„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №53/04 |
|
2020 წლის 24 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის №29/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის (www.matsne.gov.ge; 28/02/2017; ს/კ: 200090000.18.011.016223) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. გამონაკლისები საგადახდო მომსახურებიდან „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებებთან ერთად საგადახდო მომსახურებაში ასევე არ შედის: ა) ბანკომატის მეშვეობით ნაღდი ფულის გაცემის მომსახურება, რომელსაც მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ერთი ან რამდენიმე საგადახდო ბარათის ემიტენტის სახელით და იგი არ წარმოადგენს მომხმარებელთან (ნაღდი თანხის მიმღებ პირთან) გაფორმებული ხელშეკრულების მხარეს და, ამავე დროს, იგი არ ასრულებს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სხვა საგადახდო მომსახურებას; ბ) სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ განხორციელებული მომსახურება, რომლის დროსაც მიმღების (სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) მიერ ნაღდი ფულის გაცემა ხდება გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე მის მიერ მიმღებისგან საქონლის ან მომსახურების შეძენისას და გასაცემი ნაღდი ფულის თანხა წარმოადგენს გადამხდელის მიერ საქონლის ან მომსახურების შესაძენად შესრულებული გადახდის ოპერაციის თანხის ნაწილს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|