სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 480610000.63.075.016124
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2020
matsne.gov.ge 682 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 98% 15.10.2014 საქართველოს მთავრობასა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 90% 25.04.2005 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და არგენტინის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 23.06.2015 საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 19.07.1970 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ საქართველოს კანონი 89% 28.05.2024

დოკუმენტის ტექსტი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №49 2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი თანდართული რედაქციით. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიგრიგოლ ლილუაშვილი სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი მუხლი 1🔗 1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს  სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის (შემდგომში – მოთხოვნა) შედგენისა და გაგზავნის წესს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სისტემაში. 2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. მუხლი 2🔗 „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა–ვ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, მოთხოვნა შეიძლება შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მოთხოვნის შემდგენი პირის საკონტაქტო დეტალებს; ბ) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დებულებებს; გ) ინფორმაციის გადაცემის სასურველ ფორმას; დ) შესაბამისი პირისთვის დასასმელი კითხვების ჩამონათვალს. მუხლი 3🔗 1. ad hoc გადაწყვეტილებას ან ნაცვალგების პრინციპით თანამშრომლობის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე (პირველი მოადგილე ან მოადგილე) სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში. 2. გაგზავნის მიზნით მოთხოვნისა და მასზე პასუხის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე, ან საჭიროებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან მეკავშირე ოფიცერი, უსაფრთხოების ატაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან კანონმდებლობის ფარგლებში, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი. მუხლი 4🔗 1. მიღებული მოთხოვნის საფუძველზე ან სპონტანური თანამშრომლობის ფარგლებში სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელებისას საზღვარგარეთის ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოსთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისთვის სამსახურში არსებული ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება სამსახურის ადმინისტრაციასთან (დეპარტამენტი) შეთანხმებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი). 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მიერ უნდა გადამოწმდეს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, მათ შორის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი), ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ან სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთან. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. მუხლი 5🔗 1. მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი იგზავნება საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად, ან მოთხოვნის მიმღებ მხარესთან შეთანხმებით და ორმხრივად შეთანხმებული საშუალებებით, მათ შორის, კურიერის მეშვეობით, ფოსტით, სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, დიპლომატიური არხებით ან შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით. 2. თუ მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ის იგზავნება საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად, ან მოთხოვნის მიმღებ მხარესთან შეთანხმებით და ორმხრივად შეთანხმებული საშუალებებით, მათ შორის, კურიერის მეშვეობით, სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, დიპლომატიური არხებით, ან შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით. 3. თუ მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ის იგზავნება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა დაცვით, დიპლომატიური არხებით, კრიპტოგრაფიული სისტემებით და შიფრებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საშუალებებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ განსაზღვრული საშუალებებით. მუხლი 6🔗 1. სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის  განხორციელებისას მიღებულ ან გაგზავნილ მოთხოვნებს იმის მიხედვით, თუ რამდენად სასწრაფოა მათი შესრულება, ენიჭება შემდეგი აღნიშნვნები: ა) ფრიად სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მიღებიდან 24 საათში; ბ) სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება მიღებიდან 3 დღის ვადაში. 2. იმ შემთხვევაში, თუ არ დგას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღნიშვნების გამოყენების საჭიროება, მოთხოვნის ტექსტში მიეთითება, რომ მოთხოვნა სავალდებულოა შესრულდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, ან შესრულდეს მოთხოვნის მიღებიდან კონკრეტულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული აღნიშვნების მინიჭების საფუძველი განიმარტება მოთხოვნაში.