„სამკერდე ნიშნის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №396

1998 წლის 3 აგვისტოს

ქ. თბილისი

სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ დაწესების შესახებ
1. დაწესდეს „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ სამკერდე ნიშანი საქართველოს შსს შინაგანი ჯარების ოფიცერთა შემადგენლობის დასაჯილდოებლად.

2. დამტკიცდეს დებულება სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ (დანართი №1).

3. დამტკიცდეს სამკერდე ნიშნის „საქართველოს შსს შინაგან ჯარებში წარჩინებული სამსახურისათვის“ აღწერილობა და სამკერდე ნიშნის მოწმობა (დანართი № 2.3).

4. დაევალოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტს, კადრებისა და პირად შემადგენლობასთან მუშაობის მთავარ სამმართველოს უზრუნველყოს სამკერდე ნიშნის, მოწმობის ბლანკებისა და დაჯილდოების ფურცლების დამზადება.

5. ბრძანება ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.

6. ბრძანება დაიგზავნოს კუთვნილებისამებრ.

 

მინისტრი

პოლიციის გენერალ-ლეიტენანტი                                                                კ. თარგამაძე