„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.021923
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/04/2020

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2020 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021892) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 მუხლები:  

მუხლი 12.

დამტკიცდეს თანდართული ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში დანართ №2-ის შესაბამისად.

მუხლი 13.

ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობების განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში და რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დადგენილებით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში, დამტკიცდეს ამ დადგენილების №3 დანართის შესაბამისად.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 მუხლში:

ა)  პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“);“;

ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები:

„ტ) ნავთობის და გაზის მოპოვებისა, გადამუშავებისა;

უ) ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად).“;

გ) დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა).“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

4. დადგენილებას დაემატოს თანდართული შინაარსის №2 და №3 დანართები.

მუხლი 2
ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 31 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ  ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
📎 დანართები (1)
211-dan..doc DOC

დანართი №1

|საიდენტიფიკაციო ნომერი |სუბიექტის დასახელება |ეკონომიკური საქმიანობის დასახელება |

| | |Nace Rev 2 |

|230868120 |შპს „საქნახშირი“ |ქვანახშირის მოპოვება |

|225358341 |სს „RMG Copper“ |სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება |

|225359947 |შპს „RMG Gold“ |სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება |

|415599258 |შპს „ჯმ 29“ |სხვა ფერადი ლითონების მადნების მოპოვება |

|404519794 |სს „რუსთავის აზოტი“ |მინერალური სასუქების წარმოება |

|216315057 |სს „კავკასიან პეტ კომპანი“ |პლასტმასის საფუთავების წარმოება |

|236034830 |სს „მინა“ |ღრუ მინის წარმოება |

|230866435 |შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ |ცემენტის წარმოება |

|404956286 |შპს „საქართველოს ცემენტის კომპანია“ |ცემენტის წარმოება |

|205181532 |შპს „კნაუფ გიპს თბილისი“ |ბოჭკოვანი ცემენტის წარმოება |

|215147874 |შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ |თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება |

|230085797 |შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ |თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება |

|404504327 |შპს „რუსელოის“ |თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება |

|216425919 |შპს „ჯეოსთილი“ |ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი |

| | |ფიტინგების წარმოება |

|402114396 |შპს „ამბიკონ სტილსი“ |ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი |

| | |ფიტინგების წარმოება |

|404411908 |შპს „რუსთავის ფოლადი“ |ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი |

| | |ფიტინგების წარმოება |

|415083411 |შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ |ფოლადის ჩამოსხმა |

|237079040 |შპს „იმერის ბენტონიტ ჯორჯია“ |სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |

|437062214 |შპს „ასკანგელ ჯგუფი“ |სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |

|405143786 |შპს „ასკანგელ ალიანსი“ |სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |

|406184926 |შპს „ასკანგელ ბენტონიტი“ |სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |

|200002068 |სს „ელმავალმშენებელი“ |სარკინიგზო ლოკომოტივების და მოძრავი შემადგენლობის წარმოება |

|216406271 |შპს „ვაგონმშენებელი კომპანია“ |სხვა სატრანსპორტო საშუალებების რემონტი და ტექნიკური |

| | |მომსახურება |

|415599249 |შპს „ჯმ-ტექნიკასერვისი“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|202177205 |შპს „თეგეტა მოტორსი“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|206239729 |შპს „თეგეტა თრაქ ენდ ბას“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|211346220 |შპს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|405006461 |შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|416334167 |შპს „მნკორპი“ |საბითუმო ვაჭრობა ლითონებით და ლითონის მადნებით |

|202886010 |სს „საქართველოს რკინიგზა“ |რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი/მშენებლობა |

|202886788 |შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ |საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი |

|245445200 |შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ |საქალაქო და საგარეუბნო სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი |

|215096367 |შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ |სხვა სამგზავრო სახმელეთო ტრანსპორტი, სხვა დაჯგუფებებში |

| | |ჩაურთველი/მშენებლობა |

|202167500 |ბი-ფი ექსპლორეიშენ (კასპიის ზღვა) ლიმიტედის |ტრანსპორტირება მილსადენებით |

| |საქართველოს თბილისის ფილიალი | |

|206103722 |შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ |ტრანსპორტირება მილსადენებით/მშენებლობა |

|206237491 |სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ |საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით/მშენებლობა |

|211324468 |სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“|ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა |

|204991786 |შპს „ენერგოტრანსი“ |ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა |

|404428071 |შპს „გარდაბნის თბოსადგური“ |ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ/მშენებლობა|

|251716371 |შპს „ენგურჰესი“ |ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების |

| | |მიერ/მშენებლობა |

|204995176 |სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ |ელექტროენერგიის გადაცემა/მშენებლობა |

|205170036 |სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული |ელექტროენერგიის განაწილება |

| |ოპერატორი“ | |

|208205360 |შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ |საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი |

|406178835 |შპს „მაივეი ეარლაინს კო ლტდ“ |საჰაერო სამგზავრო ტრანსპორტი |

|205150352 |შპს „მეტრო სერვის +“ |სახმელეთო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება |

|206203491 |შპს „ტავ ურბან საქართველო“ |საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება |

|208144051 |შპს „საქაერონავიგაცია“ |საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება/მშენებლობა |

|404389693 |შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ |საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება/მშენებლობა |

|204892170 |შპს „შავი ზღვის ტერმინალი“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|215080999 |სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|215120223 |შპს „ბი ენდ პი“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|245383678 |შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|245432544 |შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|404386151 |შპს „ტრანსფორდი“ |ტვირთის დატვირთვა-განტვირთვა |

|416334149 |შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|204574503 |შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|205040926 |შპს „ეისა“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|205276681 |შპს „ემ-ეს-სი ჯორჯია“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|215124498 |შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|402020022 |შპს „ჯიარ ტრანზიტი“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|415082145 |შპს „ჯნს ჯორჯია“ |ტრანსპორტირების სხვა დამხმარე საქმიანობები |

|404553666 |შპს ეკოსერვის ჯგუფი“ |ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები |

|204559361 |შპს „თიბისი ფეი“ |ბიზნესის სხვა დამხმარე მომსახურების საქმიანობები, სხვა |

| | |დაჯგუფებებში ჩაურთველი |

|245619898 |შპს „აჭარა ტექსტილი“ |პირბადეების კერვა |

|416344628 |შპს „მოვი“ |პირბადეების კერვა |

|405236935 |შპს „ემჯიემტექს“ |პირბადეების კერვა |

|445384646 |შპს „ISTANBUL BAZAAR“ |პირბადეების კერვა |

|405070676 |შპს „ჯეორჯიან პროდაქტს“ |პირბადეების კერვა |

|248428303 |შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ |პირბადეების კერვა |

|245567881 |შპს „BTM-TEXTILE“ |პირბადეების კერვა |

|400080103 |შპს „პრომო ვეარ“ |პირბადეების კერვა |

|212670563 |სს „სამკერვალო კომპანია იმერი“ |პირბადეების კერვა |

|404496121 |სს „აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)“ |თვითმფრინავის ნაწილების წარმოება |

|205064446 |შპს „საქსპეცტრანსი“ |პირბადეების კერვისათვის მასალით უზრუნველყოფა |

|404507173 |შპს „ჯი ენ ელ“ |ლატარიების მოწყობა |

|404931972 |შპს „გებრიუდერ ვაის“ |სატვირთო საგზაო ტრანსპორტი |

|202248503 |შპს „კაპაროლ ჯორჯია“ |საღებავების, ლაქების და ანალოგიური საღებავი ნივთიერებების, |

| | |ტიპოგრაფიული საღებავების და მასტიკების წარმოება |

|230026888 |სს „საქკაბელი“ |ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება |

|236037962 |სს „ენერგონი“ |მხოლოდ ტექნიკური მომსახურება და რემონტი |

|405076359 |შპს „ენ ერ ჯი ჯორჯია“ |ელექტრონული და ელექტრული გამტარების და კაბელების წარმოება |

|405112220 |სს „ნენსკრა ჰიდრო“ |ელექტროენერგიის წარმოება/მშენებლობა |

დანართი №2

|სამთომომპოვებელი მრეწველობა და კარიერების დამუშავება |

|შენობების და ნაგებობების მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |

|სამოქალაქო მშენებლობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |

| სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |

|საშენი მასალის წარმოება/საბითუმო ვაჭრობა (მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მეწარმე სუბიექტებისთვის) |

|თამბაქოს ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა (გარდა სპეციალიზებული სავაჭრო ჯიხურებისა) |

|სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები (მხოლოდ საკარანტინო მიზნებისთვის) |

|სატრანსპორტო (საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო) სატვირთო გადაზიდვები და სხვა მასთან დაკავშირებული მომსახურებები |

|სადეზინფექციო, ჰიგიენური და ქიმიური საშუალებების წარმოება და საბითუმო რეალიზაცია |

|პირბადეების, პირადი დაცვის საშუალებების, სპეცტანსაცმლის, სპეციალური დაცვითი საშუალებების და ეკიპირების წარმოება/მიწოდება |

|ტექსტილის რეცხვა და ქიმწმენდა |

|სატელევიზიო პროგრამების წარმოება და ტელემაუწყებლობის საქმიანობები |

|საფოსტო და საკურიერო მომსახურება |

|საგამომცემლო საქმიანობა (პრესის ბეჭდვა) |

|ტელერადიომაუწყებლობა, ელექტრონული კომუნიკაციები |

|IT და სერვერული ინფრასტურქტურის და უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა (დისტანციურად) |

|საინფორმაციო სამსახურების საქმიანობა (მათ შორის ბიზნეს პროცესების ოუთსორსინგი) (დისტანციურად) |

|სადაზღვევო და სალიზინგო საქმიანობა (დისტანციურად) |

|ტექნიკური გამოცდები და ანალიზები; აკრედიტებული საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიები, პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანოები და |

|ინსპექტირების ორგანოები |

|სარეკლამო სააგენტოების საქმიანობა (დისტანციურად) |

|სააღრიცხვო, საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები; საგადასახადო კონსულტირება (დისტანციურად) |

|საკონსულტაციო საქმიანობები ბიზნესის და მართვის სხვა საკითხებში (დისტანციურად) |

|არქიტექტურული საქმიანობები (დისტანციურად) |

|იურიდიული მომსახურება (დისტანციურად) |

|შენობების საერთო დასუფთავება და დეზინფექცია |

|დაკრძალვა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები |

|სახანძრო და უსაფრთხოების სისტემის ტექნიკური მომსახურება |

|24-საათიანი სპეციალიზებული დაწესებულებები (ბავშვთა სააღმზრდელო, დედათა და ბავშვთა, შშმ, ხანდაზმულთა, ძალადობის მსხვერპლთა |

|პანსიონატები/თავშესაფრები/დაწესებულებები) |

|არბიტრაჟი და მედიაცია (დისტანციურად) |

|ტერიტორიის მომსახურების საქმიანობები (გამწვანება, მორწყვა, მოვლა) |

|ვაჭრობა კომპიუტერებით, კომპიუტერული პერიფერიული მოწყობილობებით და პროგრამული უზრუნველყოფით (დისტანციურად) |

|ვაჭრობა ტელესაკომუნიკაციო მოწყობილობებით და ნაწილებით (დისტანციურად) |

დანართი №3

ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში

1. სამაცივრე მეურნეობები;

2. საბაჟო საწყობები;

3. ცხოველთა სასაკლაოები;

4. სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;

5. სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;

6. სასათბურე მეურნეობები;

7. საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.