ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.04.2020
ძალის დაკარგვა 13.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №516
სარეგისტრაციო კოდი 120160030.22.027.017010
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება
№516
2020 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნული არქივის საქმიანობის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-11 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
ეს ბრძანება, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის (შემდგომ – ეროვნული არქივი) საქმიანობის, მათ შორის, პირთა მომსახურების განხორციელების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებულ წესს.
მუხლი 2🔗
1. ეროვნული არქივი უფლებამოსილია განახორციელოს ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საარქივო მომსახურება დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით (მათ შორის, ტელეფონით), ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
2. ეროვნული არქივი უფლებამოსილია საარქივო მომსახურებით დაინტერესებული პირისგან (შემდგომ – დაინტერესებული პირი) საარქივო მომსახურების გაწევის შესახებ განცხადება მიიღოს ელექტრონული ფოსტის services@archives.gov.ge ან/და ცხელი ხაზის (032) 2140505 საშუალებით.
3. ეროვნული არქივი უფლებამოსილია მოთხოვოს დაინტერესებულ პირს მისი პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი. ეროვნული არქივი უფლებამოსილია გადაამოწმოს დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, ასევე წარდგენილი დოკუმენტების ნამდვილობა. განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების სიყალბის შემთხვევაში პასუხისმგებლობა, მათ შორის სისხლისსამართლებრივი, ეკისრება დაინტერესებულ პირს.
4. ეროვნული არქივი უფლებამოსილია მიიღოს დაინტერესებული პირისგან წარმოდგენილი განცხადების თანდართული დოკუმენტების ასლი (სკანირებული ასლი, ფოტოასლი ან ე.წ. სქრინშოთი) ელექტრონული ფოსტით services@archives.gov.ge ან/და სოციალური ქსელების (Viber, WhatsApp) საშუალებით, აგრეთვე, ეროვნული არქივის (ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი არქივების) ოფისებში განთავსებული სპეციალური საფოსტო ყუთების საშუალებით. აღნიშნული დოკუმენტებია: საარქივო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; საარქივო მომსახურების საფასურის შეღავათით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობების, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის N506 დადგენილებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად; მინდობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის ასლი და სხვ.
5. თუ განცხადებას არ ახლავს ამ მუხლით დადგენილი სავალდებულო დოკუმენტები ან ინფორმაცია, ეროვნული არქივი უფლებამოსილია დაუკავშირდეს განმცხადებელს და მიუთითოს განცხადებასთან დაკავშირებული ხარვეზის არსებობის შესახებ. ხარვეზის შევსებამდე ჩერდება მომსახურების გაწევისთვის განსაზღვრული ვადები.
მუხლი 3🔗
1. ეროვნული არქივი უფლებამოსილია განახორციელოს დისტანციურად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, შემდეგი სოციალურ-უფლებრივი ხასიათის საარქივო ცნობების მომზადება-გაცემა:
ა) დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
ბ) ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
გ) განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
დ) გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
ე) კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
ვ) ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
ზ) კოოპერატივში გაწევრიანების შესახებ საარქივო ცნობა;
თ) დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა;
ი) განათლების ფაქტის დადასტურების შესახებ საარქივო ცნობა;
კ) სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა (15 წლამდე პერიოდი);
ლ) სამუშაო სტაჟის შესახებ საარქივო ცნობა (15 წელზე მეტი პერიოდი);
მ) კონკრეტულ მისამართზე ჩაწერა-ამოწერის შესახებ საარქივო ცნობა;
ნ) განმეორებითი სოციალურ-უფლებრივი საარქივო ცნობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარქივო მომსახურების ვადაა 10 სამუშაო დღე. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „თ“ და „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება შესაძლებელია განხორციელდეს დაჩქარებულ ვადაში.
3. ეროვნული არქივი ვალდებულია დაინტერესებულ პირს მომზადებული საარქივო ცნობა გაუგზავნოს პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან/და „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით (მოთხოვნის შემთხვევაში).
მუხლი 4🔗
1. ეს ბრძანება, გარდა მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ნ“ ქვეპუნქტებისა. ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
2. ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„ნ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2020 წლის 10 აპრილიდან.
3. ეს ბრძანება მოქმედებს „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მოქმედების ვადით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი