ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 02.04.2020
ძალაში შესვლა 02.04.2020
ძალის დაკარგვა 23.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016958
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი მომსახურების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 23.05.2020
დოკუმენტის ტექსტი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება
№26
2020 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ
„საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, დადგინდეს საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მიგრაციის დეპარტამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისას.
2. ამ ბრძანების შესაბამისად, თავშესაფრის პროცედურის საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესებით აღსრულების მიუხედავად გარანტირებულ იქნება საქართველოში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა და ამ საფუძველზე, არგაძევების პრინციპი საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ შეჩერდეს:
ა) კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისა და თავშესაფრის მაძიებლის ცნობის გაცემის პროცედურა. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს იმ პირზე, რომელიც კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევა სპეციფიკური საჭიროების მქონე პირად;
ბ) კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ანკეტირების გასაუბრებისა და 35-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი გასაუბრების პროცედურები. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდეს გაძევების პროცედურაში მყოფ ან/და ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირებზე. მათ მიერ საერთაშორისო დაცვაზე წარმოდგენილი განცხადების განხილვა განხორციელდეს კანონის 29-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თითის ანაბეჭდების აღების პროცედურა;
დ) კანონის 53-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვის მქონე პირისათვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც, საერთაშორისო დაცვის მქონე პირი კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ან 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე თავად მიმართავს სამინისტროს განცხადებით ლტოლვილის, ჰუმანიტარული ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ. ამავე წესით განხორციელდეს კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული წარმოებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურები;
ე) კანონის 42-ე მუხლით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეჩერების, შეწყვეტისა და განახლების პროცედურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავშესაფრის მაძიებელი იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიხმობს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას;
ვ) კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების მოქმედება, გარდა იმავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველომ შესაბამისი განცხადებების მიღება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონულ ფოსტაზე − dipi@mia.gov.ge მიღებული წერილების/განცხადებების მეშვეობით.
3. უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის საერთაშორისო დაცვის საკითხებზე კონსულტაცია განხორციელდეს სატელეფონო ნომერზე 598 08 00 97 მიღებული ზარების მეშვეობით.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 2 აპრილიდან.საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური