,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №9 |
|
2020 წლის 20 მარტი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრომ (კ.კუჭუხიძე) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ (მ. ჯაჭვლიანი) კვარტალში ერთხელ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას წარუდგინოს ანგარიში ერთჯერადი დახმარებების გაცემის შესახებ.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის 2.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიის დევნილთათვის ერთჯერადი დახმარებების გაცემის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, სამეგრელო-ზემოსვანეთის ტერიტორიული ორგანო (შემდგომში – ტერიტორიული ორგანო) და ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ (შემდგომში – ხელმძღვანელი) მინისტრთან შეთანხმებით, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში (შემდგომში – წარმომადგენლობა) იქმნება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“ (შემდგომში – კომისია).“.
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ერთჯერადი დახმარების მისაღებად განცხადებების მიღება წარმოებს ტერიტორიული ორგანოებისა და წარმომადგენლობის იურიდიულ მისამართებზე.“;
გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომისიას ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ამავდროულად შეიძლება იყოს ტერიტორიული ორგანოს უფროსი, წარმომადგენლობის შემთხვევაში – წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ხოლო მათი არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.“;
დ) მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
ე) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. ტერიტორიული ორგანოს კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შესაბამის მასალებთან ერთად ეგზავნება მინისტრს, რომელიც სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასკვნის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ბენეფიციართათვის თანხის გადარიცხვის შესახებ, რაზედაც გამოსცემს ინდივიდუალური სახის სამართლებრივ აქტს – ბრძანებას.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.03.2020.
- როდის იქნა მიღებული „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.03.2020. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 280000000.32.061.016305.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.03.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 23 იანვრის N4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, №9, 20.03.2020, სარეგისტრაციო კოდი 280000000.32.061.016305 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4830885/