„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№186
სარეგისტრაციო კოდი
310150000.35.160.016622
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №186

2020 წლის 20 მარტი

ქ. რუსთავი

 

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და რუსთავი-თბილისის მარშრუტზე M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის გაცემისათვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის ნიმუშის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) ფორმისა და მისი  შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2014 წლის 10 თებერვლის №218 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში (www.matsne.gov.ge. 13/02/2014. ს/კ 310150000.35.160.016201) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 

 მე-13 მუხლის პირველი პუნქტის “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა, მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად  და ეს ცვლილებები დაუყოვნებლივ აცნობოს ნებართვის  გამცემს;“

ბ) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) კონკურსში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების დღიდან, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის 1 აპრილისა, ნებართვის მფლობელს დართოს უფლება მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით; საკონკურსო განცხადებით განსაზღვრულ ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში შეცვალოს ავტობუსი, მისი კატეგორიის, სახეობის, სტანდარტების, ამ წესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების შეუცვლელად, თუ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით  დაუყოვნებლივ  აცნობებს ნებართვის გამცემს;“

გ) მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:

„11. ნებართვის გაცემის ფასის გადახდასთან დაკავშირებით შეღავათის დაწესების ან გათავისუფლების შესახებ განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო.“

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან, ქვემოთ განსაზღვრულ ვადებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანების განხორციელების ნებართვის მფლობელმა განახორციელოს შემდეგი  მოქმედებები:

ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, 10 დღის ვადაში, უზრუნველყოს ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე (რუსთავი-თბილისის მარშრუტზე) ნებართვის მფლობელთან გაფორმებულ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა;

ბ) ნებართვის მფლობელმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში განსაზღვროს და ნებართვის გამცემს წარუდგინოს ყოველდღიურად მარშრუტებზე მომუშავე და სარეზერვო ავტობუსების რაოდენობა, რომლის შემადგენლობაშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს, კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენამდე, შესაბამის მარშრუტებზე მომუშავე 2003 წლიდან გამოშვებული ავტობუსები, რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით რეხვიაშვილი