„ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელი კერების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 18.06.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №227/ო
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.300
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 18/06/1998
matsne.gov.ge 202 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელი კერების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №227/ო 1998 წლის 18 ივნისი    ქ. თბილისი „ბავშვთა და მოზარდთა სანატორიულ ტიპის გამაჯანსაღებელი კერების ნორმატიული დოკუმენტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 ივლისის №384 ბრძამებულების „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ბავშვთა და მოზარდთა გაჯანსაღების პროგრამის „საქართველოს ბავშვები (1997-2000წწ.) შესახებ“ გათვალისწინებით და საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 18.08.97 წლის №307/ო შესაბამისი ბრძანებიდან გამომდინდარე, გამაჯანსაღებელ კერებში ბავშთა და მოზარდთა სულიერი და ფიზიკური გაჯანსაღების, მათი დასვენების, სათანადო სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის, სამედიცინო კადრების მომზადების სრულყოფის მიზნით საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის მიერ, პედიატრიის ს/კ ინსტიტუტთან ერთად შემუშავდა „ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელი კერების დებულება“, „ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელ კერებში ჯანმრთელობის სხვადასხვა დონის მქონე ბავშვებისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები და მეთოდური რეკომენდაციები“, სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კერების სამედიცინო კადრების მომზადების სასწავლო თემატიკის პროგრამა“  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა. ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელი კერების თანდართული დებულება; ბ. ბავშვთა და მოზარდთა სანატორიული ტიპის გამაჯანსაღებელ კერებში ჯანმრთელობის სხვადასხვა დონის მქონე ბავშვებისათვის თანდართული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებები და რეკომენდაციები; გ. სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი კერების სამედიცინო კადრების მომზადების თანდართული სასწავლო თემატიკური პროგრამა. 2. ბრძანება გავრცელდეს ქსელში. 3. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ღუდუშაურს. ა. ჯორბენაძე