„საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №219 |
|
2020 წლის 3 აპრილი ქ. თბილისი |
1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ადმინისტრაციული წარმოების ცალკეული საკითხები
1. საგანგებო მდგომარეობის ვადით ჩერდება:
ა) სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის ვადები, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის IV თავით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის დაკისრებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმის ან/და საურავის გადახდის ვადები.
2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიეცეს უფლება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირები ადგენენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს, ხოლო მოცემული მოთხოვნების შესრულების კონტროლი და შესაბამისი პროცედურები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
2. მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს, სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.04.2020.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 03.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №219. სარეგისტრაციო კოდი — 120160030.10.003.021931.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2020 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №219, 03.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 120160030.10.003.021931 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4845380/