„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.103.016324
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №4

2020 წლის 27 მარტი

დაბა მესტია

 

„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 22 ნოემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დატკიცების შესახებ“  მესტიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2017 წლის  22 ნოემბრის  №25 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge   28.11.2017, სარეგისტრაციოკოდი: 010250040.35.103.016242) შეტანილ იქნეს ცვლილება შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  მერიის სტრუქტურა მოიცავს მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებს (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე), მერიის სამსახურებს და მერის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ახორციელებენ აღმასრულებელ საქმიანობას;“

2. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ა.თ) ქვე ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.თ) მერიის შინაგანაწესისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების, აგრეთვე მერიის მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;“

3. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-11 მუხლის  მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3.  მერის წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები:

ა) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს მერიასთან;

ბ) აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს სტატისტიკური და სხვა სახის მონაცემებისა და მერის დავალებით მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვებას;

ე) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების მოსახლეობისთვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს სამუშაო ჯგუფის (ჯგუფების) შექმნის თაობაზე;

ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს;

თ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

ი) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო-სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელშეწყობის მიზნით;

კ) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:

კ.ა) საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;

კ.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

კ.გ) საკარმიდამო ან/და საოჯახო მეურნეობების მოსაწყობად გაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ლ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების შესახებ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად;

მ)ახორციელებს "მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული  რეგისტრაციის  წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის  შესახებ" და "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით,     ასევე   კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით  გათვალისწინებულ  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი  აქტის გამმოცემისთვის  ყველა საჭირო  ღონისძიებას.ხელს უწყობს „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირს და წარმოადგენს აღნიშნული კანონის ფარგლებში უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერებაში მონაწილე პირს.

ნ) ასრულებს მერის სხვა დავალებებს.".

4. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების   მე-11 მუხლს დაემატოს მე-8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,8. მერის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, მერის დავალებით, მის ფუნქციას ასრულებს იმავე ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (ერთ-ერთი პირი).“

5. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების  მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2.მერის წარმომადგენელი და მისი დამხმარე სპეციალისტი წარმოადგენს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, რომელიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, თანამდებობრივი ინსტრუქციის (სამუშაოთა აღწერილობის) საფუძველზე მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში.“

6. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების   მე-15 მუხლის  პირველი პუნქტი,  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, მერიის მოხელეთა და ადმინისტრაციული  და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნება და სახელფასო განაკვეთები, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების საფუძველზე განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო, სადაც მერიის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ხელშეკრულებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“

7. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების   მე-15 მუხლის  მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 2. მერიის საჯარო მოსამსახურეებს მიეკუთვნება მერიის პოლიტიკური თანამდებიბის პირები, I, II, III და IV რანგის საჯარო მოხელეები, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი/პირები, რომლებსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი.“

8. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-16 მუხლი ,,მერიის შტატგარეშე მოსამსახურე, დამხამრე მოსამსახურე“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. მერიაში საჯარო მოხელის კატეგორიას არ მიეკუთვნება:

ა) მერიის შტატგარეშე მოსამსხაურე, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში არამუდმივი სამუშაოს შესასრულებლად;

ბ) მერიის შტატგარეშე მოსამსხაურე, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულია მერიაში დამხმარე, ტექნიკური სამუშაოს შესასრულებლად;

გ)ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ხელს უწყობს მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემით, ინტელექტუალურ-ტექნიკური დახმარების გაწევით ან/და ორგანიზაციულ-მენეჯერული ფუნქციების შესრულებით და რომელსაც არ უკავია ამ კანონით მოხელისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის გათვალისწინებული თანამდებობები (მერის წარმომადგენელი და ადმინისტრაციულ ერთეულში დასაქმებული სხვა პირი, რომელთაც კონკურსის გარეშე ნიშნავს და ათავისუფლებს მერი);

დ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო საწარმოოს ხელმძღვანელი;

2.მერის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,შრომის კოდექსის“, ხელშეკრულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით, ხოლო კერძო საწარმოს ხელმძღვანელის დანიშვნა-გათავისუფლება რეგულირდება ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით.

9. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების   მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,1. ა) მერიის მოხელე არის პირი, რომელიც დანიშნულია მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელის თანამდებობაზე;

ბ) მერიის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახური შესახებ“ კანონის შესაბამისად, ამ დებულებით, სამსახურის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით.“

10. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების    მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) მესამე, მეორე და პირველი რანგის მოხელის თანამდებობაზე, პირი ინიშნება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურისის საფუძველზე.“

11. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების     მე-19  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 19. მერიაში ვაკანსიის წარმოშობა

1. მერიაში ვაკანსია წარმოიშობა:

ა) მერიის საშტატო ნუსხაში მოხელის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის ახალი საშტატო ერთეულის დამატებასთან დაკავშირებით მიღებული სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;

ბ) მერიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მოხელის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობიდან პირის გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ამ თანამდებობის შემცირების საფუძველზე;

გ) მერიის მოხელის გადაყვანის შესახებ მერის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან, თუ გადაყვანა არ განხორციელებულა მოხელის მობილობის საფუძველზე;

დ) ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან გაფომებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

2. მერიის მოხელის თანამდებობაზე არსებული ვაკანსიის შევსებამდე, მერიის შეუფერხებელი საქმიანობისა და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვაკანტური თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება მერის ბრძანებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, შეიძლება დაეკისროს სხვა მოსამსახურეს (გარდა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა).“

12. დადგენილებით   დამტკიცებული   დებულების მე-20 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს   ვ) ქვეპუნქტი.

,,ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სამხედროვალდებული მოქალაქეებისთვის);“

13. 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

  „მუხლი 22. მოსამსახურისთვის დროებითი ფუნქციების დაკისრება

1. მერიის საქმიანობის პროცესში სამსახურის ინტერესებიდან ან/და მოხელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს შესაძლებელია დროებით დაეკისროს ის ფუნქციები, რომელთა შესრულება არ განეკუთვნება მის მოვალეობებს.

2. მერის ბრძანებით, მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაძლებელია დროებით დაეკისროს:

ა) დამატებითი ფუნქციების შესრულება - წლის განმავლობაში ჯამურად არაუმეტეს 3 თვის ვადით;

ბ) სხვა ფუნქციების შესრულება (მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისგან გათავისუფლებით) - საჯარო სამსახურის სისტემაში ჯამურად არაუმეტეს 3 წლის ვადით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს, დამატებითი ან სხვა ფუნქციის შესრულება შეიძლება დაეკისროს სხვა მოხელის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის არყოფნის, ან ამ პირის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში.

4. მოხელისთვის, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის  1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქციების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი თანხმობით. 1 თვეზე ნაკლები ვადით დროებითი ფუნქციების შესრულებაზე მის მიერ დაუსაბუთებელი უარის თქმა შეიძლება გახდეს მისი დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი.

5. მერიის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებითი ფუნქციები შესაძლებელია დაეკისროს მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ მოხელეს, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით.

6. მოხელეს, ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს დროებითი ფუნქციები ეკისრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

7. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს სხვა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს ამ დებულების მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რაც გათვალისწინებულ უნდა იყოს მასთან გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

8. მოხელისთვის ან შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქციების დაკისრებისთვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით.“

14. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოხელის კარიერული განვითარება ხორციელდება შიდა კონკურსის ან დახურული კონკურსის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 25 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე