„საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 25.06.1998
გამომცემი ორგანო კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო
ნომერი №01/62
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.305
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/06/1998
matsne.gov.ge 628 სიტყვა · ~3 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანება №01/62 1998 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცებასთან დაკავშირებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული დებულების საჯარო რეესტრში გატარება. მინისტრი                                                                             ფრ. ინჯია საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახურის დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების დაცვის სამსახური (შემდგომში - დაცვის სამსახური) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და წარმოადგენს სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას. 1.2. დაცვის სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 1.3. დაცვის სამსახურს უფლება აქვს დამოუკიდებლად განახორციელოს სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაცვის სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ღერბიანი მრგვალი ბეჭედი და ოთხკუთხა შტამპი თავისი სახელწოდებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. მისი მისამართია ................................................................ 1.4. დაცვის სამსახურის მუშაკთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი. 1.5. დაცვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები იქმნებიან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის ბრძანებით საჭიროების მიხედვით. 2. დაცვის სამსახურის ამოცანები 2.1. დაცვის სამსახური ახორციელებს: 2.2.საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს ობიექტების შეიარაღებული დაცვის უზრუნველყოფას. 2.3. დაცვის ელექტრონულ სისტემათა მონტაჟს და ექსპლოატაციას. 2.4. ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების მონტაჟს და ექსპლოატაციას. 2.5. ობიექტის შინაგანაწესით გათვალისწინებული რეჟიმის განხორციელებას. 3. დაცვის სამსახურის მართვა 3.1. დაცვის სამსახურის მართვას ახორციელებს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო. კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი: კონტრაქტის საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაცვის სამსახურის უფროსს; განიხილავს და ამტკიცებს დაცვის სამსახურის ბიზნეს-გეგმებს და სამეურნეო საქმიანობის ანგარიშებს. 3.2. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო არ ერევა დაცვის სამსახურის ოპერატიულ-სამეურნეო მართვაში. 4. დაცვის სამსახურის უფროსის უფლებები და მოვალეობები დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით. 4.1. დაცვის სამსახურის უფროსს უფლება აქვს: - მოსთხოვოს სამსახურის მუშაკებს მათზე დაკისრებული ფუნქციების შესრულება და ნებისმიერ დროს მოახდინოს მათი შემოწმება; - განსაკუთრებული რწმუნების გარეშე წარმომადგენლობდეს ყველა სახელმწიფო და სხვა სტრუქტურებში, სასამართლოსა და საარბიტრაჟო სასამართლოში; - დამტკიცებული საშტატო ნუსხის ფარგლებში მოახდინოს კადრების შერჩევა, წახალისება, დასჯა; - განაგოს დადგენილი წესით დაცვის სამსახურის გამგებლობაში არსებული ფულადი და მატერიალური სახსრები, დაუწესოს კონტროლი სამეურნეო-საფინანსო საქმიანობას; - აწარმოოს მოლაპარაკება, დადოს ხელშეკრულებები იურიდიულ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში; - მიიღოს გადაწყვეტილებები მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების რეორგანიზაციის, ან ლიკვიდაციის შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური აქტები და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე; - საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს კონსულტაციისათვის ექსპერტები და სპეციალისტები, ხელშეკრულების საფუძველზე აანაზღაუროს მათ მიერ გაწეული მომსახურება დადგენილი წესით. 4.2. დაცვის სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია: - დაცვის სამსახურის მუშაობაზე, კვალიფიკაციური კადრებით დაკომპლექტებასა და მუშაკთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე; - სამუშაოს სწორ ორგანიზაციაზე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის აღრიცხვიანობასა და შენახვაზე, დაცვის სამსახურის მუშაკთა საბრძოლო მომზადებასა და მზადყოფნაზე. 5. დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა 5.1. დაცვის სამსახურის მუშაკებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაცვის სამსახურის უფროსი. 5.2. დაცვის სამსახურის მუშაკები სარგებლობენ სამსახურეობრივ-საშტატო იარაღით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ისინი ეკიპირებულნი არიან სპეციალური ფორმით. მათ ეძლევათ სათანადო პირადობის მოწმობა მათი სამსახურის ხასიათის აღნიშვნით. 5.3. სამსახურის დროს აკრძალულია დაცვის სამსახურის მუშაკთა გამოყენება იმ სამუშაოზე, რომელიც დაკავშირებული არ არის მათ სამსახურეობრივ მოვალეობასთან. 5.4. მუშაკთათვის დახმარების აღმოსაჩენად დაცვის სამსახურს უფლება აქვს შექმნას სოციალური უზრუნველყოფის ფონდი, შრომის ანაზღაურების ფონდის 30%-ის მოცულობით. 5.5. დაცვის სამსახურის მუშაკებს ეკუთვნით ფორმის ტანსაცმელი, რომელიც მათ ეძლევათ განსაზღვრულ ვადებში. 6. დაცვის სამსახურის დაფინანსების წყარო. ქონება 6.1. დაცვის სამსახურის ქონება წარმოიშვება საკუთარი შემოსავლებისაგან. 6.2. დაცვის სამსახურის ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და გადაცემული აქვს სარგებლობის უფლებით. ქონების გასხვისებას, ან იჯარით გადაცემას ახდენს სახელმწიფოს მიერ საამისოდ უფლებამოსილი ორგანო. 6.3. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხს დაცვის სამსახური წყვეტს დამოუკიდებლად. 6.4. დაცვის სამსახურის განკარგულებაში დარჩენილი მოგება გამოიყენება მუშაკთა მატერიალური დახმარებისათვის, საქველმოქმედო საქმიანობისათვის და კანონით დაწესებული მიზნებისათვის. 7. დაცვის სამსახურის აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი. 7.1. სტატისტიკურსა და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებას დაცვის სამსახური იწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7.2. დაცვის სამსახური კვარტალურ და წლიურ ანგარიშს წარუდგენს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს დადგენილ ვადებში. 7.3. დაცვის სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საგანგებო სიტუაციათა და სამობილიზიციო საკითხთა სამმართველოს უფროსი                                                                                              შ. ოქრუაშვილი