შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.04.2019
ძალაში შესვლა 15.11.2019
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №9/2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016604
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2020
matsne.gov.ge 512 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2019 მიღება
15.11.2019 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის სამინისტროს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 15.04.2019 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სან მარინოს რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 08.03.2013 საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 03.10.2014 „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 04.06.2019 საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 28.04.2017

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველო და პორტუგალიის რესპუბლიკა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, სურთ რა ხელი შეუწყონ მხარეთა შორის მეგობრული ურთიერობების შემდგომ განვითარებას; აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ყოფა-ცხოვრების, ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად შეცნობისათვის; აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის საჭიროებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი წინამდებარე შეთანხმება აყალიბებს მხარეთა შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება თანასწორუფლებიანობისა და ორმხრივი სარგებლის პრინციპებს. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის სფერო მხარეთა შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგ დონეებზე: ა) საქმიანი ურთიერთობების განვითარება; ბ) ინფორმაციის გაცვლა; გ) პროფესიული ტრენინგი; დ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. მუხლი 3🔗 საქმიანი ურთიერთობების განვითარება მხარეები ხელს შეუწყობენ ტურიზმის სექტორში მოღვაწე მეწარმეებსა და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. მუხლი 4🔗 ინფორმაციის გაცვლა მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში: ა) ტურიზმის სტატისტიკა; ბ) საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები; გ) სარეკლამო ღონისძიებები; დ) საინვესტიციო შესაძლებლობები; ე) ტურიზმის ტენდენციები და ახალი პერსპექტივები; ვ) ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები. მუხლი 5🔗 პროფესიული ტრენინგი მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში პროფესიული ტრენინგის მიმართულებით, კერძოდ, პერსონალის მოსამზადებელი პროგრამების დანერგვის, შესაბამის ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობისა და კვლევებისა და მათი განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით. მუხლი 6🔗 თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ ყველა სახის ძალისხმევას გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისა და სხვა საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, აღნიშნულ სფეროში მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლის გზით. მუხლი 7🔗 ერთობლივი კომისია 1. მხარეები შექმნიან ერთობლივ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება წინამდებარე შეთანხმების დებულებათა სათანადო წესით განხორციელებასა და მათი განხორციელების პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტაზე. 2. ერთობლივი კომისია დაკომპლექტდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციების წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები. 3. ერთობლივი კომისია სხდომებს მოიწვევს ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით. მუხლი 8🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9🔗 ცვლილებები და დამატებები 1. წინამდებარე შეთანხმებაში, თითოეული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები. 2. ცვლილებები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-11 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მუხლი 10🔗 მოქმედების ვადა და მოქმედების შეწყვეტა 1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში რჩება ხუთწლიანი ავტომატურად განახლებადი ვადებით. 2. თითოეულ მხარეს შეუძლია მოახდინოს წინამდებარე შეთანხმების დენონსაცია მისი ვადის გასვლამდე არა ნაკლებ ექვსი თვით ადრე. 3. დენონსაციის შესახებ შეტყობინება იგზავნება წერილობით, დიპლომატიური არხების მეშვეობით, და ძალაში შედის მისი ვადის ამოწურვისას. 4. დენონსაციის შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში ინიცირებული ნებისმიერი პროგრამა ან პროექტი გაგრძელდება მის დასრულებამდე, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 11🔗 ძალაში შესვლა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ოცდაათი დღის შემდეგ, რომელიც ადასტურებს მხარეთა სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული შიდა პროცედურების დასრულებას. მუხლი 12🔗 რეგისტრაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოში წინამდებარე შეთანხმების დარეგისტრირების ინიცირებას, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ მოახდენს ის მხარე, რომლის სახელმწიფოს ტერიტორიაზეც იდება წინამდებარე შეთანხმება. რეგისტრაციისა და გაეროს სარეგისტრაციო ნომრის შესახებ მეორე მხარე ინფორმირებული უნდა იყოს დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც ეს დადასტურდება სამდივნოს მიერ. შესრულებულია ქ. ლისაბონში, 2019 წლის 22 აპრილს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით --------------------------------- დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრი                                                     პორტუგალიის რესპუბლიკის სახელით                                                     ---------------------------------                                                                  აუგუსტო სანტოს სილვა                                                                საგარეო საქმეთა მინისტრი