„გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესების შესახებ“
მიღების თარიღი 29.07.1998
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №388
სარეგისტრაციო კოდი 370.012.003.335
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 29/07/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.07.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №388
1998 წლის 29 ივლისი
ქ.თბილისი
„გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესების შესახებ“
გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათ ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებული აღრიცხვისა და ამ ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების დროული გახსნის უზრუნველყოფის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ინსტრუქცია გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე დაყენების, მოხსნის და შემოწმების წესების შესახებ (თან ერთვის).
2. აჭარის და აფხაზეთის შს მინისტრებმა, კრიმინალური, ადმინისტრაციული პოლიციის, საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და სისხლის სამართლის სამძებროს, საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოების, ქ. თბილისის, სამხარეო შს მთავარი სამმართველოების (სამმართველოების), შს საქალაქო და რაიონული ორგანოების უფროსებმა ბრძანების გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ:
ა). მათთან არსებული ყველა სახის გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების მონაცემების გადატანა ინსტრუქციით განსაზღვრულ სააღრიცხვო ბარათებში;
ბ). მათი საინფორმაციო ცენტრში წარდგენა.
3. მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტმა (ვ. დავითაია) საინფორმაციო ცენტრის შეკვეთის საფუძველზე უზრუნველყოს ინსტრუქციის და სააღრიცხვო ბარათების დამზადება.
4. შტაბმა (ე. გენძეხაძე) და საინფორმაციო ცენტრმა (ა. ჯაში) უზრუნველყონ გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოტრანსპორტის და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებული კომპიუტერული აღრიცხვა და დაინტერესებული სამსახურების ინფორმაციული მომსახურება.
5. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს 1993 წლის 27 ივლისის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად.
6. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
7. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შსს შტაბს.
მინისტრი პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კახა თარგამაძე
დანართი
ინსტრუქცია
გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე დაყენების, მოხსნის და მათი შემოწმების წესის შესახებ
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს გატაცებული, მოპარული, დაკარგული და ნაპოვნი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა (შემდგომში ამსს) და მათი ნომრიანი აგრეგატების ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე დაყენების, აღრიცხვიდან მოხსნის და მათი შემოწმების წესს.
2. დაკარგული ან ნაპოვნი ამსს-ის ცენტრალიზებული აღრიცხვა წარმოებს სისხლის სამართლის საქმეების დროულად გახსნის ხელშეწყობის მიზნით.
3. ცენტრალიზებული აღრიცხვა წარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის მიერ.
4. საინფორმაციო ცენტრში ავტოტრანსპორტის (აგრეგატის) ძებნაზე აყვანა ან ძებნიდან მოხსნა ხდება მხოლოდ სპეციალური სააღრიცხვო ბარათის მეშვეობით, რომელსაც აგზავნის შინაგან საქმეთა ის ორგანო, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი ავტომანქანის (აგრეგატის) დაკარგვის ან პოვნის ფაქტს.
5. ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე ასაყვანად გამომძიებელი (სისხლის სამართლის საქმის აღმძვრელი პირი) ავსებს „ძებნილი ავტოტრანსპორტის სააღრიცხვო ბარათს“ (ფორმა №3) და აგზავნის შსს საინფორმაციო ცენტრში.
6. დაკარგული ან ნაპოვნი ავტოტრანსპორტის (აგრეგატის) აღრიცხვაზე დროულად დაყენების და მათი აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველს აკონტროლებენ შს საქალაქო (რაიონული) სამმართველოების დანაყოფების უფროსები.
7. დაკარგული ან ნაპოვნი ავტოტრანსპორტის (აგრეგატის) აღრიცხვიანობის შემოწმება წარმოებს დაინტერესებული შინაგან საქმეთა ორგანოს უფროსის ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე შსს საინფორმაციო ცენტრში მოსაძებნი ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების რეკვიზიტების ზუსტი მითითებით.
8. ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე დაყენება ან მოხსნა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოტრანსპორტი ან მისი ნომრიანი აგრეგატი:
ა). იძებნება და საჭიროა მისი ცენტრალიზებულ აღრიცხვაზე აყვანა;
ბ). ნაპოვნი იქნა და საჭიროა მოიხსნას ცენტრალიზებული აღრიცხვიდან როგორც დაკარგული;
გ). ნაპოვნი იქნა, მაგრამ ვერ დადგინდა მფლობელი;
9. სააღრიცხვო ბარათის შევსების წესი:
ბარათის პირველ, შესასრულებელ ოპერაციათა პუნქტში მოცემულია ორი პირობა:
ა). აღრიცხვაზე აყვანა;
ბ). აღრიცხვიდან მოხსნა
შესასრულებელი ოპერაციის შინაარსის მიხედვით გადაიხაზება შესაბამისი მოქმედების (აღრიცხვა, აღრიცხვიდან მოხსნა) აღმნიშვნელი უჯრედი მოქმედების (აღრიცხვა, აღრიცხვიდან მოხსნა) აღმნიშვნელი უჯრედი (კვადრატი).
მე-2 პუნქტში „აღრიცხვაზე ასაყვანია“ მოცემულია ხუთი პუნქტი:
ა). ავტომანქანა;
ბ). ავტომანქანის ნომრიანი აგრეგატი;
გ). ავტომანქანის სანომრე ნიშანი;
დ). ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი;
ე). ნაპოვნი (ამოღებული) ავტომანქანა ან მისი ნომრიანი აგრეგატი, დაუდგენელი მფლობელით.
მათგან აღინიშნება ის „კვადრატი“, რომელიც მიუთითებს თუ ავტომანქანის რომელი რეკვიზიტია დაკარგული ან ნაპოვნი.
მე-3 პუნქტში მიეთითება ავტოტრანსპორტის სახეობა (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი, მისაბმელი და ა.შ).
მე-4 პუნქტში – ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, მოდიფიკაცია (სრულად).
მე-5 პუნქტში – მიეთითება ავტომანქანის სახ. ნომერი.
მე-6 პუნქტში – მიეთითება ტექ. პასპორტის ნომერი
მე-7 პუნქტში – ავტოტანსპორტის ფერი (წითელი, მწვანე, ლურჯი, ყვითელი, რუხი, ნარინჯინფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, მეწამური, რუხი, შავი, თეთრი).
მე-8 პუნქტში – გამოშვების წელი
მე-9 პუნქტში – რეგისტრაციის თარიღი
მე-10 პუნქტში – მიეთითება სისხლის სამართლის საქმის ნომერი
მე-11 პუნქტში – ძრავის ნომერი
მე-12 პუნქტში – შასის ნომერი
მე-13 პუნქტში – ძარის ნომერი
მე-14 პუნქტში – საიდენტიფიკაციო ნომერი (სრულად, 17 ნიშანი)
11-14 პუნქტები საჭიროა შეივსოს ზუსტად იმ თანმიმდევრობით და ალფავიტით, როგორც მოცემულია ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობაში და რეგისტრირებულია საგზაო პოლიციაში;
ავტომანქანის ცალკეული ნომრიანი აგრეგატის დაკარგვის ან პოვნის შემთხვევაში მე-11-14 პუნქტებიდან მიეთითება მხოლოდ აღნიშნული აგრეგატის ნომერი.
15. მიეთითება მფლობელის გვარი, სახელი ან უწყების, ორგანიზაციის დასახელება. თუ ავტომანქანა იმართება მინდობილობით, აუცილებლად მიეთითება მინდობილი პირის დემოგრაფიული მონაცემები. თუ ავტომანქანა ორგანიზაციის კუთვნილებაა, მიეთითება მძღოლის დემოგრაფიული მონაცემები;
16 მიეთითება მფლობელის მისამართი (ქალაქი, რაიონი, სოფელი, ქუჩა) და ტელეფონი;
17გატაცების ან პოვნის თარიღი;
18 თუ ავტოტრანსპორტი იხსნება ცენტრალიზებული აღრიცხვიდან მიეთითება აღრიცვიდან მოხსნის თარიღი და აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი;
19 ამ პუნქტში გარკვევით იწერება შს სამსახურის დასახელება, იმ პირის თანამდებობა, წოდება და გვარი, ვინც შეავსო ბარათი.
ბარათის ბოლოს მიეთითება შევსების თარიღი. შევსების სიზუსტე დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით.
შსს საინფორმაციო ცენტრი
ძებნილი ავტოტანსპორტის სააღრიცხვო ბარათი
1. შესასრულებელი ოპერაცია: □
აღრიცხვაზე აყვანა □
აღრიცხვიდან მოხსნა
2. აღრიცხვაზე ასაყვანია:
□
ავტომანქანა □
ავტომანქანის ნომრიანი აგრეგატი □
ავტომანქანის სანომრე ნიშანი
□
ავტომაქანის ტექნიკური პასპორტი □
ნაპოვნი (ამოღებული) ავტომანქანა ან მისი ნომრიანი აგრეგატი.
დაუდგენელი მფლობელით
3. ავტოტრანსპორტის სახეობა ________________________________________________
4. ავტოტრანსპორტის მარკა, მოდელი, მოდიფიკაცია ___________________________
5. სახელმწიფო ნომერი ______________________________________________________
6. ტექ. პასპორტი ____________________________________________________________
7. ფერი _____________________________________________________________________
8. გამოშვების წელი _________________________________________________________
9. რეგისტრაციის თარიღი „_______“ __________________ 19 წ.
10. სისხლის სამართლის საქმის № ___________________________________________
11. შასის № ________________________________________________________________
12. ძარის № ________________________________________________________________
13. საიდენტიფიკაციო № _____________________________________________________
14. მფლობელის გვარი, სახელი, მამის სახელი ან უწყების დასახელება _____________
15. მისამართი ________________________________________________________________
16. სისხლის სამართლის სამძებრო საქმის № _____________________________________
17. გატაცების ან პოვნის თარიღი „------ “-------------------- 19 წ.
18. აღრიცხვიდან მოხსნის თარიღი „-------“ -------------- 19 წ. ------------------------------
საფუძველი
19. ბარათი შევსებულია ___________________________________________________ მიერ
(შს სამსახური, თანამდებობა, გვარი)