საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 01.07.2005
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 360160000.32.040.000058
გამოქვეყნების წყარო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო მაცნე, 14, 08/07/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 126 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ შექმნის შესახებ აფხაზეთის მთავრობის დადგენილება №33 2005 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. აფხაზეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის გეოლოგიის განყოფილების ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“.  2. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ (კ. კუჭუხიძე): ა) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ სახელმწიფო კონტროლი; ბ) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა. 3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ (მ. ახალაია). 4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მთავრობის თავმჯდომარე              ი. ალასანია