„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №56-46 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უფასო სწავლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და სასახლეში“ (კოდი: 06 02 06 01) და „უფასო სწავლება ხელოვნების სკოლებში“ (კოდი: 06 02 06 02) ქვეპროგრამის განხორციელების წესს“ (დანართი №5) მე-9 მუხლის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 მუხლი:
„მუხლი 10. გარდამავალი დებულებები
„1. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის მარტსა და აპრილში მიმწოდებლის სტატუსის მქონე დაწესებულებებზე, ამავე თვეებში ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის თითოეულ თვეში, ავანსის სახით, გასცეს 2020 წლის თებერვალში, წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.
2. 2020 წლის მარტსა და აპრილში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება.“
2. პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში“ (კოდი: 06 02 06 03) ქვეპროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსწავლეების საცურაო აუზებში სწავლების დაფინანსების წესის“ (დანართი №6) მე-11 მუხლს, მე-3 პუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. ქვეპროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია 2020 წლის მარტსა და აპრილში მიმწოდებლის სტატუსის მქონე დაწესებულებებზე, ამავე თვეებში ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების გაცემისათვის თითოეულ თვეში, ავანსის სახით, გასცეს 2020 წლის თებერვალში, წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ასანაზღაურებელი შემთხვევების ფულადი ოდენობის 100%.
5. 2020 წლის მარტსა და აპრილში ავანსის სახით მიღებული თანხის მოცულობის შესაბამისად, ქვეპროგრამის მიმწოდებელი ვალდებულია, ქვეპროგრამის მოსარგებლეებს გაუწიოს წესით გათვალისწინებული მომსახურება ქვეპროგრამის განმახორციელებელთან შეთანხმებით.“.
|