაწყო-მოწყობილობა, დროებით მათ დამონტაჟებამდე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადგილობრივ სამსახურებთან შეთანხმებით, წყლის ხარჯი შეიძლება განისაზღვროს: პროდუქციის ერთეულზე წყალმოხმარება-წყალჩაშვების ფორმების, წყალსაქაჩი ტუმბოების მახასიათებლების, ელექტროენერგიის ხარჯის მიხედვით და სხვა. არაპირდაპირი მეთოდით გაზომილი წყლის ხარჯის მაჩვენებლები შეიტანება „პად-5“ ფორმის პირველადი აღრიცხვის ჟურნალში. 11. უწყებრივი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელების წესი წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებაზე - სინჯის აღების ადგილი, პერიოდულობა, განსასაზღვრი ჩამდინარე დამაბინძურებელი ნივთიერებების (ინგრედიენტების) ნუსხა და რაოდენობა, მათი ანალიზის მეთოდები და ა. შ., უნდა იქნეს შეთანხმებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან. 12. თითოეულ წყალმოსარგებლე ობიექტზე პირველადი აღრიცხვის ფორმებს ყოველდღიურად ავსებს წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი და აწერს ხელს. ფორმის შევსების სისწორე და მათში მოყვანილი მონაცემების უტყუარობა ყოველთვიურად მოწმდება წყალმოსარგებლე ობიექტის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რაც დასტურდება ჟურნალში მისი ხელმოწერითა და ბეჭდით. მუხლი 3🔗. წყალსარგებლობის პირველადი აღრიცხვის ჟურნალის (ფორმა „პად-4“) შევსება წყალმზომი ხელსაწყო-მოწყობილობების ჩვენებების მიხედვით 1. ფორმა „პად-4“ გამოიყენება წყლის რაოდენობის განსაზღვრისათვის: ა) წყლის ობიექტებიდან ან სხვა წყალმომარაგების სისტემიდან წყლის აღებისას; ბ) წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისას ან მათი სხვა მოსარგებლეზე გადაცემისას; გ) წყლის ჩაშვებისას ფილტრაციის და აორთქლების მინდვრებზე, შემგროვებლებში და ა. შ.; დ) ბრუნვითი და განმეორებითი წყალმომარაგების სისტემებში წყლის გამოყენებისას. ჩანაწერები ჟურნალში „პად-4“ ფორმის მიხედვით წარმოებს ყოველდღიურად წყლის ხარჯის გამზომი ხელსაწყოების მონაცემების საფუძველზე. 2. მე-2 გრაფაში იწერება წყალმზომი ხელსაწყოს ახალი მაჩვენებელი, მე-3 გრაფაში წყალმზომის ძველი მაჩვენებელი. მათი სხვაობით წყლის ხარჯის მნიშვნელობა ჩაიწერება მე-4 გრაფაში შემდგომში ყოველთვიური და მთლიანად წლიური დაჯამებით ათას კუბურ მეტრებში. 3. წყალმზომი ხელსაწყოს მწყობრიდან დროებით გამოსვლის შემთხვევაში წყალსარგებლობის პირველადი აღრიცხვისათვის გამოიყენება ფორმა „პად-5“. მუხლი 4🔗. წყალსარგებლობის აღრიცხვის ჟურნალი (ფორმა „პად-5“) წარმოება წყლის ხარჯის გასაანგარიშებლად არაინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებისას 1. ფორმა „პად-5“ გამოიყენება წყლის ხარჯის აღრიცხვისათვის წყალმოსარგებლე ობიექტებზე წყალმზომი ხელსაწყოების უქონლობის შემთხვევაში, როგორც გამონაკლისი. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც წყლის პირველადი აღრიცხვა წარმოებს ელექტროენერგიის მიხედვით, მე-2 გრაფაში აღირიცხება 1მ³ წყლის გადაქაჩვაზე დახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა, მე-3 გრაფაში შეიტანება მთლიანად საანგარიშო პერიოდში (თვე, წელი) ელექტროენერგიის ხარჯი ათას კვტ. სთ-ში. მე-3 გრაფაში შეტანილი მონაცემების გაყოფით მე-2 გრაფის მონაცემებზე მიიღება წყლის ხარჯის სიდიდე, რომელიც ჩაიწერება მე-4 გრაფაში. 3. სატუმბო სადგურებზე წყლის ხარჯის დადგენა ხორციელდება ტუმბოების წარმადობის და მათი მუშაობის ხანგრძლივობის მიხედვით. ტუმბოების წარმადობა განსაზღვრულია მათ პასპორტებში. ჩაიწერება გამოშვებული პროდუქციის დღე-ღამური მოცულობა. მე-2 გრაფაში პროდუქციის ერთეულზე დახარჯული წყლის რაოდენობა (ხვედრითი ხარჯი). წყლის დღე-ღამური ხარჯი განისაზღვრება მე-2 და მე-3 გრაფების მაჩვენებელების გადამრავლებით, რომელიც ჩაიწერება მე-4 გრაფაში. 5. სარწყავი ფართის მიხედვით წყლის აღრიცხვისას, საანგარიშოდ მიიღება ფაქტიურად მორწყული ფართობის სიდიდე და დადგენილი სარწყავი ნორმა. მუხლი 5🔗. ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ხარისხის აღრიცხვის ჟურნალის (ფორმა „პად-6“) წარმოება 1. „პად-6“ ფორმები გამოიყენება ყველა საწარმოში (ორგანიზაციაში), რომლებიც უშვებენ ჩამდინარე წყალის ბუნებრივ ობიექტებში (ზედაპირული, მიწისქვეშა), ფილტრაციის მინდვრებზე, შემაგროვებლებში, ამოსაწმენს ორმოებში, მიწათმოქმედების სარწყავ მინდვრებზეე, აგრეთვე გადასცემენ ჩამდინარე წყალს საქალაქო ან სხვა საკანალიზაციო სისტემაში. 2. ფორმის დანიშნულებაა იმ ინგრედიენტების რაოდენობის აღრიცხვა, რომლებიც ჩაედინებიან წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად, ჩაშვების თითოეულ წერტილში ჩანაწერებს ჟურნალში „პად-6“ ფორმით აწარმოებენ ჩამდინარე წყლების ანალიზების საფუძველზე, რომელთა შედეგები შეიტანება მე-2 გრაფაში. 3. ყოველი სინჯის აღებისას უნდა განისაზღვროს ჩამდინარე წყლის ხარჯის სიდიდეც. 4. ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ინგრედიენტის კონცენტრაციის და ჩამდინარე წყლების ხარჯის სიდიდეების ნამრავლით. მიღებული შედეგები შეიტანება მე-5 გრაფაში. 5. ჩაშვებული დამაბინძურებელი ნივთიერებების თვიური და წლიური ჯამური რაოდენობა ჩაიწერება მე-5 გრაფაში კილოგრამებში, ხოლო ჟბმ, ნავთობპროდუქტები, შეწონილი ნაწილაკები, მშრალი ნაშთი, სულფატები, ქლორიდები, ფოსფატები და აზოტი - ტონებში, მძიმის შემდეგ ორი ნიშნის სიზუსტით. დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1998 წლის „7“ მაისის № 65 ბრძანებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ______________________________________________________________________________ საწარმო (ორგანიზაცია) ______________________________________________________________________________ საამქრო (უბანი) ______________________________________________________________________________ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა ______________________________________________________________________________ წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა წყალმზომი ხელსაწყოებით და მოწყობილობებით წყალსარგებლობის აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „____“_____________ 199 წ. დახურულია „____“ ___________ 199 წ.         ჟურნალი შედგება ____    ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი ხარჯის გაზომვის თარიღი ხარჯმზომის ახალი მაჩვენებელი ხარჯმზომის ძველი მაჩვენებელი წყლის ხარჯი, მ³/დღ, ათასი მ³/თვე აღრიცხვის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 შეამოწმა _______________        _______________             ___________                             (თანამდებობა)                              (ხელმოწერა)                  (სახელი, გვარი) „_____“ _______________ 199 წ. ფორმა „პად-5“ დამტკიცებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1998 წლის „7“ მაისის № 65 ბრძანებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით ______________________________________________________________________________ საწარმო (ორგანიზაცია) ______________________________________________________________________________ საამქრო (უბანი) ______________________________________________________________________________ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა ______________________________________________________________________________ წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა არაინსტრუმენტული მეთოდების გამოყენებით წყალსარგებლობის აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „____“ ________________ 199 წ. დახურულია „ ____“ _____________ 199 წ. ჟურნალი შედგება _______ ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი რიცხვი, თვე წყლის ხვედრითი ხარჯი პროდუქციის ერთეულზე (მ³), ელექტროენერგიის ხვედრითი ხარჯი (კვტ. სთ/მ³), ტუმბოების წარმადობა (მ³/სთ) გამოშვებული პროდუქციის მოცულობა (ტ, ც, მ³), საანგარიშო პერიოდში ელ. ენერგიის ხარჯი (ათ. კვტ. სთ), ტუმბოს მუშაობის ხანგრძლივობა (დღ, სთ) წყლის ხარჯი სანგარიშო პერიოდში ათას მ³ აღრიცხვის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 შეამოწმა ____________                _______________                  ______________                 (თანამდებობა)                       ხელმოწერა              (სახელი, გვარი) „____“ _____________ 199 წ. ფორმა „პად-6“ დამტკიცებულია საქართველოს  გარემოსა და ბუნებრივ რესურსების დაცვის სამინისტროს 1998 წლის „__7_“ მაისის № 65 ბრძანებით საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეთანხმებით ______________________________________________________________________________ საწარმო (ორგანიზაცია) ______________________________________________________________________________ საამქრო (უბანი) ______________________________________________________________________________ წყლის აღრიცხვის პუნქტის დასახელება და მისი ადგილმდებარეობა ______________________________________________________________________________ წყლის წყაროს (მიმღების) დასახელება და სახეობა ჩაშვებული ჩამდინარე წყლების ხარისხის აღრიცხვის ჟურნალი გახსნილია „___“ _______________ 199 წ. დახურულია „___“ _____________ 199 წ. ჟურნალი შედგება ______ ფურცლისაგან მოცემული ნიმუშის მიხედვით იბეჭდება ჟურნალის ყველა გვერდი თარიღი და სინჯის აღების ადგილი ინგრედიენტის დასახელება ინგრედიენტის კონცენტრაცია მგ/ლ ჩამდინარე წყლების ხარჯი ათას მ³/დღ ჩაშვებული ინგრედიენტების რაოდენობა კგ აღრიცხვის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 შეამოწმა _____________         ________________            _______________           (თანამდებობა)                      (ხელმოწერა)                  (გვარი, სახელი)  „____“ _______ 199 წ.