„ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა N 232
ქ. თბილისი
1998 წლის 1 სექტემბერი
ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ
1. მიღებული იქნეს საბაჟო დეპარტამენტის წინადადება და საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით, ტრანზიტის რეჟიმით გადაადგილებულ ეთილის სპირტზე, შემოღებული იქნეს სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგ-ზე 8 თეთრის ოდენობით.
2. შემოღებული იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო საგუშაგო ყაზბეგის და ქართლის მოძრავი რეგიონალური საბაჟოს მიმართულებით რეექსპორტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასური 1კგზე 8 თეთრის ოდენობით.
3. ტრანზიტისა და რეექსპორტის რეჟიმით საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებული ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურეობის საფასურის სახით მიღებული თანხა მთლიანად ჩაირიცხოს საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
ფინანსთა მინისტრი მ. ჭკუასელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ეთილის სპირტის სატერმინალო მომსახურების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/48454/