„სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის შესახებ“

მიღების თარიღი 30.07.1998
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №393
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.332
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 30/07/1998
matsne.gov.ge 601 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბრძანება №393 1998 წლის 30 ივლისის ქ. თბილისი სასამართლო  დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის შესახებ ქვეყანაში სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამის გამო პოლიციის შესაბამისი სამსახურები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ სასამართლო პროცესების ნორმალურ მსვლელობას, მოსამართლეთა, განსასჯელთა და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეთა საიმედო დაცვას. სასამართლო პროცესების ნორმალურად ჩატარების, მოსამართლეთა, განსასჯელთა და სასამართლო პროცესის სხვა მონაწილეთა საიმედო დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ინსტრუქცია სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის შესახებ“ (თან ერთვის). 2. საქართველოს შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), საქალაქო და რაიგანყოფილების უფროსებმა: ა) ზემოაღნიშნული ინსტრუქციის საფუძველზე წელიწადში ორჯერ გადაამოწმონ მათ სამომსახურეო ტერიტორიაზე არსებული სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის მდგომარეობა; ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა შესახებ შეადგინონ სათანადო აქტი და აცნობონ შს სამხარეო მთ. სამმართველოების (სამმართველოების) უფროსებს და შს სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარ სამმართველოს. 3. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად. 4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 5. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                           კ. თარგამაძე ინსტრუქცია სასამართლო დაწესებულებათა სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის შესახებ 1. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს სასამართლოების მუშაობის ადგილებში სათავსოების საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით მოწყობისა და აღჭურვის ძირითად პრინციპებს, რომელთა დანერგვაც ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესების ნორმალურად ჩატარებას და გამორიცხავს განსასჯელთა გაქცევის, მათი ძალით გათავისუფლების მცდელობებს, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების არსებობას. ა) სასამართლოების მუშაობის ადგილებში სათავსოებს განეკუთვნებიან: - სასამართლოების სხდომათა დარბაზები; - ბადრაგის პირადი შემადგენლობისათვის განკუთვნილი საყარაულო ოთახები; - განსასჯელთა მოთავსებისათვის განკუთვნილი სპეციალური საკნები; - სანიტარიული კვანძები; - განსასჯელთა ბადრაგირებისათვის გამოყოფილი სპეციალური განცალკევებული დერეფნები; ბ) საინჟინრო-ტექნიკურ  საშუალებებს განეკუთვნებიან: - მეტალის დეკორატიული ან ჩვეულებრივი რკინის გისოსები; -გასანათებელი მოწყობილობები: სხდომათა დარბაზებში, საკნებში და ბადრაგირებისათვის გათვალისწინებულ სპეციალურ განცალკევებულ დერეფნებში, ბადრაგის ოთახებში და სანიტარიულ კვანძებში; - მეტალის აღმომჩენი სპეციალური სასიგნალო ხელსაწყო. - კავშირურთიერთობის საშუალებები; - სიგნალიზაციის საშუალებები; - სასამართლო სხდომათა დარბაზებში განსასჯელთა მოთავსების ადგილების გამომყოფი ხის ან მეტალის ბარიერი; - განსასჯელთა მოთავსებისათვის განკუთვნილი რკინის ბადე (დანართი № 1); 2. სასამართლო სხდომის დარბაზში განსასჯელთა მოთავსების ადგილები შემოღობილი უნდა იყოს 1 მეტრის სიმაღლის რკინის ან ხის ბარიერით და მოწყობილი სკამებით. ბარიერი და სკამები მყარად მაგრდება იატაკზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რთული სასამართლო პროცესების ჩატარებისას განსასჯელთა მოთავსების ადგილები სასამართლო სხდომის დარბაზში უზრუნველყოფილია რკინის ბადით (იხ. დანართი №1), რომელიც აგრეთვე მყარად უნდა იქნეს დამონტაჟებული იატაკზე. - რაიონული სასამართლოს სხდომათა დარბაზები აღჭურვილ იქნეს რკინის დეკორატიული გისოსებით. 3. სასამართლოთა მუშაობის ადგილებში გათვალისწინებული უნდა იყოს ოთახი ყარაულის პირადი შემადგენლობისათვის, აგრეთვე საკნები განსასჯელთათვის და სანიტარიული კვანძები. განსასჯელთათვის განკუთვნილ საკნებში სკამები მყარად უნდა იქნეს დამაგრებული იატაკზე. საკნების კარები უნდა იყოს რკინის ან ხის, რომელიც დაცული იქნება მასზე გადაკრული ფურცლოვანი რკინით. საკნების კარები მოწყობილი უნდა იქნეს სპეციალური საკეტი მოწყობილობებითა და საჭვრეტულებით. საკნების ფანჯრებზე დამონტაჟებული უნდა იქნეს რკინის გისოსებს შორის ტიხრები აუცილებელია იქნეს ჭერამდე ამოშენებული, საკნების კარები და ფანჯრები აღჭურვილი უნდა იქნეს აღმოჩენის მაუწყებლობით.  სიგნალი მაუწყებლისაგან მიეწოდება აღმოჩენის საშუალებათა სასადგურო მოწყობილობას, რომელიც დამონტაჟებული უნდა იყოს საყარაულო შემადგენლობისათვის განკუთვნილ ოთახში. 4. სასამართლო სხდომათა დარბაზიდან, სასამართლოს სხდომათა კოლეგიის თავმჯდომარეს (ან მოსამართლეს) ჰქონდეს პირდაპირი საანგარიშო კავშირი რაიონის პოლიციის სამორიგეო ნაწილთან. 5. განსასჯელთა მოთავსების საკნებში მონტაჟდება სანათი მოწყობილობები, რომლებიც დაცულნი იქნებიან ლითონის გისოსებით (ბადეებით), ხოლო სინათლის გამომრთველები უნდა დამონტაჟდეს საკნის გარეთ, შესასვლელ კარებთან. 6. კავშირი ყარაულის უფროსსა და ქვედანაყოფის მეთაურს შორის, როგორც წესი, ხორციელდება ტელეფონით  ან კავშირის სხვა საშუალებებით; 7. კიბის უჯრედებზე გამავალი ბადრაგობის მარშრუტები აღჭურვილია დამატებითი  საინჟინრო კონსტრუქციებით (რკინის ბადით), რომლებიც გამორიცხავენ განსასჯელთა გაქცევას ან გაქცევის მცდელობას; 8. სასამართლო დაწესებულების შენობასთან აუცილებელია მოეწყოს განსასჯელთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომანქანებისათვის სპეციალური ავტოსადგომი. განსასჯელთა შეყვანა სასამართლოს შენობაში უნდა ხდებოდეს ცალკე შესასვლელით. იმისთვის, რომ გამოირიცხოს განსასჯელთა გაქცევა ან გაქცევის მცდელობა, ეს ავტომანქანები უშუალოდ სიახლოვეს უნდა მივიდნენ შესასვლელთან, რის შემდგომ ბადრაგის პირადი შემადგენლობის მიერ ხდება განსასჯელთა სასამართლო შენობაში შეყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მთავარი სამმართველო