ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ

მიღების თარიღი 23.03.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №03
სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2020
matsne.gov.ge 307 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 06.04.2020 ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების განმავლობაში საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 81% 17.04.2020 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 77% 05.07.2021 ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 77% 01.06.2020 „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 75% 29.11.2024

დოკუმენტის ტექსტი

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №03 2020 წლის 23 მარტი ქ. ბათუმი ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ,,ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ’’. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ  მუხლი 1🔗. მიზანი 1. „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“ ბრძანების მიზანია მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გემის რეგისტრაციის განახლების, მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების (გასაუბრება/ტესტირების) პროცესის შეჩერება და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე გამონაკლისის დაშვება. 2.ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი შიდა ნაოსნობაში ჩართული 100 რეგ. ტონაზე ნაკლები მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის რეგისტრაციის მოწმობის,  რადიოსადგურის მოწმობის  ასევე, 100 რეგ. ტონაზე მეტი მცურავი საშუალებების რეგისტრაციის განახლებისათვის გემის რეგისტრაციის მოწმობის დამოწმების, რადიოსადგურის მოწმობის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სააგენტო აღნიშნული მოწმობებს ავტომატურად უგრძელდება ვადა არაუმეტეს 2 თვით, მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, შეჩერდეს შიდა ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაცია და სხვა მომსახურებები, გარდა, სანავსადგურე და ტექნიკური მომსახურების ფლოტისა, სახელმწიფო მომსახურეობის და ნავსადგურების დამხმარე ფლოტისა.    4. შეჩერდეს მეზღვაურთა სერტიფიცირებისა და მეზღვაურთა საკვალიფიკაციო გამოცდების (გასაუბრება/ტესტირების) პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე. შეჩერდეს კომპეტენციის სერტიფიკატებისა და მეზღვაურის წიგნაკების განაცხადის მიღების პროცესი 2020 წლის 21 აპრილამდე.  გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ მეზღვაურებზე, რომელთა გემზე ასვლა დაგეგმილია აღნიშნული პეროიოდის განმავლობაში.    5. კვალიფიკაციის სერტიფიკატების განაცხადები 2020 წლის 21 აპრილამდე მიიღება მხოლოდ ელექტრონულად და გაიცემა საქართველოს ფოსტის მეშვეობით.