ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2020
გამომცემი ორგანო ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016399
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2020
matsne.gov.ge 791 სიტყვა · ~4 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დაწესებულება
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო)
მუხლი 2
განპიროვნებული ავტომობილი
ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
სამორიგეო ავტომობილი
ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე
მუხლი 2
საშტატო რიცხოვნება
ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (12)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე) 1.1
ცხენის   ძალა   არანაკლებ 82
გადაცემათა   კოლოფი მექანიკური,  არანაკლებ  5- საფეხურიანი
სიგრძე   არანაკლებ 3665
სიგანე   არანაკლებ 1600
სიმაღლე   არანაკლებ 1575
წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ/ზე   არაუმეტეს 8 ლიტრი
ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი
აუცილებელი   მოთხოვნა 4X4
ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (  მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე 1.1
წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ /ზე   არაუმეტეს 9.3
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 02.12.2019 ქარელის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 26.08.2022 დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამსახურეობრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ჰიბრიდი 96% 30.07.2024 ხაშურის მუნიციპალიტეტის ორგანოების სამსახურებრივი უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.11.2019 თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.04.2021

დოკუმენტის ტექსტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 2020 წლის 6 აპრილი დაბა ხარაგაული  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის  მე-2  პუნქტისა და  „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის  წესი დანართი №1-ის შესაბამისად     მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე                                                                                  დანართი №1      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესი მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ა)დაწესებულება – მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო); ბ) განპიროვნებული ავტომობილიავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; გ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; დ) საშტატო რიცხოვნება – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა. მუხლი 3🔗 განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები განპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირს: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს; 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებს (არაუმეტეს 2). 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. მუხლი 4🔗. სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი 1. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობა დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთულზე 1 ერთეული. 2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის  ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს. 4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ.          მუხლი 5🔗. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი 1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული, სამორიგეო საჭიროების მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის. 2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. 3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. 4. ამ წესის მიზნებისათვის, ავტომობილების კალსიფიკაცია ხორციელდება III კლასის ავტომობილების ნიშნით. აღნიშნული კლასის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1 და ცხრილი №2-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის. 5. ავტომობილის შესყიდვის  განხორციელების დაწყებამდე  საქართველოს მთავრობის  2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“  მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ავტომობილის შესყიდვის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. მუხლი 6🔗. წესით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობების დადგენა დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე. ცხრილი №1 III  კლასის მსუბუქი ავტომობილები ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე) 1.1 ცხენის   ძალა   არანაკლებ 77 გადაცემათა   კოლოფი მექანიკური,  არანაკლებ  5- საფეხურიანი სიგრძე   არანაკლებ 3850 სიგანე   არანაკლებ 1695 სიმაღლე   არანაკლებ 1455 წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ/ზე   არაუმეტეს 8 ლიტრი საგარანტიო   პირობები 5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე  (ძრავა ,  ხიდი , გადაცემათა   კოლოფი), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი ( რომელიც   ადრე   შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე , გარდა   სწრაფცვეთადი   ნაწილებისა (ელექტრონათურები, ელექტრომცველები,  შუშის   საწმენდი   ჯაგრისები, გადაბმულობის   ქურო ,  საყრდენი   დისკი   დამომჭიმი   საკისარი უსაფრთხოების   დამადასტურებელ დოკუმენტად   ჩაითვალოს:  შემოთავაზებული მარკის   ავტომობილის   ნებისმიერ   მოდელზე აღებული   შესაბამისი   ქრაშტესტის   სერტიფიკატი NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS (ამერიკულიქრაშტესტი) ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი აუცილებელი   მოთხოვნა სათადარიგო   საბურავი აუცილებელი   მოთხოვნა წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში აუცილებელი   მოთხოვნა კონდიციონერი; აუდიო სისტემა აუცილებელი   მოთხოვნა საჭის   გამაძლიერებელი ცხრილი №2 III  კლასის მაღალი   გამავლობის მსუბუქი   ავტომობილები ძრავას   მოცულობა   არანაკლებ (  მონაცემები   დამრგვალებულია   მეათედებამდე 1.1 ცხენის   ძალა   არანაკლებ 82 გადაცემათა   კოლოფი მექანიკური,  არანაკლებ  5- საფეხურიანი სიგრძე   არანაკლებ 3665 სიგანე   არანაკლებ 1600 სიმაღლე   არანაკლებ 1575 წვა  (შერეული   წვის   პირობებში) 100  კმ /ზე   არაუმეტეს 9.3 საგარანტიო   პირობები 5  წელი   ძირითად   აგრეგატებზე  (ძრავ,  ხიდი, გადაცემათა   კოლოფი), 3  წელი   ან  150000  კილომეტრი (რომელიც   ადრე   შესრულდება)  სრულ ავტომანქანაზე, გარდა   სწრაფცვეთადი   ნაწილებისა  (ელექტრონათურები, ელექტრომცველები,  შუშის   საწმენდი ჯაგრისები, გადაბმულობის   ქურო ,  საყრდენი   დისკი   და მომჭიმი   საკისარი) უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალოს:  შემოთავაზებული მარკის   ავტომობილის ნებისმიერ   მოდელზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის  სერტიფიკატი NCAP (ევრო   ქრაშტესტი)  ან  IIHS (ამერიკული   ქრაშტესტი) ან  JNCAP (იაპონური   ქრაშტესტი) ელექტროშუშები მინიმუმ   წინა   ორი აუცილებელი   მოთხოვნა სათადარიგო   საბურავი; წინა  2  უსაფრთხოების   ბალიში აუცილებელი   მოთხოვნა კონდიციონერი;აუდიოსისტემა,  უკანა   საქარე   მინის   ელ.  გათბობა; საჭის   გამაძლიერებელი აუცილებელი   მოთხოვნა ABS აუცილებელი   მოთხოვნა 4X4