ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

მიღების თარიღი 31.03.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №619
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.025819
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2020
matsne.gov.ge 554 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის განკარგულება №619   2020  წლის 31 მარტი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის განკარგულება №619
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ფასთა ინდექსაციის გამოყენების საფუძვლების, პრინციპებისა და წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 27.04.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 11.05.2016 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 29.11.2019 (საოპერაციო ნომერი 48098) სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი) საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 სასესხო შეთანხმება (საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის პროექტი)საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის თარიღი 12 ივლისი 2016 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 12.07.2016 „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება №619   2020  წლის 31 მარტი ქ. თბილისი   ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ და „ჰ​3“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პანდემიის ან/და მის შემდგომ პერიოდში სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლების ხარჯების შესაძლო გაზრდის გათვალისწინებითა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფილ იქნეს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება: 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებული/გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ, კერძოდ, სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე, გარდა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდული/შესასყიდი სამუშაოების ხელშეკრულებისა, გამოყენებულ იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) გარდა საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული ხელშეკრულების ღირებულების 10%-იანი ზრდის შესაძლებლობისა, მხოლოდ სამშენებლო მასალების ხარჯის ზრდის დაფინანსების მიზნით დასაშვებია: ა.ა) დამატებით 10%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებების ფარგლებში, თუ 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დარჩენილი ასანაზღაურებელი ხელშეკრულების ღირებულება 20%-ია ან ნაკლებია; ა.ბ) დამატებით 20%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე სამუშაოების ხელშეკრულებების ფარგლებში, თუ 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით დარჩენილი ასანაზღაურებელი ხელშეკრულების ღირებულება 20%-ზე მეტია; ა.გ) დამატებით 20%-ის ფარგლებში ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, მიმდინარე/2020 წლის 30 ივნისამდე სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში; ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნა უნდა მომზადდეს 2020 წლის 1 აპრილის შემდეგ შესრულებულ სამუშაოებზე; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულების ზრდა შეიძლება შესაბამისი პერიოდის სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) დასკვნის წარდგენის საფუძველზე. სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დიდი ათეულის აუდიტორული კომპანი(ებ)ის (Deloitte, PwC, EY, KPMG, BDO, Grant Thornton, RSM, Crowe Horwath, Nexia International, Baker Tilly) დასკვნით უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისას სამუშაოების შესრულების მიზნით გამოყენებულ სამშენებლო მასალებზე მიმწოდებლის ხარჯის გაზრდა, კონკრეტული პერიოდისათვის, შესაბამისი სხვაობის თანხის მითითებით; დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დასკვნის საფუძველზე, ხელშეკრულების ღირებულების ზრდა: დ.ა) თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა 18 თვეა ან მეტია, შეიძლება, განხორციელდეს ორჯერ პირველად, სამუშაოების შესრულების ვადის 12 თვის გასვლის შემდეგ და მეორედ − სამუშაოების დასრულების შემდეგ; დ.ბ) თუ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების ვადა 18 თვეზე ნაკლებია − სამუშაოების დასრულების შემდეგ; ე) ამ განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების ღირებულების შესაძლო გაზრდა შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში. ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე; ვ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებები შესაძლოა, განხორციელდეს მხარეთა მიერ შეთანხმებულ სამუშაოების ვადებში შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, დაუშვებელია ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიების გამოყენება ვადაგადაცილებულ პერიოდზე. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესრულების მიზნით: ა) სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პრინციპების სახელშეკრულებო ვალდებულებად განსაზღვრის მიზნით, ამავე განკარგულების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებ(ებ)ის განხორციელება; ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, დამატებითი ვალდებულებების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი, მისი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსების უზრუნველყოფის მიზნით; გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტ(ებ)ში შესაბამისი ცვლილებების ასახვის შემდეგ შემსყიდველებმა, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ ამ განკარგულების ძალაში შესვლის დროს მოქმედ ხელშეკრულებებში (მოქმედ ხელშეკრულებებში იგულისხმება მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომლის სამუშაოების დასრულების ვადა არ ამოწურულა) მიმწოდებლის ხარჯის გაზრდასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინება. 3. ეთხოვოს ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების გათვალისწინება. პრემიერ-მინისტრი                                                                                 გიორგი გახარია