სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-149/ო

2020 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის  №1 დეკრეტის გათვალისწინებით და „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის   შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული:

ა) ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები (დანართი №1);

ბ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამშენებლო სექტორისთვის (დანართი №2).

გ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასაზღვრო-გამშვები პუნქტის პერსონალისთვის (დანართი №3);

დ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სასტუმროს პერსონალისა და სტუმრებისთვის (დანართი №4);

ე) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები მომსახურების სექტორისთვის (ბანკები, აფთიაქები და სავაჭრო ობიექტები) (დანართი №5);

ვ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სატრანსპორტო სექტორისთვის (დანართი №6);

ზ) ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციები სამთო-მოპოვებითი სექტორისთვის (დანართი №7);

თ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობებისთვის (დანართი №8);

ი) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საგამომცემლო საქმიანობებისათვის (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა) (დანართი №9);

კ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით (დანართი № 10);

ლ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით (დანართი №11);

მ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო  საქმიანობა,  ავოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება-კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) სექტორისთვის   (დანართი № 12);

ნ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორისთვის (დანართი №13);

ო) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება,  წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორისთვის (დანართი №14);

პ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/„საკურიერო სერვისი“) საქმიანობებითვის   (დანართი №15).

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტის მიუხედავად, ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია:

ა) სამუშაო ადგილზე სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა (ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით) და აღრიცხოს იგი, მისთვის ხელსაყრელი მეთოდით (თუ ამ ბრძანების შესაბამისი დანართი არ მოიცავს დამატებით მოთხოვნებს);

ბ) უზრუნველყოს „ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების მოთხოვნათა დაცვა, ამავე დადგენილებით დაშვებული გამონაკლისების გათვალისწინებით.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის № 01-120/ო ბრძანება.

4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მინისტრი               ეკატერინე ტიკარაძე

📎 დანართები (15)
დანართი_1.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი - 2.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_3.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_4.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_5.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_6.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_7.pdf PDF

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

დანართი_N8.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №8

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დამამუშავებელი მრეწველობის (კარიერის დამუშავების, არალითონური მინერალური პროდუქტების, ლითონის მზა ნაწარმის, კოქსისა და ნავთობპროდუქტების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავის, ქაღალდის, რეზინის, პლასტმასის, მინის, მანქანებისა და მოწყობილობების, ხე-ტყის, ხის და კორპის) საქმიანობებისთვის

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • C:\Users\kdartsmelia.MOLHSA.000\Desktop\qar.PNGმათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ინფიცირებულ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად N1 ცხრილში მოცემული ფორმით:

(ცხრილი N1)

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • უზრუნველყოს დასაქმებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე/საჭიროების შემთხვევაში: ხელთათმანი, სახის ფარი და/ან შესაბამისი სათვალე);

  • მიაწოდოს დასაქმებულებს ინფორმაცია უსაფრთხო მუშაობის პროცედურების და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ (იხელმძღვანელოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით);

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • იმ დასაქმებულებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს დასაქმებულების როტაცია;

  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები, გამოყოს პირი, რომელიც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;

  • რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სასურველია შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა ან შესაბამისი ბახილების გამოყენება;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი), დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის პულტების, ღილაკების, კლავიატურის, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

  • მოაწესრიგოს ერგონომიკა;

  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

  • ღია ცის ქვეშ მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს დამცავი ხალათები, წინსაფრები (საჭიროების შემთხვევაში), ნიღბები, ხელთათმანები. უზრუნველყოს გამოყენებული ტანსაცმლის დატოვება სამუშაო სივრცეში და არ დაუშვას დასაქმებულთა მიერ მათი სახლში წაღება.

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია: ერთ სამუშაო პლატფორმაზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩასატარებლად სამსახურში გამოცხადდით სამკაულების გარეშე. ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილებლად:

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

  • დახველების ან დაცემინების შემდეგ;

  • ტუალეტით სარგებლობამდე და შემდეგ;

  • ქაღალდის ფულსა და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ.

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_N9

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID- 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები საგამომცემლო საქმიანობებისათვის (ბეჭდური მედიის, წიგნების და ბროშურების გამოცემა)

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

print-ის სურათის შედეგი

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ინფიცირებულ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად N1 ცხრილში მოცემული ფორმით:

(ცხრილი N1)

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • მიაწოდოს ინფორმაცია ყველა დასაქმებულს და კონტრაქტორს, დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს უსაფრთხო მუშაობის პროცედურებისა და ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ;

  • იქ, სადაც შესაძლებელია სამუშაოს შესრულება, განახორციელოს დისტანციურად, უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

უზრუნველყოს დასაქმებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე/სამედიცინო ნიღაბი საჭიროების შემთხვევაში: ხელთათმანი, სახის ფარი და/ან შესაბამისი სათვალე);

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს დასაქმებულების როტაცია;

  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები, გამოყოს პირი, რომელიც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით.

  • რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში (მათ შორის პოლიგრაფიულ დანადგარებთან, ხელსაწყოებთან), არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სასურველია სამუშაო არეალში შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა ან შესაბამისი ბახილების გამოყენება;

  • სამუშაო ადგილებზე (მათ შორის პოლიგრაფიულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან) განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, ჩაფხუტი, ხელთათმანი, სამედიცინო ნიღაბი), დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის პოლიგრაფიული დანადგარების, ხელსაწყოების, პულტების, ღილაკების, კლავიატურის, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება დღეში რამდენჯერმე შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

  • მოაწესრიგოს ერგონომიკა;

  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით.

print-ის სურათის შედეგიდასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას, რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩასატარებლად დასაქმებულები გამოცხადდით სამკაულების გარეშე. ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილებელად :

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

  • დახველების ან დაცემინების შემდეგ;

  • ტუალეტით სარგებლობამდე და შემდეგ;

  • ქაღალდის ფულის და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ.

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_N10

MOH 1 Logo-GEOდანართი № 10

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ელექტროენერგიის მიწოდების, წყლის დაგროვება/დამუშავება/განაწილებისა და ნარჩენების მართვის მიმართულებით

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • Vector Illustration of Light Bulb Icon | Freestock iconsმათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით და გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ავადმყოფ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად N1 ცხრილში მოცემული ფორმით:

(ცხრილი N1)

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშავოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

უზრუნველყოს დასაქმებულები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სამედიცინო ნიღაბი, ხელთათმანი, სპეც.ფეხსაცმელი, სახის ფარი ან/და შესაბამისი სათვალე);

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • იმ დასაქმებულებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში გამოიყენოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს დასაქმებულების როტაცია;

  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები, გამოყოს პირი, რომელიც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით;

  • რეკომენდირებულია ერთ სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში, არაუმეტეს 10 ადამიანის ერთობლივი მუშაობა, შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სასურველია შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა ან შესაბამისი ბახილების გამოყენება;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • დასაქმებულებისათვის უზრუნველყოს ხელის დაბანის შესაძლებლობა, შესაბამისი საპნითა და სხვა ჰიგიენური საშუალებებით;

  • ხელის დაბანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მის შენახვა/მოცილებაზე;

  • დარწმუნდეს, რომ დასაქმებულებს აქვთ წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან და იციან მათი სწორად გამოყენება;

  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ხელის ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;

  • გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობის (მათ შორის პულტების, ღილაკების, კლავიატურის, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება დღეში რამდენჯერმე შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით. სატრანსპორტო საშუალებებისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია ყოველი შესრულებული სამუშაოს შემდგომ;

  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია, შესაძლებლობის ფარგლებში, უზრუნველყოს დისტანციურად. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების გაწევამდე, მოიკვლიოს ინფორმაცია მომხმარებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სამუშაოს შესასრულებლად გაუშვას ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სრულად აღჭურვილი ჯგუფი;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით;

  • ნარჩენების გატანისას უზრუნველყოს დასაქმებულთა სრულად აღჭურვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

დასაქმებულთა ვალდებულებები

Ნარჩენების გადამამუშავებელი ...ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცვათ ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩასატარებლად არ გამოცხადდეთ სამკაულებით. ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილებლად:

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

  • დახველების ან დაცემინების შემდეგ;

  • ტუალეტით სარგებლობამდე და შემდეგ;

  • ქაღალდის ფულის და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ;

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ;

  • სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;

  • გამოიყენეთ მინიმუმ 70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა) დასაქმებულებთან და მომსახურების გაწევისას სხვა პირებთან;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი მოათავსეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

  • გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებლად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_11.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №11

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები დასაქმებულთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

ყველა დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისთვის, რომელზეც ვრცელდება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნა, დამსაქმებელმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა უსაფრთხო ტრანსპორტირება შემდეგი წესების დაცვით:

  • M3 » ავტომობილების ინსპექტირების ...მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებისას, მძღოლის ჩათვლით ნებადართულია 3 პირის გადაადგილება. ასეთ შემთხვევაში მგზავრების განთავსება უნდა მოხდეს მძღოლის უკანა სავარძელზე, შესაბამისი დისტანციის დაცვის შესაძლებლობის გათვალისწინებით;

  • M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულთა გადაადგილების შემთხვევაში, სავარძლებზე მგზავრების განთავსება უნდა განხორციელდეს ჭადრაკისებურად;

  • ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულებისთანავე, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია;

  • ტრანსპორტით გადაადგილებისას, დასაქმებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი თვალის/სახის დამცავი ფარი);

  • M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხე;

  • დამსაქმებელმა ან მისმა წარმომადგენელმა, უნდა უზრუნველყოს ტრანსპორტირებამდე დასაქმებულთათვის ინფორმაციის მიწოდება, დადგენილი სტანდარტების შესახებ და გააცნოს ჰიგიენური საშუალებების სწორად მოხმარების წესები;

  • ავტომობილით გადაადგილებისას, უნდა ხდებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონის ბუნებრივი ვენტილაცია;

  • გარკვეული პერიოდულობით მოახდინოს ხშირად გამოყენებული სამუშაო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დეზინფექცია, სატრანსპორტო საშუალებების შიგნით არსებული ინვენტარის სანიტარული დამუშავება ყოველი შესრულებული სამარშუტო ხაზის შემდგომ, მაგრამ არაუმეტეს მგზავრების გადაყვანამდე 10 საათით ადრე;

  • გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებში უნდა არსებობდეს დახურული კონტეინერი;

  • M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისას, შესაძლებლობის გათვალისწინებით, უნდა მოეწყოს დროებითი დამცავი გამჭვირვალე ბარიერი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის კაბინასთან;

  • აღირიცხოს ყოველ ჯერზე ერთ ჯგუფად გადაყვანილი მგზავრები სახელების, გვარების და თარიღის მითითებით.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_12

MOH 1 Logo-GEOდანართი №12

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები მომსახურების/საოფისე (ოპერატორები, კერძო დაცვითი და საადვოკატო საქმიანობა, ავტოტექმომსახურება, პრესის ჯიხურები, სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, საბაჟო საწყობები, სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები, სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები, კომპიუტერული დაპროგრამება- კონსულტირება, საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები, სადაზღვევო და სალიზინგო, სარეკლამო სააგენტოების საქმიანობები, სააღრიცხვო-საბუღალტრო და სააუდიტო საქმიანობები, საგადასახადო კონსულტირება, საკონსულტაციო საქმიანობები, ბიზნესისა და მართვის, არქიტექტურული საქმიანობები, იურიდიული მომსახურება, საინჟინრო-საკონსულტაციო საქმიანობები, ონლაინ ვაჭრობა, ყველა სახის დისტანციური მომსახურება, აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ შემფასებელი პირების საქმიანობები, საგადასახადო სისტემის ოპერატორების საქმიანობები) სექტორისთვის

2007 წლის 25 სექტემბრის

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ავადმყოფ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად.

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს თანამშრომელთა როტაცია;

  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბედე);

  • უზრუნველყოს ოფისებში ავეჯის ისეთი განლაგება, რომ მოსაუბრეებს შორის დაცული იყოს 2 მ დისტანცია;

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • უზრუნველყოს სამუშაო ინვენტარისა და მოწყობილობების დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს სამუშაო სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილებლად:

  1. საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ.

  2. დახველების ან დაცემინების შემდეგ.

  3. თანხის კუპიურებთან და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება;

  • თუ საქმიანობა ითვალისწინებს ფულის ნიშნებთან და პროდუქციასთან ურთიერთობას, აუცილებელად გამოიყენეთ სხვადასხვა ხელთათმანი. შესაძლებლობის შემთხვევაში ეს საქმიანობა განაწილდეს ორ პირზე.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_13

MOH 1 Logo-GEOდანართი №13

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის (მემცენარეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, ცხოველთა სასაკლაოები, სასათბურე მეურნეობები) სექტორისთვის

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ავადმყოფ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად.

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს თანამშრომელთა როტაცია;

  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები.

  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცეში დასაქმებულთა შორის 2 მ დისტანციის დაცვა;

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით; სხვა შემთხვევაში, სამუშაო არეალში შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა/ბახილების გამოყენება;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები.

  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში, შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • უზრუნველყოს სამუშაო იარაღების, ინვენტარისა და მოწყობილობების დამუშავება რამდენჯერმე დღეში, შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

მოაწესრიგოს ერგონომიკა; დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ნიღაბი, თვალების დამცავი საშუალებები);

  • პესტიციდებთან მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს რესპირატორული ნახევარნიღაბი ფილტრებით ან კარტრიჯით, ბამბის თავსაბურავი, ქიმიური ნივთიერებებისადმი მედეგი: დამცავი სათვალეები, გრძელი ხელთათმანები, ფეხსაცმელები, ერთჯერადი ბამბის კომბინიზონი;

  • ღია ცის ქვეშ მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს დამცავი ხალათები, წინსაფრები (საჭიროების შემთხვევაში), ნიღბები, ხელთათმანები;

  • უზრუნველყოს გამოყენებული ტანსაცმლის დატოვება სამუშაო სივრცეში და არ დაუშვას დასაქმებულთა მიერ მათი სახლში წაღება;

  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენის სრულყოფილად ჩასატარებლად სამსახურში გამოცხადდით სამკაულების გარეშე. ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილებლად :

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

  • დახველების ან დაცემინების შემდეგ;

  • ტუალეტით სარგებლობამდე და შემდეგ.

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_14

MOH 1 Logo-GEOდანართი №14

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები წარმოების (ქიმიკატების, ფარმაცევული პროდუქტების წარმოება, წისქვილების, საკვები პროდუქტების: პურისა და პურ-ფუნთუშეულის, რძის და სხვა პროდუქტების საქმიანობა ) სექტორისთვის

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ავადმყოფ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემოს და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად.

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • მიუხედავად იმისა, არის თუ არა გამოვლენილი ინფექციის შემთხვევა, შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ავადმყოფობის გამო გაცდენილი სამუშაო დღეების შემცირებას, გამოვლენის შემთხვევაში კი - გავრცელების პრევენციას;

  • შეიმუშაოს იმ პირთა დაუყოვნებელი იზოლაციის პოლიტიკა და პროცედურები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები ან/და სიმპტომები გააჩნიათ, აღნიშნულთან დაკავშირებით მოახდინოს მათი ინფორმირება;

  • განათავსოს თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • იმ თანამშრომლებთან დაკავშირებით, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენება;

  • შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

  • გამოიყენოს თანამშრომელთა როტაცია;

  • მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები, გამოყოს პირი, რომელიც დაამუშავებს სამუშაო პლატფორმას შესაბამისი წესით. სადეზინფექციო სამუშაო ჩაატაროს დღეში რამდენჯერმე;

  • სამუშაო უბანზე, დახურულ სივრცეში სამუშაოების განხორციელება უზრუნველყოს შესაბამისი დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • ადმინისტრაციული შენობების შესასვლელთან განათავსოს დეზობარიერები, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით. სხვა შემთხვევაში, სამუშაო არეალში შესვლამდე მოხდეს ფეხსაცმლის შეცვლა;

  • სამუშაო ადგილებზე განათავსოს ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;

  • უზრუნველყოს, სამუშაო ადგილზე ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;

  • მიაწოდოს ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;

  • უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის გამოყენების შემთხვევაში მისი პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

  • უზრუნველყოს ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის პულტების, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;

  • უზრუნველყოს სამუშაო იარაღების, ინვენტარისა და მოწყობილობების დამუშავება რამდენჯერმე დღეში შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით, ხოლო ინვენტარი, რომელიც გამოიყენება საკვები პროდუქტების წარმოებისთვის დამუშავდეს ცხელი გამდინარე წყლით შესაბამისი სარეცხი საშუალებების გამოყენებით;

  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე, უზრუნველყოს დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;

  • მოაწესრიგოს ერგონომიკა;

  • დასაქმებულები უზრუნველყოს, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, რათა მაქსიმალურად იქნას აცილებული თმების შეხება სახესთან, ხელთათმანი, პირბადე), დააწესოს კონტროლი მათ გამოყენებაზე;

  • ფარმაცევტული/ქიმიური ნივთიერებების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შემთხვევაში მიაწოდოს რესპირატორული ნახევარნიღაბი ფილტრებით ან კარტრიჯით, ბამბის თავსაბურავი, ქიმიური ნივთიერებებისადმი მედეგი: დამცავი სათვალეები, გრძელი ხელთათმანები, ფეხსაცმელები, ერთჯერადი ბამბის კომბინიზონი;

  • ღია ცის ქვეშ მუშაობის შემთხვევაში მიაწოდოს დამცავი ხალათები, წინსაფრები (საჭიროების შემთხვევაში), ნიღბები, ხელთათმანები;

  • უზრუნველყოს გამოყენებული ტანსაცმლის დატოვება სამუშაო სივრცეში და არ დაუშვას დასაქმებულთა მიერ მათი სახლში წაღება;

  • უზრუნველყოს სამუშაო სივრცის დროული დასუფთავება და ნარჩენების დროული გატანა;

  • უზრუნველყოს დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოხდეს ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ.

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;

  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;

  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);

  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მ-სა);

  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;

  • ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ დამატებით აუცილბელად:

  • საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ;

  • დახველების ან დაცემინების შემდეგ;

  • ტუალეტით სარგებლობამდე და შემდეგ;

  • თანხის კუპიურებთან და მონეტებთან ხელით შეხების შემდეგ;

  • საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით. დაბანის შემდგომ ხელები კარგად გაიმშრალეთ;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;

  • დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება;

  • გახსოვდეთ, რომ არ არის სასურველი ლითონის საყურეების, ბეჭდების და თმის ჟელეს გამოყენება.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

დანართი_15.docx

MOH 1 Logo-GEOდანართი №15

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი

ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო!

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები

მიტანის მომსახურების (ე.წ. „დელივერი სერვისი“/,,საკურიერო სერვისი“) საქმიანობებისთვის

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG

პერსონალი (კურიერი) არ უნდა გამოცხადდეს სამუშაო ადგილზე იმ შემთხვევაში, თუ:

  • მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

  • ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი შესაბამისად დადგენილი წესით);

  • აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

  • მიეკუთვნებიან COVID-19-ით დაინფიცირებისა და გართულებების მაღალი რისკის მქონეებს: 70 წელს გადაცილებული, აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებები) მქონე პირები.

დამსაქმებლის ვალდებულებები

  • სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით ან გამოკითხვით. ამ მიზნით, მონაცემები აღრიცხოს ჟურნალში, სადაც დაფიქსირებული იქნება პასუხები შემდეგ კითხვებზე:

1. ტემპერატურული რეაქცია.

2. შემდგარი კონტაქტი ავადმყოფ და ინფექციაზე საეჭვო პირთან.

3. რესპირატორული სიმპტომების არსებობა, ასევე გემო და სუნის აღქმის დაკარგვა.

ჟურნალის წარმოება შესაძლებელია ელექტრონულად.

N შემოწმების დღე და საათი დასაქმებულის შესახებ მონაცემები ტემპერატურა კონტაქტი (დიახ, არა) რესპირატორული სიმპტომები (დიახ, არა) შენიშვნა ხელმოწერა
  • ყოველდღიურად აღრიცხოს კურიერის გადაადგილების მარშუტი, მომხმარებლის შესახებ ინფორმაციისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით;

  • შეკვეთის განხორციელებამდე, შესაძლებლობის ფარგლებში მიიღოს ინფორმაცია (თვითიზოლაცია, რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები) იმ მომხმარებლის შესახებ, რომლის მომსახურება უნდა განხორციელდეს და აღნიშნულის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია კურიერს;

  • უზრუნველყოს კურიერები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი,პირბადე, სახის ფარი/ შესაბამისი სათვალე);

  • მიაწოდოს ინფორმაცია COVID-19-ისა და იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ამავე სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რათა დასაქმებულებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაეცნონ მათ სამუშაო პროცესის დაწყებამდე;

  • უზრუნველყოს დასაქმებულები სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ან სხვა სპეციალური ხელის სადეზინფექციო საშუალებებით;

  • კომპანიები, რომლებიც ახდენენ მომხმარებლისთვის ე.წ. მიტანის სერვისით მიწოდებას, ვალდებულია უზრუნველყონ შემდეგი პირობების დაცვა:

  1. პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, აღჭურვილი უნდა იყოს პირბადითა და ხელთათმანით.

  2. სურსათის მიწოდების შემთხვევაში, სურსათი მოთავსებული უნდა იყოს ერთჯერად გადასატან ტარაში, ხოლო მრავალჯერადად გამოსაყენებელი კონტეინერების რეცხვა-დეზინფიცირება უნდა მოხდეს ყოველი გამოყენების შემდეგ, სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით.

  3. სურსათის ტრანსპორტირებისას დაცულ უნდა იქნეს სურსათის ტემპერატურული რეჟიმი.

  4. პროდუქტის/ნებისმიერი ნივთის მიწოდებისას, არსებულ შეფუთვას, გარედან უნდა დაემატოს მეორე შეფუთვა, რომლის მოხსნაც მოხდება მიმღების მიერ.

  5. შეკვეთის მიღებისას, მოსთხოვოს მომხმარებელს სერვისით სარგებლობისთვის სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.

  • უზრუნველყოს გარკვეული პერიოდულობით სატრანსპორტო საშუალებების სანიტარული დამუშავება;

  • უზრუნველყოს ნაღდი ფულის გამოყენების შემცირების გზები.

დასაქმებულთა ვალდებულებები

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო სივრცეში;

  • სამუშაოს შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;

  • სამუშაოს დაწყებამდე და მიმდინარეობისას გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალებები სამუშაო ადგილებისა და ხელსაწყოების დასუფთავებისთვის;

  • გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანასა და გაშრობას;

  • მომხმარებელთან ურთიერთობისას საკვების გადაცემის დროს დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (არანაკლებ 2 მ-სა);

  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;

  • წინასწარ მოსთხოვეთ შემკვეთს, სახლის კარებთან განათავსოს სპეციალური სადგამი პროდუქტის დასადებად, უკონტაქტო გადაცემისათვის.

D:\Users\bperadze\Desktop\Captures.PNG