📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთებზე ტენდერების ჩატარების შესახებ“ დებულების შესახებ“

მიღების თარიღი 25.05.1998
გამომცემი ორგანო ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 130.012.003.288
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 04/06/1998
matsne.gov.ge 1,984 სიტყვა · ~10 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთებზე ტენდერების ჩატარების შესახებ“ დებულების შესახებ“ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება № 35 1998 წლის 25 მაისი ქ. თბილისი „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთებზე ტენდერების ჩატარების შესახებ“ დებულების შესახებ „სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთების შესახებ“ 1998 წლის 6 თებერვლის საქართველოს კანონის თავი IV-ის  მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი დებულება „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში სახელწმიფო დაკვეთებზე ტენდერის ჩატარების შესახებ“. 2. დებულება წარედგინოს სარეგისტრაციოდ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-18 მუხლების შესაბამისად. 3. დებულების რეგისტრაციისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს არსებული, „საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში საიჯარო ვაჭრობის /ტენდერის/ ჩატარების შესახებ“ დებულება, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი №130.012.003.001. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ ლ. გოგიჩაიშვილს. მინისტრი                                                                მ. ჩხენკელი დებულება საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო დარგში სახელმწიფო დაკვეთებზე ტენდერის ჩატარების შესახებ 1. ზოგადი დებულებანი 1. ტენდერის ინსტიტუტის დანერგვის მიზანია შეიქმნას ქვეყნის სამშენებლო დარგში პირობები კონკურენციისა და დემონოპოლიზაციისათვის და ამის საშუალებთ მიღწეულ იქნეს მშენებლობის ღირებულების, ხანგრძლივობის, ხარისხის და სხვა მაჩვენებლის ოპტიმალური დონე. 2. მისაღები წინადადებებიდან გამომდინარე, სახელწმიფო დაკვეთები გადაეცემათ მენარდეებს, რომელთაც აქვთ პროფესიონალური გამოცდილებისა და საიმედოობის გარანტია. დაკვეთის განთავსების ძირითად პრინციპს წარმოადგენს მენარდეთა აქტიური კონკურენცია და თითოეული მათგანის უფლებების დისკრიმინაციის არდაშვება. 2. ტენდერის სახეები სამშენებლო დარგში დაკვეთების განთავსებისათვის სანარდო კონკურსის (ტენდერის) ძირითადი სახეებია: ა) ღია ტენდერი; ბ) შეზღუდული ტენდერი; გ) ორეტაპიანი ტენდერი; დ) გამარტივებული სახის ტენდერი. 1. ღია ტენდერი - კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ყველა იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია სახელწმიფო ლიცენზია სამშენებლო დარგით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე. ღია ტენდერში მონაწილეობს ყველა მსურველი და მისი ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 2. შეზღუდული ტენდერი - კონკურსი, რომელშიც შესაბამისი პირობების გათვალისწინებით მონაწილეობს დამკვეთის მიერ შერჩეულ მენარდეთა გარკვეული რაოდენობა (არანაკლებ ოთხი მონაწილე). შეზღუდული ტენდერი ტარდება ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით, იმ შემთხვევაში, როდესაც დაკვეთა სპეციალურ ხასიათს ატარებს და, მისი სირთულის გამო, შესაძლო მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია; როდესაც ღია ტენდერის ჩატარების დროს არ იქნა წარმოდგენილი არც ერთი წინადადება ან ყველა მიჩნეულ იქნა არადამაკმაყოფილებლად, აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფო დაკვეთა დაკავშირებულია საგანგებო პირობებთან, რომლებიც ეროვნულ თავდაცვას, სახელმწიფო საიდუმლოებებს, სტიქიური უბედურებების შედეგებს და სხვა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინტერესებს ეხება. ორეტაპიანი ტენდერი - კონკურსი, რომლის დროსაც პირველ ეტაპზე მონაწილენი წარმოადგენენ ზოგად წინადადებებს ფასის გარეშე, ხოლო მეორე ეტაპზე, შერჩევის შედეგად დარჩენილი პრეტენდენტები წარმოადგენენ საბოლოო წინადადებას ფასთან ერთად. ორეტაპიანი ტენდერი ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეუძლებელია დაკვეთის ყველა ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლების განსაზღვრა ან, როდესაც დაკვეთა მოითხოვს გამოკვლევებს და ექსპერიმენტებს. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების შემთხვევაში სატენდერო დოკუმენტაციაში აუცილებლად მითითებული  უნდა იყოს, რომ პრეტენდენტები მიწვეულნი არიან ორეტაპიან ტენდერზე და მისი ჩატარების წესი განისაზღვრება ამ დებულებით. გამარტივებული წესით მენარდის შერჩევა უშუალოდ ეხება ისეთ სახელმწიფო დაკვეთებს, რომელთა ღირებულება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებზე არ აღემატება ასი ათას ლარს და ათი ათას ლარს საპროექტო-საძიებო სამუშაოებზე. გამარტივებული წესი გულისხმობს სატენდერო პირობების წერილობით შეთანხმებას დამკვეთის მიერ, სატენდერო კომისიის საშუალებით შერჩეულ შესაძლო შემსრულებელ ორგანიზაციებთან. შეთანხმების შედეგებზე დაყრდნობით სატენდერო კომისიის გამოტანილი გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების საფუძველს დამკვეთსა და მენარდეს შორის. 3. ტენდერის ძირითადი მონაწილენი 1. ტენდერის ძირითადი მონაწილენი არიან: დამკვეთი, მენაშენე, ტენდერის ორგანიზატორი, სატენდერო კომისია და პრეტენდენტები. 2. ტენდერის ორგანიზატორი არის დამკვეთი და სატენდერო კომისია. დამკვეთს შეუძლია ეს უფლებები გადასცეს სხვა იურიდიულ პირს, რომელიც მოქმედებს ამ კანონის შესაბამისად. 3. ტენდერის ჩასატარებლად დამკვეთი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:  - ღებულობს გადაწყვეტილებას ტენდერის ჩატარების ფორმებისა და ვადების შესახებ, სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ და გამოსცემს შესაბამის განკარგულებას; - მონაწილეობს სატენდერო კომისიის მუშაობაში თავისი წარმომადგენლების საშუალებით; - ადგენს ტენდერში გამარჯვების საბოლოო პირობებს და დებს ხელშეკრულებას გამარჯვებულთან; - დამკვეთი უნდა ფლობდეს აუცილებელ საინვესტიციო რესურსებს და მას უნდა ჰქონდეს უფლება განკარგოს იგი. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს სათანადო საფინანსო დოკუმენტით. 4. ტენდერის ორგანიზატორი და სატენდერო კომისია ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს: - აგროვებს განცხადებებს და, საჭიროების შემთხვევაში, წინასწარ საკვალიფიკაციო მონაცემებს ტენდერში მონაწილეობის შესახებ; - ორგანიზაციას უკეთებს სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავებას და, საჭიროების შემთხვევაში, მასში შეაქვს სათანადო შესწორებები; - უზრუნველყოფს სატენდერო და სხვა დოკუმენტაციების მომზადებას, ვაჭრობის შესახებ განცხადების გამოქვეყნებას და პრეტენდენტების მოწვევას; - აცნობს და განუმარტავს პრეტენდენტებს სატენდერო დოკუმენტაციას; - უზრუნველყოფს ვაჭრობის პროცედურის დაცვას და მის გაფომრებას; - განსაზღვრავს ტენდერში გამარჯვებულს ან ღებულობს სხვა გადაწყვეტილებას ჩატარებული ტენდერის შესახებ, რაზედაც ფორმდება შესაბამისი ოქმი სატენდერო კომისიის წევრთა ხელმოწერით; - ვალდებულია არ დაუშვას ისეთი ქმედება, რომელსაც შეუძლია მოახდინოს მონაწილის დისკრიმინაცია ან რომელიმეს მიანიჭოს დაუმსახურებელი უპირატესობა სხვა მონაწილესთან შედარებით; - დადგენილ შემთხვევაში მასობრივი ინფორმაციის საშუალებით აქვეყნებს ჩატარებული ტენდერის შედეგებს. 5. პრეტენდენტის უფლება-მოვალეობანი: - პრეტენდენტის სტატუსს შეიძენს იურიდიული პირი, რომელიც სატენდერო პირობების გაცნობის შემდეგ დადგენილი წესით წარმოადგენს განცხადებას გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობაზე და კომისიის მიერ ოფიციალურად იქნება დაშვებული; - პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო კომისიის თანხმობით საკონკურსო წინადადებების წარმოდგენის ვადის დასრულებამდე შეცვალოს ან გამოითხოვოს თავისი განაცხადი-წინადადება; - პრეტენდენტს უფლება აქვს სატენდერო კომისიისაგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ტენდერის ჩატარების წესზე და პირობებზე; - ყველა პრეტენდენტი სარგებლობს თანაბარი უფლებებით; - პრეტენდენტები, სატენდერო კომისიისათვის არასწორი მონაცემებისა და ყალბი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მათ ეკრძალებათ შემდგომ ტენდერებში მონაწილეობა მინიმუმ ერთი წლით და ინფორმაცია ამგვარი ქმედების შესახებ ქვეყნდება პრესის საშუალებით. 6. პრეტენდენტთა კვალიფიკაცია: დამკვეთი უფლებამოსილია შეამოწმოს პრეტენდენტთა კვალიფიკაცია ტენდერის მიმდინარეობის ნებისმიერ სტადიაზე. პრეტენდენტთა კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: - სამშენებლო დარგით გათვალიწინებული სამუშაოების წარმოებისათვის საჭირო სახელმწიფო ლიცენზია; - უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი; - ორგანიზაციის საბუღალტრო ბალანსი ძირითადი ფონდების გაშიფვრით; - შრომითი რესურსები კვალიფიკაციის მიხედვით; - შესაბამისი საწარმოო-ტექნიკური ბაზის მაჩვენებლები; -დამკვეთის ქონების, ფულადი რესურსების, მასალების ან მოწყობილობების დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების გარანტიები; - ტექნიკური პერსონალის შემადგენლობა; - ორგანიზაციის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები. საჭიროების შემთხვევაში პრეტენდენტი წარმოადგენს დამატებით დამამტკიცებელ მონაცემებს თავისი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული მონაცემები თან უნდა დაერთოს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილ განაცხადს. 7. პრეტენდენტთა წინასწარი კვალიფიკაცია - დამკვეთს შეუძლია პოტენციურ მონაწილეთა დადგენის  მიზნით ჩაატაროს წინასწარი საკვალიფიკაციო შერჩევა; - წინასწარი კვალიფიკაციის ჩატარების დროს გამოიყენება ის პრინციპები, რომლებიც მოყვანილია ამ დებულების 3.5 პუნქტში. 4. ტენდერის გამოცხადება 1. ტენდერის გამოცხადება (გარდა მუხლი 2🔗-ის „ბ“ და „დ“ პუნქტებში განსაზღვრული სახეებისა) ხდება ყოველდღიური ცენტრალური პრესის, სხვა მასობრივი ინფორმაციის და საერთაშორისო გამოცემების საშუალებით. 2. განცხადება ტენდერის შესახებ უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) დამკვეთის დასახელებას და მისამართს; ბ) დაკვეთის დასახელებასა და დახასიათებას; გ) დაკვეთს შესრულების ვადას; დ) სატენდერო დოკუმენტაციის გაცემის ადგილსა და პირობებს; ე) მითითებას გარანტიის აუცილებლობის შესახებ; ვ) წინადადების წარმოდგენის ადგილსა და ვადებს. 5. სატენდერო დოკუმენტაცია 1. სატენდერო დოკუმანტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) წინადადებების მომზადებისათვის საჭირო ინსტრუქციას; ბ) პრეტენდენტთა კვალიფიკაციის შეფასებისათვის საჭირო პირობებსა და პროცედურას; საჭირო დოკუმენტების ნუსხასა და მათი წარმოდგენის ვადებს; გ) დაკვეთის შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადებს, ტექნიკურ მონაცემებსა და სპეციფიკაციას; დ) პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასების კრიტერიუმს; ე) ხელშეკრულების (კონტაქტის) პირობებს; ვ) პრეტენდენტთა მიერ წინადადებების წარმოდგენის ადგილსა და ვადებს; ზ) წარმოდგენილი წინადადებების გახსნის ადგილს, თარიღს, დროს და შესაბამის პროცედურას; თ) ტენდერის ორგანიზატორს უფლება აქვს მოთხოვოს პრეტენდენტს სატენდერო პაკეტის ღირებულების ანაზღაურება. პაკეტის ღირებულება განისაზღვრება გაწეული მომსახურებისა და მატერიალური დანახარჯების კალკულირების საფუძველზე. 6. ტენდერის მონაწილეთა გარანტია 1. დამკვეთს შეუძლია მოითხოვოს პრეტენდენტისაგან გარანტიები მის მიერ ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მიყენებული ზარალის მთლიანად ან ნაწილობრივ ასანაზღაურებლად. 2. საგარანტიო შენატანს შეიძლება შეადგენდეს თანხის კონკრეტული რაოდენობა, ფასიანი ქაღალდები ან საკრედიტო დაწესებულების გარანტია. საგარანტიო შენატანის თანხობრივი რაოდენობა უნდა იყოს ერთნაირი ყველა პრეტენდენტისათვის. 3. დამკვეთი არ არის ვალდებული დააბრუნოს შემოტანილი საგარანტიო თანხა, იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენდენტი: - ცვლის ან გამოითხოვს თავის წინადადებას მისი მოქმედების ვადის გასვლამდე; - უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე მის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესაბამისად; ყველა სხვა შემთხვევაში საგარანტიო შენატანები პრეტენდენტებს უკან უბრუნდებათ. 7. კონფიდენციალობის დაცვა 1. პრეტენდენტს შეუძლია წამოაყენოს მოთხოვნა მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის შესახებ, ხოლო დამკვეთი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ დებულებაში მოცემულ განსაზღვრებებს. 8. სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ცვლილებანი და განმარტებანი 1. პრეტენდენტს უფლება აქვს მიიღოს განმარტება სატენდერო დოკუმენტაციის შინაარსთან დაკავშირებით, ხოლო დამკვეთი ვალდებულია მისცეს შესაბამისი განმარტება და დაუგზავნოს იგი სხვა პრეტენდენტებს წინადადების წარმოდგენის ვადის გასვლამდე. 2. დაკვეთის შეუძლია წინადადების წარმოდგენის ვადამდე შეიტანოს ცვლილებები სატენდერო დოკუმენტაციაში, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს. 9. წინადადების წარმოდგენის წესი 1. პრეტენდენტის წინადადება უნდა შეესაბამებოდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ პირობებს. 2. წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნას დალუქულ პაკეტში წერილობითი სახით. 3. დამკვეთი ვალდებულია გასცეს ცნობა წინადადებების მიღების შესახებ და მიუთითოს შესაბამისი თარიღი და დრო. 10. წინადადების წარმოდგენის ვადა 1. ტენდერის ორგანიზატორი აწესებს წინადადების წარმოდგენის მინიმალურ ვადებს, რომელთა ათვლა იწყება ტენდერის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. 2. დამკვეთს უფლება აქვს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით გააგრძელოს წინადადებების წარმოდგენის ვადები, რის შესახებაც უნდა ეცნობოს ყველა მონაწილეს; 3. ის წინადადებები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება დაგვიანებით, არ განიხილება და ექვემდებარება უკან დაბრუნებას. 11. წინადადების მოქმედების ვადები წინადადებები ძალაშია იმ დროის განმავლობაში, რომელიც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში, მათი მოქმედების ათვლა იწყება წარმოდგენის დღიდან და არ უნდა აღემატებოდეს 60 დღეს. 12. წინადადებების გახსნა 1. წინადადებების გახსნა წარმოებს სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული წესებით, მასში განსაზღვრულ ადგილზე და დროს. 2. ყველა პრეტენდენტს უფლება აქვს პირადად ან თავისი წარმომადგენლების მეშვეობით მიიღოს მონაწილეობა წინადადებების გახსნის პროცედურაში. 3. წინადადებების გახსნის დროს ცხადდება პრეტენდენტთა დასახელება, მისამართი და ფასები, რაზედაც ფორმდება შესაბამისი ოქმი. 4. იმ პრეტენდენტებს, რომლებიც არ მონაწილეობენ აღნიშნულ პროცედურაში, მისი ჩატარების დღიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ეგზავნებათ შესაბამისი ოქმი. 13. წინადადების შეფასება 1. წინადადების შედარება და შეფასება სატენდერო კომისია ადარებს და აფასებს ყველა წინადადებას სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესაბამისად. 2. დამაკმაყოფილებელი წინადადება წინადადება ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად იმ შემთხვევაში, თუ იგი შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემულ ყველა პირობას. 3. ოპტიმალური წინადადება ა) ოპტიმალური წინადადება - ეს არის სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული შეფასების კრიტერიუმებით ყველაზე ხელსაყრელი წინადადება; ბ) სატენდერო დოკუმენტაციაში შეიძლება ჩადებული იყოს პირობა, რომლის მიხედვითაც უპირატესობა ენიჭება ადგილობრივ პრეტენდენტებს. 4. ინფორმაცია პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების შესახებ ინფორმაციას პრეტენდენტთა წინადადებების შეფასების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ დროს, აცხადებს სატენდერო კომისია მონაწილეთა თანდასწრებით, რომელთა დასწრება ამ პროცედურაზე ნებაყოფლობითია. ტენდერის შედეგები აგრეთვე ოფიციალურად ქვეყნდება, ანგარიშის სახით, დაკვეთის შესულების შესახებ. 5. წინადადების მიღება ა) მიღებულად ითვლება წინადადება, რომელიც სატენდერო კომისიამ ცნო ყველაზე ოპტიმალურად; ბ) შეტყობინება წინადადების მიღების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს გამარჯვებულ პრეტენდენტს და აგრეთვე სხვა მონაწილეებს. 6. ხელშეკრულების (კონტაქტის) გაფორმება და მისი ძალაში შესვლა ა) ხელშეკრულება დაკვეთს შესრულების შესახებ იდება დამკვეთსა და იმ პრეტენდენტს შორის, რომლის წინადადება მიჩნეულ იქნა ყველაზე ოპტიმალურად; ბ) დამკვეთს უფლება აქვს ამოირჩიოს ძალაში მყოფი სხვა წინადადებებისაგან ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი და მიიღოს იგი იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე უარს ამბობს ხელშეკრულების დადებაზე. 14. ტენდერის ჩატარების წესი 1. ტენდერი ტარდება შემდეგი წესით: - მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებების გამოქვეყნების შემდეგ დაკვეთის მიღების მსურველები სატენდერო კომისიას უგზავნიან შეტყობინებას ვაჭრობაში მონაწილეობაზე თავიანთი წინასწარი თანხმობის შესახებ. სატენდერო კომისია რეგისტრაციაში ატარებს პრეტენდენტების წერილებს, რომლებმაც სურვილი  გამოთქვეს მონაწილეობა მიიღონ კონკურსში და წინასწარ კვალიფიკაციაში უშუალო მონაწილეობისათვის; - პრეტენდენტები, რომლებმაც შეასრულეს წინასწარი პირობები და დაშვებული არიან კონკურსზე, იძენენ სატენდერო დოკუმენტაციას; - პრეტენდენტები ტენდერის პირობებით განსაზღვრულ ვადაში შეისწავლიან სატენდერო დოკუმენტაციას, ამუშავებენ წინადადებებს და უგზავნიან სატენდერო კომისიას; - პრეტენდენტი უფლებამოსილია ტენდერის პირობებით განსაზღვრული ვადის გასვლამდე უკან გამოითხოვოს თავისი წინადადება; - ტენდერის პირობებით დათქმულ დროს ტარდება სატენდერო კომისიის ღია სხდომა, რომელსაც ესწრებიან პრეტენდენტების წარმომადგენლები. სხდომაზე იხსნება პაკეტები პრეტენდენტთა წინადადებებით და ცხადდება წინადადების ძირითადი პუნქტები, რომლებიც ასახავენ სახელშეკრულებო ფასებს, ვადებს და სხვა. ყველა პრეტენდენტის წინადადებები შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სატენდერო კომისიის წევრები. ღია სხდომის დამთავრების შემდეგ სატენდერო კომისია აანალიზებს ოქმში შეტანილ წინადადებებს. საკონკურსო წინადადებების შესწავლა-დაზუსტება, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება უნდა იყოს სრულიად კონფიდენციალური; - კომისია, დათქმული პირობების დაცვით, დახურულ სხდომაზე საზღვრავს ტენდერში გამარჯვებულს, აფორმებს სათანადო ოქმს და წარუდგენს დასამტკიცებლად დამკვეთს. ტენდერის შედეგების შესახებ პრეტენდენტებს ატყობინებენ წერილობით ან, დათქმული პირობების თანახმად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით; - სანარდო კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტი და დამკვეთი დებენ სანარდო ხელშეკრულებას (კონტრაქტს); - საკონკურსო საგნის სირთულის მიუხედავად ტენდერის შედეგების საბოლოო გარკვევა არ უნდა გაჭიანურდეს ერთ თვეზე მეტ ხანს სატენდერო კომისიის პირველი სხდომის შემდეგ. 2. შეზღუდული ტენდერის ჩატარებისას დაცული უნდა იქნეს ღია კონკურსზე ყველა წესი, შემდეგი პირობების გათვალისწინებით: - შეზღუდული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებები არ ქვეყნდება; - ტენდერის ორგანიზატორები წინასწარ საზღვრავენ იმ ორგანიზაციების ჩამონათვალს, რომელთაც შეუძლიათ განახორციელონ სამუშაოს შესრულება (პრეტენდენტთა წინასწარი კვალიფიკაცია); - სატენდერო კომისიას უფლება აქვს არ აცნობოს თავისი გადაწყვეტილების მოტივირება არავის, დამკვეთის გარდა. 3. ორეტაპიანი ტენდერის ჩატარების პროცედურა იგივეა, რაც ღია და შეზღუდული ტენდერის დროს, დებულების მე-2 თავში მოცემული თავისებურებების გათვალისწინებით; 4. გამარტივებული წესით ტენდერის ჩატარებისას, სატენდერო კომისია მენარდის შერჩევას ახდენს დამკვეთის მიერ განსაზღვრულ პრეტენდენტთა წრიდან, მათთან სატენდერო პირობების შეთანხმების საფუძველზე. 15. საკონკურსო წინადადებათა შეფასება 1. საკონკურსო წინადადებათა შეფასებისას სატენდერო კომისია უფლებამოსილია ისარგებლოს იმ კრიტერიუმებით და მეთოდიკით, რომლებსაც იგი ჩათვლის უმჯობესად. ამასთან ერთად, შეფასების რეკომენდირებულ კრიტერიუმთა რიცხვს მიეკუთვნებიან: კონტაქტის შესრულების ვადები, ტექნიკური პარამეტრები, ეკონომიკური მახასიათებლები, ხარისხის მაჩვენებლები, უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, დაფინანსების პირობები, ტექნიკური და ქონებრივი გარანტიები. 16. საჩივრის შეტანის და განხილვის წესი 1. პრეტენდენტს, რომელსაც დადგენილი წესით მიღებული აქვს სატენდერო დოკუმენტაცია და მიაჩნია, რომ დამკვეთის მოქმედებების შედეგად დარღვეულია ტენდერის ჩატარების პროცედურა, ამ კანონით გათვალისწინებული დებულებები და შელახულია მისი ინტერესები, უფლება აქვს მოითხოვოს საკითხის განხილვა საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში, რომლის გადაწყვეტილებაც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს, ან დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს; 2. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროში საკითხი განიხილება პრეტენდენტთა და დამკვეთთან ერთად, მოთხოვნიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში.