⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.01.2022)
გაუქმებულია:

„საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 30.07.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №389
სარეგისტრაციო კოდი 340.012.003.336
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 30/07/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 753 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.1998 მიღება
28.01.2022 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება №389 1998 წლის 30 ივლისი თბილისი საქართველოს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულება (თან ერთვის). 2. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების სარდალმა (შინაგანი ჯარების გენერალ-მაიორი გ. შერვაშიძე) ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს წინადადებები შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს პერსონალური შემადგენლობის შესახებ მის დასამტკიცებლად. 3. წინამდებარე ბრძანება გამოიცემა „საქართველოს შინაგანი ჯარების შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 30 აპრილის კანონის შესაბამისად და მის შესასრულებლად. 4. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე. 5. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ. მინისტრი                                                          კ. თარგამაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭოს დებულება I. ზოგადი დებულებანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების სამხედრო საბჭო იქმნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ და წარმოადგენს შინაგანი ჯარების სარდლის მუდმივმოქმედ სათათბირო ორგანოს. სამხედრო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებებით და დირექტივებით, აგრეთვე წინამდებარე დებულებით. II. სამხედრო საბჭოს შემადგენლობა 1. სამხედრო საბჭო იქმნება 5-9 წევრის შემადგენლობით. 2. სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობის მიხედვით შედიან: შინაგანი ჯარების სარდალი - სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე, წევრები: შინაგანი ჯარების შტაბის უფროსი, სარდლის მოადგილეები. სამხედრო მმართველობის სხვა თანამდებობის პირების შეყვანა სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში წარმოებს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ სამხედრო საბჭოს წარდგინების საფუძველზე. III. სამხედრო საბჭოს ამოცანები 3. სამხედრო საბჭოს ევალება შეიმუშაოს რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით: ა) შინაგან ჯარებში სახელმწიფო სამხედრო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია; ბ) შინაგანი ჯარების მშენებლობა და სამობილიზაციო მზადყოფნის ღონისძიებების შემუშავება და შესრულების ორგანიზაცია; გ) პირადი შემადგენლობის საბრძოლო და მორალურ-ფსიქოლოგიური მომზადების მაღალი დონის უზრუნველყოფა; დ) შინაგან ჯარებში მართლწესრიგის, ორგანიზებულობის, სამხედრო დისციპლინისა და ერთმმართველობის განმტკიცება; ე) პირადი შემადგენლობის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელება; ვ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთმოქმედების კოორდინაცია ხელისუფლების ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სამხედრო მომსახურეთა სოციალურ-სამართლებრივი დაცვის, ტერიტორიის და კომუნიკაციების დაცვისთვის მომზადების, სამხედრო სამსახურში და შეკრებებზე გაწვევის, სამობილიზაციო საქმის, სამოქალაქო და ტერიტორიული თავდაცვის დაგეგმვის და შესრულების ღონისძიებების, აგრეთვე ჯარების დისლოკაციის ადგილებში თავდაცვის ორგანიზაციის და სხვა საკითხებზე; ზ) კადრების შერჩევის, მომზადების, განაწილებისა და აღზრდის განხორციელება; თ) სამხედრო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მინიჭების საკითხების განხილვა; ი) ახალი შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის დანერგვა და ათვისება, სამხედრო-სამეცნიერო მუშაობის კოორდინაცია; კ) საბრძოლო საქმიანობის და ყოველდღიური ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. IV. სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში შემავალი პირების უფლებამოსილებანი 4. სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე: ა) ამტკიცებს სამხედრო საბჭოს სამუშაო გეგმებსა და სხდომების დღის წესრიგს; ბ) განსაზღვრავს სამხედრო საბჭოს სხდომების ჩატარების დროსა და ადგილს; გ) ხელმძღვანელობს სამხედრო საბჭოს სხდომებს; დ) აძლევს დავალებებს სამხედრო საბჭოს წევრებს საბჭოზე განსახილველად მოხსენებების, დადგენილებების პროექტებისა და სხვა მასალების მოსამზადებლად; ე) სისტემატურად მოახსენებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას სამხედრო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებისა და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 5. სამხედრო საბჭოს წევრები: ა) პირადად იღებენ მონაწილეობას სამხედრო საბჭოზე გატანილი საკითხების განხილვაში, დადგენილების მიღებასა და მათ რეალიზაციაში; ბ) შეაქვთ წინადადებები სამხედრო საბჭოს სამუშაოს გეგმების, სხდომის დღის წესრიგის და მისი განხილვის წესის თაობაზე; გ) სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებენ სამხედრო საბჭოზე განსახილველი მასალების მომზადებას; დ) წარმართავენ სამხედრო საბჭოს სხდომებს მისი თავმჯდომარის დავალებით; ე) უფლება აქვთ მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ გამოთქვან თავიანთი დასაბუთებული აზრი და აცნობონ ამის თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. 6. სამხედრო საბჭოს მდივანი შედის სამხედრო საბჭოს შემადგენლობაში. აღნიშნულ თანამდებობაზე ინიშნება შინაგანი ჯარების სარდლის მიერ და უშუალოდ ემორჩილება მას. სამხედრო საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს სამხედრო საბჭოს მუშაობას; ბ) სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით უზრუნველყოფს სამხედრო საბჭოს სამუშაო გეგმების შემუშავებას, ადგენს სხდომების დღის წესრიგს, ახორციელებს დადგენილებების პროექტების, საცნობარო-საინფორმაციო მასალებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას თითოეული სამხედრო საბჭოს სხდომისათვის; გ) სხდომის დაწყებამდე არაუგვიანეს 2-5 დღისა სამხედრო საბჭოს წევრებს აცნობს სამხედრო საბჭოს შემდგომი სხდომის დღის წესრიგს და ჩატარების თარიღს, უზრუნველყოფს მათ სათანადო საცნობარო-საინფორმაციო მასალებით; დ) აწარმოებს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმებს და ახორციელებს მიღებული დადგენილებების შესრულების კონტროლს. V. სამხედრო საბჭოს მუშაობის წესი 7. სამხედრო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მისი თავმჯდომარე: ა) სამხედრო საბჭოს მუშაობა ხორციელდება მისი თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, სამხედრო საბჭოს სხდომა იმართება აუცილებლობის შემთხვევაში, მაგრამ არანაკლებ 2 თვეში ერთხელ, მისი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის სხდომაზე დასწრებით; ბ) სამხედრო საბჭოს სხდომებზე მისი წევრების დასწრება სავალდებულოა. სამხედრო საბჭოს წევრის დროებით შეცვლა ხორციელდება მხოლოდ სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის ნებართვით; გ) სამხედრო საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მიწვეული იყვნენ შესაბამისი ნაწილებისა და ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ განსახილველი საკითხები; დ) სამხედრო საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმებით. სამხედრო საბჭოს ოქმებზე და გადაწყვეტილებებზე ხელს აწერენ მისი თავმჯდომარე და მდივანი. 8. სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომაზე დამსწრეთა საერთო რიცხვის ხმათა უბრალო უმრავლესობით. სამხედრო საბჭოზე განხილულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შინაგანი ჯარების სარდალი, რომელიც სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში გატარების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს და დირექტივებს. სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - სხვა დოკუმენტებიც, წარედგინება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. 9. სამხედრო საბჭოს საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. საქართველოს შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველო