⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.04.2025)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2020
ძალაში შესვლა 06.07.2020
ძალის დაკარგვა 12.04.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016777
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,369 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
03.04.2020 მიღება
06.07.2020 ძალაში შესვლა
12.04.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება  №35 2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 მარტის №215 ბრძანება. მუხლი 3🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 15 აპრილიდან.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, აგრეთვე საქართველოს მთავრობის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტი, თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები დეპარტამენტის ამოცანებია: ა) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლი და კონტროლისთვის ღონისძიებების გატარებით რეგიონული/საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობა სამინისტროს კომპეტენციების ფარგლებში; ბ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა, აგრეთვე კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება; გ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლთან დაკავშირებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი  წინადადებების შემუშავება; დ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენციები 1. დეპარტამენტის კომპეტენციებია: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება; ბ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა; გ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა; დ) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე)  გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში; ვ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განსახორციელებლად, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევაში ჩართოს საქართველოს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ან/და გამოიყენოს საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობის ფორმატი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) რეკომენდაციების შემუშავების სამმართველო; ბ) ლიცენზიების და ნებართვების სამმართველო; გ) მონიტორინგის სამმართველო. მუხლი 5🔗. რეკომენდაციების შემუშავების სამმართველო 1. რეკომენდაციების შემუშავების სამმართველოს კომპეტენციებია: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და ,,სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა; ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში  შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერის და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების პროექტის შემუშავება და ამ მიზნით საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევა; გ) სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; დ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სამმართველო უფლებამოსილია ჩამოსაწერი ქონების მდგომარეობის შეფასების პროცესში ჩართოს მონიტორინგის სამმართველო.  მუხლი 6🔗. ლიცენზიების და ნებართვების სამმართველო ლიცენზიების და ნებართვების სამმართველოს კომპეტენციებია: ა) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში სამინისტროს მიერ გასაცემი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება; ბ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 7🔗. მონიტორინგის სამმართველო მონიტორინგის სამმართველოს კომპეტენციებია: ა) სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების პირობების შესრულების კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი წესით და სალიცენზიო და სანებართვო პირობების დარღვევისათვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება; ბ) გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შესრულების მონიტორინგი; გ) შესაბამის სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობის მიღება გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის/გადაწყვეტილების შემუშავების პროცესში ჩამოსაწერი ქონების მდგომარეობის შეფასება და მიღებული ინფორმაციის წარდგენა რეკომენდაციების შემუშავების სამმართველოსთვის; დ) იარაღის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის კონტროლის სფეროში, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის, აგრეთვე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით: ა) ხელმძღვანელობს კანონმდებლობით, მათ შორის, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ბ)   ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებაზე; დ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ე) ითანხმებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის საკითხებს; ვ) შესაბამისი რეკომენდაციის გადაწყვეტილების პროექტს, შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად წარუდგენს კომისიას, როგორც კომისიის პასუხისმგებელი მდივანი; ზ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; თ) ხელმძღვანელობს დეპარტამენტში სტაჟირების გავლას; ი) დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას ანაწილებს დეპარტამენტის მოსამსახურეებზე; კ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; მ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს ანგარიშს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; პ)  კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მინისტრის და მინისტრის მოადგილეთა სამართლებრივი აქტების ვიზირებას; ჟ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან/და ხელმოწერას; რ)  წარმოადგენს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის პასუხისმგებელ მდივანს; ს) უზრუნველყოფს სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიისა და ამ კომისიასთან არსებული უწყებათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის სხდომების ჩატარებას; ტ) განიხილავს და ახდენს რეაგირებას შემოსულ კორესპონდენციებზე; უ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილის დავალებებს; ფ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. 5. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის დროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრული დეპარტამენტის მოხელე. 6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ზედამხედველობს და ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; ვ) აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის უფროსთან მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ; თ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 7. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) აკონტროლებს და პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე; გ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; დ) ანაწილებს სამმართველოს მიკუთვნებულ კორესპონდენციას სამმართველოს მოსამსახურეებს შორის; ე) უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას; ვ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებების შესრულებას; თ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.