„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების გადაზიდვით დაკავებული ტრანსპორტისათვის სანიტარიული პასპორტის შემოღების შესახებ“

მიღების თარიღი 14.07.1998
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი ДЕПАРТАМЕНТ ГОСУДАРСТВЕННОГО САНИТАРНОГО НАДЗОРА И ГИГИЕНИЧЕСКОГО НОРМИРОВАНИЯ МЗ ГРУЗИИ   ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტი САНИТАРНЫЙ ПАСПОРТ НА ТРАНСПОРТ   -------------------------------- N ------------------------------   გაიცა Выдан ----------------------------------------------------------------------------------                                                                ორგანიზაციის დასახელება   ტრანსპორტი (სახეობა, მარკა)                                        სახ. ნომერი Tpaнспоpт (вид, мapкa) ----------------                            Номерной знак ---------------                               ნება ეძლევა გადაიტანოს                               Разрешается перевозить ----------------------------------                                                                          ----------------------------------                                                                          ----------------------------------                                                                          -----------------------------------                                                                            პროდუქციის დასახელება                  ბ.ა.                                                         Наименования пищевых                  м. п                                                                       продуктов მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი                                        ძალაშია: Главный государственный санитарный врач --------------   Действителен до: ---------- დამტკიცებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ------------------ბრძანებით
სარეგისტრაციო კოდი 220.012.003.317
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 14/07/1998
matsne.gov.ge 349 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების გადაზიდვით დაკავებული ტრანსპორტისათვის სანიტარიული პასპორტის შემოღების შესახებ“ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანება №271/ო 1998 წლის 14 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე კვების პროდუქტების გადაზიდვით დაკავებული ტრანსპორტისათვის სანიტარიული პასპორტის შემოღების შესახებ დღეისათვის საქართველოში საკვები ნედლეულისა და კვების პროდუქტების გადაზიდვა სწარმოებს უმეტეს შემთხვევაში არასპეციალიზირებული ავტოტრანსპორტით, რის გამოც კვების პროდუქტების ტრანსპორტირების დროს ადგილი აქვს სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების უხეშ დარღვევას; განსაკუთრებით მალფუჭადი პროდუქტების გადაზიდვისას არ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 22 სექტემბრის № 531 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს დებულების მე-7 პუნქტის "ს" ქვეპუნქტიდან გამომდინარე ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის, კვებითი მოშხამვების, ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებათა პროფილაქტიკის, აგრეთვე სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და გამოყენების შემდგომი სრულყოფის მიზნით ვბრძანებ: 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს კვების პროდუქტების გადასაზიდ ტრანსპორტზე სანიტარიული პასპორტი. 2. დამტკიცდეს ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტის ნიმუში (დანართი №1). 3. კვების პროდუქტების გადაზიდვისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე სანიტარიული პასპორტის გაცემა დაევალოს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ტერიტორიულ ინსპექციებს. 4. დაევალოს სახსანზედამხედველობის ინსპექციებს: 4.1 ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტის გაფორმება და გაცემა აწარმოონ დამტკიცებული წესის შესაბამისად; 4.2 ინფორმაცია გაწეული მუშაობის შესახებ წარმოადგინონ სახსანზედამხედველობის ცენტრალურ ინსპექციაში ყოველკვარტალურად დადგენილი ფორმის მიხედვით. 5. ეთხოვოს შინაგან საქმეთა სამინისტროს: - შესაბამისი სამსახურების მეშვეობით არ დაუშვას კვების პროდუქტების გადაზიდვით დაკავებული ავტოტრანსპორტის რეგისტრაცია, ტექნიკური დათვალიერება და გადაადგილება სანიტარიული პასპორტისა და მძღოლის პირადი სამედიცინო წიგნაკის გარეშე. 6. იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა არ დაუშვან კვების პროდუქტების გადაზიდვებით დაკავებული ავტოტრანსპორტის ექსპლოატაცია სახსანზედამხედველობის ტერიტორიული ინსპექციების მიერ გაცემული სანიტარიული პასპორტის გარეშე. 7. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა (ლ. ყუბანეიშვილი) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების გამოქვეყნება ტელევიზიასა და პრესაში. 8. აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე კონტროლს ვავალებ საქართველოს მთავარ სახელმწიფო სანიტარიულ ექიმს ნ. შავდიას. მინისტრი                                                                                                                                       ა. ჯორბენაძე დანართი №1 საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტი ДЕПАРТАМЕНТ ГОСУДАРСТВЕННОГО САНИТАРНОГО НАДЗОРА И ГИГИЕНИЧЕСКОГО НОРМИРОВАНИЯ МЗ ГРУЗИИ ტრანსპორტის სანიტარიული პასპორტი САНИТАРНЫЙ ПАСПОРТ НА ТРАНСПОРТ -------------------------------- N ------------------------------ გაიცა Выдан ----------------------------------------------------------------------------------                                                                ორგანიზაციის დასახელება ტრანსპორტი (სახეობა, მარკა)                                        სახ. ნომერი Tpaнспоpт (вид, мapкa) ----------------                            Номерной знак ---------------                               ნება ეძლევა გადაიტანოს                               Разрешается перевозить ----------------------------------                                                                          ----------------------------------                                                                          ----------------------------------                                                                          -----------------------------------                                                                            პროდუქციის დასახელება                  ბ.ა.                                                         Наименования пищевых                  м. п                                                                       продуктов მთავარი სახელმწიფო სანიტარიული ექიმი                                        ძალაშია: Главный государственный санитарный врач --------------   Действителен до: ---------- დამტკიცებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ------------------ბრძანებით