„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016178
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №73

2020 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

 

„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების და საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 17 ივლისის №142 ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 17/07/2019 310050000.54.066.016159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურა (PLB) – მექანიკურად აქტივირებადი გადასატანი მოწყობილობა, რომელიც 406 მჰც სიხშირის გამოყენებით გადასცემს უბედურების მაუწყებელ სიგნალს და დამატებით შესაძლოა გააჩნდეს განსხვავებულ სიხშირეზე მომუშავე მიმყვანი სიგნალი;“

2. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) ზსხ-ის ტექნიკური მომსახურების პროგრამა, რომელიც დაფუძნებულია მწარმოებლის მიერ დადგენილ ინსტრუქციებზე;“

3. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

„81. განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება

1. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის, ასევე მათში  მოცემული ინფორმაციის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში ხორციელდება განმცხადებლის ადგილზე ფაქტობრივი შემოწმება.

2. სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენელი უნდა დარწმუნდეს, რომ:

ა) განმცხადებლის ორგანიზაციული სტრუქტურა, ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა და პერსონალი, ასევე შესაბამისი დოკუმენტაცია უზრუნველყოფს ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას;

ბ) ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობა და პერსონალი იცნობს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს და ასრულებს მათ;

გ) ზსხ შეესაბამება საჰაერო ხომალდის რეგისტრაციის სერტიფიკატში და საფრენად ვარგისობის სერტიფიკატში არსებულ მონაცემებს;

დ) ზსხ-ის და ფრენის უზრუნველყოფის მოწყობილობები, აღჭურვილობები და საშუალებები გამართულია და იძლევა ფრენის უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობას;

ე) საავიაციო უშიშროების უზრუნველსაყოფად განმცხადებელი ასრულებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

ვ) აეროდრომი ან/და საფრენოსნო მოედანი და მისი აღჭურვილობა უზრუნველყოფს ზსხ-ის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესაძლებლობას;

ზ) საწვავ-საპოხი მასალებით გამართვისა და შენახვის პირობები აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

თ) განმცხადებელი უზრუნველყოფს ჩანაწერების მართვას ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. ზსხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა

1. ზსხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება:

ა) ექსპლუატანტის განცხადების საფუძველზე;

ბ) ზედამხედველობისას გამოვლენილი ისეთი ნაკლოვანებების არსებობისას, რომლითაც დასტურდება, რომ ექსპლუატანტი სრულყოფილად ვეღარ უზრუნველყოფს სერტიფიკატით განსაზღვრული საექსპლუატაციო სპეციფიკაციის შესრულებას.

2. ზსხ-ის ექსპლუატანტის სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვის მოხსნის მიზნით ექსპლუატანტი ვალდებულია სააგენტოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვის საფუძველი.“

5. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზსხ-ის ექსპლუატანტი აღარ ფლობს არცერთ ზსხ-ს.“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან  5 დღის განმავლობაში პირმა სერტიფიკატის დედანი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს.“

6. მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ეკიპაჟის ფუნქციების და პასუხისმგებლობების შესრულებასთან;“

7. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საფრენოსნო წიგნაკი უნდა:

ა) იყოს ყდიანი წიგნის სახის და მასში შეტანილი ჩანაწერები გაკეთებული წაუშლელი მელნით;

ბ) მოიცავდეს თითოეული ფრენის შესახებ ცალკეული ჩანაწერს;

გ) იყოს თითოეული გვერდის ბოლოს ეკიპაჟის მიერ ხელმოწერილი შეტანილი ჩანაწერების სისწორეზე.“

8. მე-19 მუხლის მე-8 პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; 

ბ) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) საბორტო ჟურნალი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;“

გ) „გ“ ქვეპუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) შესაბამის მოწმობას და საატესტაციო დოკუმენტაციას – მოწმობაში და საატესტაციო დოკუმენტაციაში არსებული საკვალიფიკაციო აღნიშვნები – ექსპლუატანტთან მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში;“

9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. ეკიპაჟის სწავლება და კომპეტენცია

ზსხ-ის ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) პირი, რომელიც დანიშნულია საფრენოსნო ეკიპაჟის წევრად:

ა.ა) ფლობს მოქმედ პილოტის  ეროვნულ მოწმობას და ოსტატობას შესაბამისი კატეგორიის ზსხ-ზე;

ა.ბ) ფლობს მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს და გავლილი აქვს ყველა შესაბამისი სწავლება;

ა.გ) ფლობს საავიაციო უშიშროების სფეროში საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრების მომზადების დამადასტურებელ სერტიფიკატს და აქვს გავლილი შესაბამისი სწავლება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში, საავიაციო უშიშროების საკითხებში მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 20 სექტემბრის №125 ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად;

ბ) ეკიპაჟის თითოეულ წევრს გავლილი აქვს ექსპლუატანტის გაცნობითი სწავლება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) ექსპლუატაციაში არსებული ზსხ-ის შესახებ სწავლებას;

ბ.ბ) ინფორმაციას ექსპლუატანტის პოლიტიკისა და საექსპლუატაციო პროცედურების შესახებ;

ბ.გ) ეკიპაჟის წევრის ფუნქციებს და პასუხისმგებლობებს;

ბ.დ) ინფორმაციას მარშრუტების, ასევე გაფრენისა და დანიშნულების პუნქტების შესახებ;

ბ.ე) საჰაერო ხომალდზე განთავსებული ყველა სამაშველო და უსაფრთხოების აღჭურვილობის ადგილმდებარეობის და გამოყენების შესახებ სწავლებას;

ბ.ვ) ინფორმაციას ექსპლუატანტის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შესახებ.

გ) თითოეული ეკიპაჟის წევრი გაივლის დამატებით სწავლებას იმ შემთხვევაში თუ:

გ.ა) ეკიპაჟის წევრმა უნდა განახორციელოს ექსპლუატაცია ზსხ-ის განსხვავებულ სახეობაზე ან ტიპზე; ან

გ.ბ) ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს შეცვლილი პროცედურების ან აღჭურვილობის გამოყენებით;

დ) სააგენტოსთან შეთანხმებით ორგანიზაციაში დანიშნულია პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ექსპლუატანტის ეკიპაჟის გაცნობითი სწავლება და შეფასება;

ე) პილოტს ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრად დანიშვნამდე ჩაუტარდება გაცნობითი სწავლება;“

10. დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:

„მუხლი 201. ექსპლუატანტის საკვალიფიკაციო შემოწმება

1. ექსპლუატანტის საკვალიფიკაციო შემოწმება უნდა განხორციელდეს უფროსი პილოტის მიერ, რომელიც მოიცავს ექსპლუატანტის საექსპლუატაციო პროცედურების განმეორებით თეორიულ და საფრენოსნო სწავლებას და შემოწმებას.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატანტს დანიშნული ჰყავს მხოლოდ ერთი უფროსი პილოტი, საკვალიფიკაციო შემოწმება უფროს პილოტს შეიძლება ჩაუტაროს სააგენტოსთან შეთანხმებით დანიშნულმა საფრენოსნო ეკიპაჟის წევრმა.

2. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ საფრენოსნო ეკიპაჟის თითოეულმა წევრმა გაიაროს ექსპლუატანტის საკვალიფიკაციო შემოწმება და განახორციელოს სტანდარტული, არასტანდარტული (Abnormal) და განსაკუთრებული და საავარიო სიტუაციებში მოქმედების პროცედურების განხორციელების კომპეტენციის დემონსტრირება, რომელიც ასევე მოიცავს:

ა) ზსხ-ის ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში მოცემულ შესაბამის ინფორმაციას და საექსპლუატაციო პროცედურებს;

ბ) სწავლებას ზსხ-ის ბორტზე განთავსებული ყველა სამაშველო და უსაფრთხოების აღჭურვილობის ადგილმდებარეობისა და გამოყენებასთან დაკავშირებით.

3. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ ექსპლუატანტის საკვალიფიკაციო შემოწმება განხორციელდეს არანაკლებ 12 თვეში ერთხელ, ხოლო შემოწმების მოქმედების ვადის ათვლა ხორციელდება შემოწმების ჩატარების თვის ბოლო რიცხვიდან.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ საკვალიფიკაციო შემოწმება ხორციელდება არსებული შემოწმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე სამი თვის პერიოდში, ახალი მოქმედების ვადა აითვლება არსებული შემოწმების მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღიდან.“

11. 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) ადზ-ის დასაწყისის და დასასრულის მონიშვნას;“

12. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზსხ გამართული უნდა იყოს საკმარისი საწვავის მარაგით, ფრენის უსაფრთხოდ დასრულებისთვის და ფრენის გეგმიდან შესაძლო გადახვევის შესაძლებლობისთვის.“

13. 25-ე მუხლს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: 

„11. საწვავ-საპოხი მასალების მომარაგების, შენახვის და გამოყენების მართვას უზრუნველყოფს ექსპლუატანტის მიერ დანიშნული პასუხისმგებელი პირი, რომლის ფუნქციები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოს შესაბამისად.“

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) საწვავით გამართვას ახორციელებს ექსპლუატანტის მიერ დანიშნული შესაბამისი პირი, რომლის ფუნქციები და პასუხისმგებლობები განისაზღვრება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოს შესაბამისად.

შენიშვნა: საწვავით გამართვაზე და საწვავ-საპოხი მასალების მომარაგების, შენახვის და გამოყენების მართვაზე პასუხისმგებელი შესაძლოა იყოს ერთი პირი, რომელიც შესაძლოა ასევე იყოს საფრენოსნო ეკიპაჟის წევრი.“

14. 26-ე მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები და „შენიშვნა 1“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„ზ) წყლის ზედაპირზე ფრენების განხორციელებისას საჰაერო ხომალდზე განთავსებულია შემდეგი აღჭურვილობა:

ზ.ა) სამაშველო ჟილეტები (Lifejacket) ან პერსონალური ტივტივა მოწყობილობები (PFD) მგზავრისა და ეკიპაჟისათვის;

ზ.ბ) სასიგნალო მაშხალა;“

„თ) იმ შემთხვევაში, თუ აფრენა და დაფრენა ხორციელდება წყლის ზედაპირის გამოყენებით მგზავრს და ეკიპაჟს უნდა ეცვას სამაშველო ჟილეტი ან პერსონალური ტივტივა მოწყობილობა;“

„შენიშვნა 1: იმ შემთხვევაში, თუ ELT არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის, მარშრუტზე ფრენის განხორციელებისას უნდა იქნეს გამოყენებული ავარიული ადგილმდებარეობის იდენტიფიცირების რადიოტივტივა (EPIRB) ან პერსონალური მიმყვანი რადიოშუქურა (PLB).“

15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 29. საექსპლუატაციო აკრძალვები

აკრძალულია ზსხ-ზე მგზავრის ყოფნისას არასტანდარტული (Abnormal) და უწესივრობის იმიტაციის მანევრების შესრულება, რომელიც მოიცავს, მათ შორის:

ა) ძრავას უწესივრობის იმიტაციას, როდესაც ძრავას სიმძლავრე შემცირებულია ან შეწყვეტილია;

ბ) იმიტირებულ ასიმეტრიულ ფრენას;

გ) ნებისმიერი იმიტირებული ზსხ-ის სისტემის უწესივრობას, რომელიც ააქტიურებს ვიზუალურ ან ხმოვან მაფრთხილებელ სისტემას;

დ) ნებისმიერი სხვა სისტემის იმიტირებულ უწესივრობას, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ფრენის უსაფრთხოებას.“

16. 32-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„2. ზსხ აღჭურვილი უნდა იყოს ძალური დანადგარის შემდეგი ხელსაწყოებით:

ა) წნევის, ტემპერატურის და ძრავას ბრუნთა რიცხვის მაჩვენებლები, ძრავას მწარმოებლის მოთხოვნის შესაბამისად;

ბ) საწვავის რაოდენობის მაჩვენებელი;

გ) ზეთის რაოდენობის მაჩვენებელი (ზსხ-ის/ძრავას მწარმოებლის მოთხოვნის შესაბამისად).“

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3  და მე-4 პუნქტები:

„3. იმ შემთხვევაში, თუ მწარმოებლის მიერ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდისათვის განსაზღვრულია მინიმალური აღჭურვილობის ძირითადი ჩამონათვალი (MMEL), ექსპლუატანტმა MMEL-ის საფუძველზე უნდა შეიმუშაოს და ზსხ-ის ექსპლუატანტის სახელმძღვანელოში დაადგინოს მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL).

4. მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი უნდა მოიცავდეს არანაკლებ იმ ინფორმაციას, რომელიც განსაზღვრულია მინიმალური აღჭურვილობის ძირითად ჩამონათვალში (MMEL), ხოლო ექსპლუატანტის გადაწყვეტილებით MEL-ის მოთხოვნები MMEL-თან შედარებით, შესაძლოა იყოს გაცილებით მკაცრი.“

17. „დანართი №5, №6, №7, №8 და №9 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე