სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 02.04.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №63/04
სარეგისტრაციო კოდი 220010040.18.011.016450
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 340 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №63/04 2020 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №63/04
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება 87% 01.10.2024 დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ საქართველოს კანონი 87% 17.05.2017 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 31.03.2023 მზღვეველების მიერ ანგარიშგებისა და გარეაუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ფორმისა და წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება 86% 20.10.2017 „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მესამე ღონისძიების დაფინანსება)“ სასესხო ხელშეკრულება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 09.07.2014

დოკუმენტის ტექსტი

სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №63/04 2020 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი სესხის გამცემი სუბიექტების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირების და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში კვარტალური ანგარიშგების/ინფორმაციის/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშების წარმოდგენის დროებითი და განსხვავებული წესის დადგენის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 48-ე, 48​2, 49-ე, 50-ე და 52​2 მუხლების საფუძველზე, ასევე, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 21 მარტის №5864-სს დადგენილების და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების გათვალისწინებით, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 „სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №217/04 ბრძანებით გათვალისწინებული კვარტალური ანგარიშგება/ინფორმაცია (პირველი კვარტლის) სესხის გამცემმა სუბიექტმა საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინოს 2020 წლის 30 აპრილამდე. მუხლი 2🔗 „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 28 თებერვლის №37/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება (პირველი კვარტლის) ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა წარმოადგინოს 2020 წლის 30 აპრილამდე. მუხლი 3🔗 „საკრედიტო კავშირებისათვის სესხის გაცემის პირობებისა და რისკის დონეების დადგენის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 5 აგვისტოს №163 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგება/ეკონომიკური ნორმატივებისა და ლიმიტების გაანგარიშება (პირველი კვარტლის) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებამ – საკრედიტო კავშირმა წარმოადგინოს 2020 წლის 30 აპრილამდე. მუხლი 4🔗 საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა (გარდა იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებისა, რომლებიც მომსახურებას აწარმოებენ თვითმომსახურების კიოსკების საშუალებით) „საგადახდო მომსახურების შესახებ ანგარიშგების ფორმებისა და მისი შევსების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 4 ივლისის №99/04 ბრძანებით გათვალისწინებული ანგარიშგებები, მათ შორის, მარტის თვის (ყოველთვიური) და პირველი კვარტლის (ყოველკვარტალური) ანგარიშგების ფორმები საქართველოს ეროვნულ ბანკში წარმოადგინონ 2020 წლის 5 მაისამდე. მუხლი 5🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე