„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№217
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.021929
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2020 წლის 3 აპრილი 

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/03/2020, 120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, სამედიცინო დაწესებულებებისთვის დადგინდეს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის განსხვავებული წესი და, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი განსხვავებული ვადებითა და პირობებით, შესაბამისი აქტით გასცეს დროებითი სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია/ნებართვა, რომელიც ძალაში იქნება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.“.

2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. ფარმაცევტული სფეროს მიმართულება 

1. ფარმაცევტული პროდუქტის I რიგის „ა“ ტიპის ცვლილების რეგისტრაციის, აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და საქართველოს ბაზარზე უკვე დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანის შეტყობინების (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების) შემთხვევაში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, განაცხადების განხილვის ვადად განისაზღვროს ერთი თვე.

2. კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია, განხორციელდეს ელექტრონული ვერსიის სახით.

3. ფარმაცევტული პროდუქტის ხელახალი რეგისტრაციისათვის „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა გაგრძელდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემების აღიარებითი რეჟიმით რეგისტრაციისა და ეროვნული რეჟიმით რეგისტრაცია-აღნუსხვისათვის წარდგენილი ელექტრონული დოკუმენტაცია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთი თვის ვადაში საჭიროებს ორიგინალი დოკუმენტაციით ჩანაცვლებას. ორიგინალი დოკუმენტაციის ზემოაღნიშნულ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, გააუქმოს რეგისტრაცია, რეგისტრაცია/აღნუსხვა.

5. სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უზრუნველყოს 2020 წლის 2 აპრილამდე ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სტომატოლოგიური მასალებისა და სადიაგნოსტიკო საშუალებების (ტესტ-სისტემების)) რეგისტრაციისათვის წარდგენილი ორიგინალი დოკუმენტაციის განხილვა და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო დოკუმენტაციაში გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, შეჩერდეს „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1111 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-9 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული სარეგისტრაციო პროცედურებისათვის განსაზღვრული ვად(ებ)ის დინება, გაგრძელდეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ და აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობოს დაინტერესებულ პირს.

6. სამინისტროს სისტემაში შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა №3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან.“.

3. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის გათვალისწინებით, ამავე ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით, მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისგან, ხოლო უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით გასაფორმებელი ხელშეკრულებების/ შეთანხმებების მიმართ − აგრეთვე სხვა მუხლების მოთხოვნებისგან;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია