ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

მიღების თარიღი 06.04.2020
გამომცემი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №05
სარეგისტრაციო კოდი 310150000.55.067.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,121 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტოს ზოგიერთი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 89% 23.03.2020 გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 80% 05.07.2021 „სააგენტო კომპანიების აღიარების და გემის აგენტების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება 78% 29.11.2024 მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონი 78% 31.05.2023 ტექნიკური რეგლამენტის – „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 01.06.2020

დოკუმენტის ტექსტი

ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №05 2020 წლის 6 აპრილი ქ. ბათუმი ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი და მე-5 მუხლების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2020 წლის 17 მარტის No.4204/Add.5 ცირკულარის „კორონავირუსი (COVID-19) – სახელმძღვანელო მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიება.“. მუხლი 2🔗 ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 12 მარტის ბრძანება №01 „მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში COVID 19-თან დაკავშირებით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორითამარ იოსელიანი ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ მუხლი 1🔗. მიზანი 1. ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში, განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების მიზანია მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით სააგენტომ მეზღვაურთა სერტიფიცირების სფეროში დააწესოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებებისგან გამონაკლისი. 2. ყველა მეზღვაურის საბუთი (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი), რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 1 სექტემბრამდე ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს ყველა სერტიფიკატის მქონე მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე. 3. ყველა გემზე მყოფი მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც ამოიწურა  2020 წლის 1 იანვრის შემდეგ, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 6 თვის ვადით. აღნიშნული ვადის გაგრძელებით სარგებლობს მეზღვაური სააგენტოზე ოფიციალურად მომართვის გარეშე. 3​1. ის მეზღვაურები, რომელებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2020 წლის 1 სექტემბრიდან 2020 წლის 31 დეკემბერამდე, სერტიფიკატები მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 31 მარტამდე. 3​2. ის მეზღვაურები, რომლებიც იმყოფება საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2020 წლის 31 დეკემბერამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 31 მარტამდე. 3​3. მეზღვაურები,  რომელებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი)  მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 იანვრიდან – 2021 წლის 30 აპრილამდე, სერტიფიკატების/მეზღვაურის წიგნაკის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 2021 წლის 30 ივნისამდე. 3​4. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მეზღვაურის სამედიცინო მოწმობას, რომელიც გაცემულია და რომლის მოქმედების ვადაც იწურება 2021 წლის 30 აპრილამდე, მეზღვაურის სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ავტომატურად იქნეს გაგრძელებული  2021 წლის 30 ივნისამდე. 3​​5. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი) მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე,  გემთმფლობელის ან/და გემის ოპერატორი კომპანიის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან. 3​​6. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული წერილის საფუძველზე, რომლის ტიპური ფორმა მოცემულია დანართ №1-ში. 3​​7. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის სააგენტოში გემთმფლობელის/გემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი წერილობით შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: მეზღვაურის გემზე ყოფნის პერიოდი, გემის ადგილმდებარეობა, მომდევნო  ნავსადგური. შეტყობინებას ასევე უნდა ახლდეს მეზღვაურის წერილობითი თანხმობა სერტიფიკატის ვადის გაგრძელების თაობაზე. 3​​8. წინამდებარე მუხლის 3​​5 ქვეპუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ სამედიცინო მოწმობას მოქმედების ვადა ეწურება 2021 წლის 1 ოქტომბრამდე, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 3 თვის ვადით. 3​​9. მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ საბუთებს (კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი/მეზღვაურის წიგნაკი) მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, გემთმფლობელის ან/და გემის ოპერატორი კომპანიის წერილობითი მომართვის საფუძველზე, მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადას სააგენტო აგრძელებს არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით, სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტიდან. 3​10. წინამდებარე მუხლის 3​9 პუნტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მეზღვაურები, რომლებიც იმყოფებიან საერთაშორისო ნაოსნობაში და მათ სამედიცინო მოწმობას მოქმედების ვადა ეწურება 2022 წლის 1 მარტამდე, ავტომატურად იქნეს გაგრძელებული 3 თვის ვადით. 4. მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა ეწურებათ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ მოქმედებს COVID-19თან დაკავშირებული შეზღუდვები და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან დარეგისტრირდებიან სერტიფიკატის განსაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, რომლის ჩატარებაც შეიზღუდა კორონა ვირუსის COVID-19 გამო, შეუძლიათ სერტიფიკატის განსაახლებლად გააკეთონ განაცხადი ჩვეულებისამებრ 2020 წლის 22 აპრილიდან. სააგენტო ყველა ასეთ მეზღვაურზე გასცემს შეაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში. ასეთი უფლებით სარგებლობისთვის მეზღვაური ვალდებულია წარადგინოს მტკიცებულება, რომ იგი დარეგისტრირებულია შესაბამის საწვრთნელ ცენტრში, შესაბამის საწვრთნელ კურსზე. ადმინისტრაციული წერილი, რომელიც გაიცემა ყველა ასეთ სერტიფიკატზე დაადგენს ვალდებულებას, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, წვრთნის გაუვლელობის შემთხვევაში, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება. საზღვაო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხებათ იმ მეზღვაურებს, რომელთა სერტიფიცირებაც ხორციელდება შესაბამის თანამდებობაზე პირველად. 5. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტს დაევალოს ამ მუხლიდან გამომდინარე საჭირო ცნობების გაცემა. 6. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტი უზრუნველყოფს ელექტრონული რეესტრის წარმოებას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 9 ოქტომბრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 09.10.2020წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 22 იანვრის ბრძანება №01 - ვებგვერდი, 22.01.2021წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №10 - ვებგვერდი, 09.08.2021წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 3 დეკემბრის ბრძანება №15 - ვებგვერდი, 03.12.2021წ. მუხლი 2🔗. შეტყობინება საერთაშორისო ორგანიზაციებს წინამდებარე ბრძანება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) წევრ სახელმწიფოებში დაიგზავნოს IMO-ს სამდივნოს მეშვეობით. დანართი №1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №10 - ვებგვერდი, 09.08.2021წ. მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული წერილის ტიპური ფორმა 20------ ყველა კომპეტენტურ ორგანოს ------------------------ საქართველოს სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ ადასტურებს, რომ მეზღვაური –––––––––––––––––––––––––––––––, რომელიც (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი №) ამჟამად მუშაობს ––––––––––––––– დროშის ქვეშ მცურავ გემზე –––––––––––––––––––                           (სახელმწიფოს დასახელება)                                                  (გემის სახელწოდება) ––––––––––––––––––––––– თანამდებობაზე, (თანამდებობა გემზე) მეზღვაურის წიგნაკის, კომპეტენციის/კვალიფიკაციის მოქმედების (დოკუმენტის №)  ვადა გაუგრძელდა –––––––––––––––– მდე,                                      (რიცხვი, თვე, წელი) მეზღვაურის შეცვლის შეუძლებლობის გამო არსებულ რეისში. უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი, გვარი, ხელმოწერა The form of Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency validity extension letter  (Model Letter) To whom it may concern ------------------ The LEPL "Maritime Transport Agency" confirms, that the seafarer ––––––––––––––––– who is currently working on board (Full name, date of birth, personal N) a ship –––––––––––– sailing under the ––––––––––– flag, for the position –––––––––––––––––– , (Ship name)    (State name)       (Position on the ship) Seaman's Book, Certificate of Competency/Proficiency (Document N) Is prolonged to ––––––––––––––––, until ––––––––––––––––, (Day, month, year) Because of the impossibility of disembarkation of seafarer. Authorized official First Name, Last Name, Signature.