,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”
მიღების თარიღი 08.04.2020
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.140.016426
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2020 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2020 წლის 8 აპრილი
დაბა ასპინძა
,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 დეკემბრის N31 დადგენილება (www.matsne.gov.ge,13/12/2017, ს/კოდი 010260020.35.140.016276).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ადმინისტრაციული სამსახური
1. ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობას, აგრეთვე მერიისა და მუნიციპალური სამსახურების საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საორგანიზაციო, ბავშვის უფლებებისდაცვის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების შესწავლასა და გამართულად მუშაობის ორგანიზებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.დ” და ,,დ.ე.” ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით ამტკიცებს მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა, თანამდებობების რანგირებას, საშტატო ნუსხას და თანამდებობრივი სარგოებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილ ფარგლებში.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ასპინძა, მეფე თამარის ქ. №3.
5. ადმინისტრაციულ სამსახურს საქმისწარმოების, კანცელარიიდან გასაცემი დოკუმენტების და ასლების დამოწმებისათვის აქვს ლუქი, ბეჭედი და შტამპი.
მუხლი 2🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. პირველად სტრუქტურულ ერთეულს, ადმინისტრაციულ სამსახურს ხელმძღვანელობსპირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი.
2. სამსახური შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულების –განყოფილებებისაგან.
3. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთანდა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) ბავშვის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება.
4. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, არის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის მერი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებით, სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით (თანამდებობრივი ინსტრუქციით) და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. სამსახურის უფროსიცალკეულიუფლებამოსილებისგანხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს მერის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
7. სამსახურის განყოფილება, მეორადი სტრუქტურული ერთეული, შედგება განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეებისაგან.
8. განყოფილების უფროსისა და სხვა მოხელეთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით (თანამდებობრივი ინსტრუქციებით).
9. საჯარომოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების, შეფასების, სამსახურებრივი გადაყვანის მობილობის წესებიგანისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, მერიის დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებას და ადრესატისათვის გადაგზავნას, მერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;
ბ) სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები) და მერის წარმომადგენლების საქმისწარმოებას,მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
გ) კორესპონდენციის დადგენილი წესით დამუშავებას, დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;
დ) მერის წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების და დავალებების სწრაფ და ეფექტურ შესრულებას, ახდენს წარმომადგენელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას და მათ წინაშე არსებული პრობლემების დროულ გადაწყვეტას;
ე) მუნიციპალიტეტის მერიის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს;
ვ) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
ზ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციებით (სამუშაოთა აღწერილობა) დადგენილი მოთხოვნების დაცვას,მოსამსახურეთასამსახურებრივი მოვალეობებისადა სამუშაოსშესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
თ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ი) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას; მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას, გადამზადებასა და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;
კ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილების შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ლ) მერიის სამუშაო თათბირების და დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას; სათანადო საოქმო ჩანაწერების გაკეთებას;
მ) მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის, საპატიო წოდების მინიჭების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური დევნის შესახებ წინადადებების მომზადებას.
ნ) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობის უზრუნველყოფას; ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას; მუნიციპალიტეტისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და სელექცირებას;
ო) თანამდებობის პირების პრესკონფერენციების ჩატარების ორგანიზებას; მათი საინფორმაციო საშუალებებთან პრესდაიჯესტის მომზადებას და საქმიანობის საჯაროობას;
პ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვისსაჭირომატერიალურ-ტექნიკურიუზრუნველყოფის, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
ჟ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკური მომსახურების, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
რ) ჯანმრთელობის დაცვის, ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების და ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ამ პროგრამათა განხორციელებას და კოორდინაციას. ამ სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს მუნიციპალიტეტის მერს. ხოლო საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წარმომადგენლობით ორგანოს.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებების ფუნქციები
1. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
2. საქმისწარმოების და ადამიანური რესურესების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მერიისა და მერიის სტრუქტურული ერთეულების კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული კორესპონდენციების, მოქალაქეთა მომართვების, განცხადებების მიღებისა და ადრესატისათვის გადაგზავნის, მერის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნების ორგანიზებას;
გ) მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეგისტრაციასა და მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ;
დ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას, საქმეთა ნომერკლატურის შედგენას და არქივირებას;
ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწდომობას, მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით;
ვ) საქმისწარმოებაში ტიტულიანი ფურცლის სათანადოდ გამოყენებას;
ზ) მოხელეთათვის საქმის წარმოების წესის გაცნობასა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
თ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას;
ი) მოსამსახურეთა პირადი საქმეების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას;
კ) მერიის მოსამსახურეთა თანამდებობრივი ინსტრუქციების მომზადებას, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
ლ) საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხის მომზადებას, მათი სამსახურებრივი გადაადგილებისა და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
მ) მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
ნ) საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების,სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლისა და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას;
ო) დისციპლინური ზომების გამოყენების თაობაზე წინადადებების მომზადებას;
პ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ შეთავსებით სხვა სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებით შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის საკითხების შესწავლას, კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე კონტროლს;
ჟ) მერიის სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) და მერის წარმომადგენლების საქმიანობისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, მუნიციპალურ სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობის, აღჭურვის, რემონტისა და კეთილმოწყობის, კომუნალური მომსახურების დაცვის, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
რ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ს) სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას.
3. ადმინისტრაციულ ერთეულებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის მერიის ვებგვერდის ადმინისტრირებას, კომუნიკაციების გამართულობას, ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრას;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კავშირს;
გ) მერიის სამუშაო თათბირების, დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზებას და სამუშაო ოქმების შედგენას;
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების და წარმომადგენლების ასისტენტების საქმიანობის კოორდინაციას;
ე)მერის და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას.
4. ბავშვის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და მის რეალიზებას. ამ პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და მის რეალიზებას. ამ პროგრამის განხორციელების კოორდინაციას;
გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას;
დ) სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთამომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას. ამ სფეროებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
ე) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მომსახურების დარგში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას. ამ პროგრამების განხორციელების კოორდინაციას. ამ სფეროებშიმუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა
სამსახურის დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება ,,ნორმატიული აქტებისშესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.