„სამკერდე ნიშნის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ“
მიღების თარიღი 03.08.1998
ძალის დაკარგვა 28.01.2022
გამომცემი ორგანო შინაგან საქმეთა სამინისტრო
ნომერი №396
სარეგისტრაციო კოდი 340.012.003.338
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 05/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამკერდე ნიშნის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №396
1998 წლის 3 აგვისტოს
ქ. თბილისი
სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ
1. დაწესდეს „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ სამკერდე ნიშანი საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ოფიცერთა შემადგენლობის დასაჯილდოებლად.
2. დამტკიცდეს დებულება სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ (დანართი №1).
3. დამტკიცდეს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ აღწერილობა და სამკერდე ნიშნის მოწმობა (დანართი № 2.3).
4. დაევალოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს უზრუნველყოს სამკერდე ნიშნის, მოწმობის ბლანკებისა და დაჯილდოების ფურცლების დამზადება.
5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.
მინისტრი
პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი კ. თარგამაძე