სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თაობაზე მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №49 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
|
2. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება მოთხოვნის შედგენისა და გაგზავნის განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.
ა) მოთხოვნის შემდგენი პირის საკონტაქტო დეტალებს;
ბ) საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის დებულებებს;
გ) ინფორმაციის გადაცემის სასურველ ფორმას;
დ) შესაბამისი პირისთვის დასასმელი კითხვების ჩამონათვალს.
2. გაგზავნის მიზნით მოთხოვნისა და მასზე პასუხის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან სამსახურის უფროსი ან უფროსის მოადგილე, ან საჭიროებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი ან მეკავშირე ოფიცერი, უსაფრთხოების ატაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან კანონმდებლობის ფარგლებში, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელი, მისი მოვალეობის შემსრულებელი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) მიერ უნდა გადამოწმდეს სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, მათ შორის, კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი), ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი), სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ან სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთან.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამსახურის კონტრდაზვერვით საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
2. თუ მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, ის იგზავნება საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული დებულებების შესაბამისად, ან მოთხოვნის მიმღებ მხარესთან შეთანხმებით და ორმხრივად შეთანხმებული საშუალებებით, მათ შორის, კურიერის მეშვეობით, სამსახურის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით, დიპლომატიური არხებით, ან შესაძლებლობის შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული კომუნიკაციის პირდაპირი არხებით.
3. თუ მოთხოვნა ან მოთხოვნაზე პასუხი შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, ის იგზავნება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა დაცვით, დიპლომატიური არხებით, კრიპტოგრაფიული სისტემებით და შიფრებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი საშუალებებით, საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა მიერ განსაზღვრული საშუალებებით.
ა) ფრიად სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მიღებიდან 24 საათში;
ბ) სასწრაფო – სავალდებულოა მოხდეს რეაგირება მიღებიდან 3 დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ არ დგას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული აღნიშვნების გამოყენების საჭიროება, მოთხოვნის ტექსტში მიეთითება, რომ მოთხოვნა სავალდებულოა შესრულდეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, ან შესრულდეს მოთხოვნის მიღებიდან კონკრეტულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული აღნიშვნების მინიჭების საფუძველი განიმარტება მოთხოვნაში.