გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ
მიღების თარიღი 22.01.2009
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 430010000.32.040.000001
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 2, 10/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.01.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ
აფხაზეთის მთავრობის
დადგენილება №1
2009 წლის 22 იანვარი
ქ.თბილისი
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგების შემდგომი განვითარებისა და სტიმულირების მიზნით:
1. დაწესდეს გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია შემდეგ დარგებში: ლიტერატურა, მეცნიერება, ხელოვნება, პუბლიცისტიკა და არქიტექტურა.
2. დამტკიცდეს „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.
3. აფხაზეთის ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჯგუბურია) უზრუნველყოს „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ დებულებით გათვალისწინებული სახსრების გათვალისწინება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ”.
4. დადგენილებით დამტკიცებული დებულებით გათვალისწინებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატის დიპლომებისა და მოწმობების დამზადება უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (ა. აპლაკოვი).
5. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის მთავრობის აპარატმა (გ. ჩალაძე).
6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მთავრობის
თავმჯდომარე
მალხაზ
აკიშბაია
გიორგი
შარვაშიძის
სახელობის
პრემიის
გაცემის
წესისა
და
პირობების
შესახებ
დ
ე
ბ
უ
ლ
ე
ბ
ა
მუხლი 1🔗. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია
1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის (შემდგომში – პრემიის) მინიჭების ღონისძიებათა უზრუნველყოფის, კონკურსის გამოცხადების, განცხადების მიღებისა და განხილვის, კანდიდატთა წარდგენისა და პრემიის ლაურეატთა გამოვლენის მიზნით იქმნება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის კომისია (შემდგომში – კომისია).
2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი, რომელიც თანამდებობრივად არის კომისიის თავმჯდომარე. მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის კომისია ანგარიშვალდებულია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წინაშე.
3. კომისიას 9 წევრის შემადგენლობით, ყოველი საკონკურსო წლის არაუგვიანეს 15 თებერვლისა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის წარდგინებით, ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
4. კომისიის წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კომისიის შემადგენლობა საქმიანობას წყვეტს ამ დებულებით დადგენილი წესით ლაურეატთა სიის გამოქვეყნებისთანავე.
6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არა უმეტეს 2 წარმომადგენლისაგან, იქმნება კომისიის აპარატი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს კომისია.
მუხლი 2🔗. კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატთა წარდგენის წესი
1. კონკურსი პრემიის მოსაპოვებლად ცხადდება 2 წელიწადში ერთხელ.
2. პრემიის მოსაპოვებლად კომისია კონკურსს გამოაცხადებს საკონკურსო წლის მარტში, ხოლო მასალებსა და დოკუმენტებს მიიღებს საკონკურსო წლის 1 ივნისამდე.
3. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს კომისია.
4. პრემიის მოსაპოვებლად კანდიდატთა წარდგენის უფლება აქვთ სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ლიტერატურის, მეცნიერების, ხელოვნების, პუბლიცისტიკისა და არქიტექტურის დარგებში.
5. პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარდგენილ იქნეს პირი მისი მოქალაქეობის მიუხედავად.
6. პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი კანდიდატი, იმავდროულად, არ შეიძლება იყოს კომისიის წევრი.
7. ლიტერატურული და პუბლიცისტური ნაწარმოების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ მისი დასრულებული სახით გამოქვეყნების შემდეგ.
8. ხელოვნების სხვადასხვა დარგებში შექმნილი ნაწარმოებების საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება მას შემდეგ, რაც მათ სრულად გაეცნობა საზოგადოება (კონცერტებზე, გამოფენებზე, კინოთეატრებში, მასმედიის საშუალებების მეშვეობით და ა.შ.).
9. არქიტექტურის დარგში შექმნილი ნაწარმოების საკონკურსოდ წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ ობიექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ.
10. მეცნიერების დარგში შექმნილი ნაშრომის საკონკურსოდ წარდგენა შეიძლება სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ან/და მისი პრაქტიკული განხორციელების შემდეგ.
11. გარდაცვლილ შემოქმედს, მეცნიერს პრემია შეიძლება მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ იგი პრემიაზე წარდგენილი იყო გარდაცვალებამდე, ან გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი ახალი, მანამდე უცნობი ნაწარმოები.
12. დაუშვებელია პრემიის მოსაპოვებლად კომისიის მიერ უარყოფილი ნაწარმოების (ნაშრომის) ხელმეორედ წარდგენა, პრემიის მოსაპოვებლად ავტორის განმეორებითი წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ ახალი ნაწარმოებით (ნაშრომით), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ნაწარმოები (ნაშრომი), საკონკურსოდ დაშვებული არ იქნა ტექნიკური მიზეზების გამო.
მუხლი 3🔗. გადაწყვეტილების
მიღების
წესი
1. კომისია უფლებამოსილია ცალკეულ საკითხთა შესწავლის, ასევე, წარდგენილ ნაწარმოებთა (ნამუშევართა) რეცენზირებისა და ექსპერტიზის მიზნით, შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებისაგან შექმნას ორი ქვეკომისია.
2.პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილ კანდიდატთა ნაწარმოებებს (ნაშრომებს) წინასწარ განიხილავენ ქვეკომისიები, რომლებიც კომისიისათვის წარსადგენად ამზადებენ საექსპერტო დასკვნას. ქვეკომისია დასკვნას ამტკიცებს ქვეკომისიის წევრთა ხმის უმრავლესობით.
3.კომისიის გადაწყვეტილება, პრემიის ლაურეატობის კანდიდატებად ავტორების გამოცხადებისა და შემდეგ პრემიის მინიჭების შესახებ, მიიღება ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით.
4. კომისიაში კენჭისყრა საერთოა და არა დარგობრივი. ყოველი კანდიდატი უპირისპირდება სხვა ნომინაციების კანდიდატებსაც, რაც ქმნის იმის პირობას, რომ შესაძლებელია გაიცეს ორი ან მეტი პრემია ერთსა და იმავე დარგში და საერთოდ არ გაიცეს სუსტი ნაწარმოებებით წარდგენილ რომელიმე დარგში.
5. კომისიაში კენჭისყრის წინ განისაზღვრება გამსვლელი ქულა.
6. ავტორთა ჯგუფისათვის პრემიის მინიჭებისას, პრემია, ავტორთა შორის, ნაწილდება თანაბრად.
7. კომისიის გადაწყვეტილების მოწონების შემთხვევაში კონკურსის საბოლოო შედეგს და პრემიის ლაურეატთა სიას ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. გიორგი
შარვაშიძის
სახელობის
პრემია
და
მისი
მინიჭების
პირობები
1. გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია გაიცემა არაუმეტეს ოთხისა, თითოეული – 3000 ლარის ოდენობით. პრემია ენიჭება ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში შექმნილ ნაწარმოებს, რომელმაც, მხატვრული, სამეცნიერო და სხვა ღირსებათა გამო, საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა, გამსჭვალულია თავისუფლების, ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის მაღალი იდეალებით და წარმოადგენს შენაძენს ქართული ლიტერატურის, მეცნიერების, პუბლიცისტიკის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში.
2. პირებს, რომლებმაც პრემია მოიპოვეს, მიენიჭებათ წოდება – „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი“ და გადაეცემათ პრემიის ლაურეატის დიპლომი, პრემიის ლაურეატის მოწმობა და ფულადი ჯილდო.
მუხლი 5🔗. კონკურსის
შედეგების
გამოცხადების
წესი
1. პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის საბოლოო შედეგი და პრემიის ლაურეატთა სია, რომელსაც ამტკიცებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, ქვეყნდება 23 ნოემბერს.