„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№232
სარეგისტრაციო კოდი
120160030.10.003.021944
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №232

2020 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 23/03/2020; 120160030.10.003.021896) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის:

1.  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში, სააგენტო არ განახორციელებს ამავე დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარების ოჯახების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის გადამოწმებას (ბენეფიციარების ცხოვრების ფაქტის დადასტურების მიზნით) და ფულადი დახმარება გაიცემა ამ პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით. ამასთან, სააგენტო უფლებამოსილია, იმ ოჯახებს, რომელთაც თებერვლის ჩათვლით ერიცხებოდათ ფულადი დახმარება და მარტში შეუჩერდათ დახმარების გაცემა, გაუგრძელოს თანხის გაცემა მიმდინარე წლის აპრილიდან და აუნაზღაუროს მარტის მიუღებელი თანხა, გარდა ამ პროგრამის ფარგლებში დადგენილი გამონაკლისებისა.“.

2.  მე-7 პუნქტის:

ა)  „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებთან მიმართებით სააგენტომ უწყვეტად გააგრძელოს ფულადი სოციალური დახმარების – საარსებო შემწეობის გაცემა, მიუხედავად სააგენტოს ინიციატივით „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებითა და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ან/და სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული და/ან აღმოჩენილი (გამოვლენილი) დადასტურებული ინფორმაციისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი გადამოწმება მოთხოვნილია უშუალოდ ოჯახის მიერ; ამ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 1 იანვრიდან განხორციელებულ საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერებებზეც. ამასთანავე, ამ ნორმის საფუძველზე ამავე პერიოდში გაცემული საარსებო შემწეობის თანხები არ ჩაითვალოს ზედმეტად გაცემულად და არ დაექვემდებაროს უკან დაბრუნებას;

გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (საარსებო შემწეობის უწყვეტად გაცემა) საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების (ოჯახის წევრთა რაოდენობა და სარეიტინგო ქულა) მიხედვით, გარდა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სპეციალიზებულ/პენიტენციურ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების  ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ხნის ვადით გასვლისა, რა დროსაც კომპეტენტური ორგანოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდება საარსებო შემწეობის ავტომატური გადაანგარიშება ამ წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით; გარდაცვალებისა და პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში – ოჯახის წევრის გამოკლების შემდგომი თვიდან, სპეციალიზებულ დაწესებულებაში ან მინდობით აღზრდაში განთავსების შემთხვევაში – სააგენტოს მიერ ინფორმაციის მიღების თვიდან (თუ თანხა გადარიცხულია მომდევნო თვიდან), ხოლო საზღვრის კვეთის შემთხვევაში – საზღვრის კვეთის სამთვიანი ვადის (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ) გასვლის შემდგომი თვიდან;“;

ბ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძვლის არსებობისას. შესაბამისად, სარეიტინგო ქულის მინიჭება უნდა განხორციელდეს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 მარტიდან;

ვ) სააგენტო არ არის უფლებამოსილი, შეწყვიტოს ოჯახის რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში, თუ ოჯახის მიერ დარღვეულია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას ან  ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) სააგენტო უფლებამოსილია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებისა და „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრირების მიზნებისთვის ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის სანაცვლოდ ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემები, რაც სააგენტოს მიეწოდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“.

3.  მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები:

„8. სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყოს კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესყიდვა და გადაცემა იმ დევნილი ოჯახებისათვის, რომელნიც 30001-ზე ნაკლები ქულით რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იმავდროულად არიან ონკოლოგიური დაავადების მქონე, მრავალშვილიანი (3 და მეტი არასრულწლოვანი), მკვეთრად გამოხატული შშმ სტატუსის და/ან მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები.

9. ნება დაერთოს სსიპ – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესრულების მიზნით საჭირო შესყიდვები განახორციელოს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ამ პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობის საფუძველზე.“.  

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია