სს „დიდუბის ავტოვაგზლის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის (გადადების) თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სს „დიდუბის ავტოვაგზლის“განცხადება
აქციონერთა საერთო კრების მოწვევის (გადადების) თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დაწესებული შეზღუდვებისა დააკრძალვების გათვალისწინებით:
2020 წლის 10 აპრილს დღის 12 საათზე მოწვეული, სს „დიდუბის ავტოვაგზალსი (ს/კ 202050699) აქციონერთა საერთო კრება გადაებულად იქნას ცნობილი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით (კრება მოწვეულ იქნა „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ (ს/კ 202050699) წესდების სრული დაცვით; მოწვევის შესახებ განცხადება გამოქვეყნებულ იქნა საკანონმდებლო მაცნეში (გამოქვეყნების თარიღი 16.03.2020);
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 ბრძანების, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტისა და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების, სს „დიდუბის ავტოვაგზალის“ წესდების მე-7 მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აქციონერთა საერთო კრება მოწვეულ იქნას განმეორებით (გადაიდოს), 2020 წლის 28 აპრილს დღის 12:00 საათზე, მაგრამ არაუადრეს საგანგებო მდგომარეობის გაუქმების ვადისა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კარალეთის 4.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანა.
2. სააქციო საზოგადოების დირექტორის გათავისუფლება და ახალი დირექტორის დანიშვნა.
3. ორგანიზაციის საშტატო განრიგის განხილვა შემოსავლების მიმართულების (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).
4. ანაზღაურების ოდენობის განხილვა (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).
5. სამეთვალყურეო საბჭოში ზურაბ ყვავაძის მიერ წარმოდგენილი პირის დამატების საკითხის განხილვა (აქციონერის მიერ დღის წესრიგზე დამატებული საკითხი).
წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საოპერაციო მმართველობის ეფექტურობის გაზრდას, ამ პროცესში აქციონერთა და მენეჯმენტის მაქსიმალური ჩართულობით, რაც დადებით როლს ითამაშებს საზოგადოების განვითარებაში. წარმოდგენილი ცვლილებებით საზოგადოების წესდება მოდიფიცირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
დღის წესრიგთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ დამატებითი განმარტებები მიიღონ საზოგადოების ადმინისტრაციაში.
გენერალური დირექტორი ნატო გელაშვილი