„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №29 |
|
2020 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში (სსმ,6, 20/01/2010, სარეგისტრაციო კოდი: 140.130.000.22.034.014.096) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის:
ა) დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კერძო დაცვით საქმიანობაზე (შემდგომში – დაცვითი საქმიანობა) კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ (შემდგომში – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“) მისი სტრუქტურული ერთეულის – ლიცენზირებული დაწესებულებების შემოწმების სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) მეშვეობით.“; გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დამატებითი ძალების გამოძახება;“; დ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული დაჯარიმების შესახებ ბრძანება მიღებიდან/გამოცემიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში ინიციატორის (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის უფლებამოსილი თანამდებობის პირი) მიერ უნდა აისახოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) მონაცემთა ბაზაში სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. აღნიშნულ პროგრამაზე წვდომა განხორციელდება ერთჯერადი რიცხვითი პაროლის გენერირების მოწყობილობით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016961.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელებისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 14 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 06.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016961 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4843567/