გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2020
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016611
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,026 სიტყვა · ~15 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 05.05.2025 გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.04.2020 თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 28.12.2023 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 12.02.2019 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.05.2021

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2020 წლის 10 აპრილი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული  გარკვეული პროექტების თანადაფინანსების პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების პირობებს, პროცედურებსა და წესებს. 2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ შემდეგ პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე (შემდგომში – „პროგრამა“): ა) პროგრამა „განათლების ხელშეწყობა და თანადაფინანსება“ (გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა) – შემდგომში „გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“; ბ) ქვეპროგრამა „კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა და თანადაფინანსება“, (გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა) – შემდგომში „გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“; გ) ქვეპროგრამა „სპორტული ღონისძიებების დაფინანსება“, (გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების პროგრამა – სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ქვეპროგრამა/კომპონენტი; გორის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების პროგრამა) – შემდგომში, შესაბამისად, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ქვეპროგრამა“ ან „გორის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების პროგრამა“; დ) პროგრამა „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა“, (გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროექტების, ახალგაზრდების ხელშეწყობის და თანადაფინანსების პროგრამა – ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა/კომპონენტი) – შემდგომში „ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა“. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებაზე; ბ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების (სამსახურების) ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე; გ) ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროგრამებით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ფიზიკური პირების ფინანსურ/მატერიალურ წახალისებაზე (დაჯილდოება), აგრეთვე ფიზიკური პირებისთვის ფინანსური დახმარების გაწევასა და წამახალისებელ დაფინანსებაზე/თანადაფინანსებაზე. 4. ამ წესით გათვალისწინებული პროგრამების მართვას, განხორციელებას და თანადაფინანსებული პროექტების/ინიციატივების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური). მუხლი 2🔗. გორის მუნიციპალიტეტის განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა 1. პროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) გორის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში  არაფორმალური განათლების ხელშეწყობა; ბ) გორის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კლასგარეშე  აქტივობების განხორციელება; გ) გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, დაინტერესებისა  და ჩართულობის გაზრდა  გორის მუნიციპალიტეტის მერიის  განათლების მუნიციპალურ პროგრამებში; დ) პროგრამის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის  მერიის თანამშრომლობის/კოორდინაციის ხელშეწყობა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან. 2. პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: ა) არაფორმალური განათლება; ბ) საბუნებისმეტყველო მიმართულება; გ) საგანმანათლებლო-კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები. 3. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 5. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის/ინიციატივის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსებას. მუხლი 3🔗. გორის მუნიციპალიტეტის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა 1. პროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) იმ ორგანიზაციების ხელშეწყობა, რომლებიც მოღვაწეობენ ხელოვნების სფეროში და კულტურული პროექტების განხორციელებით, ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებით უზრუნველყოფენ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კულტურის სფეროს გაუმჯობესებას; ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ კულტურის სფეროში მოღვაწე იმ ხელოვანების ან/და ანსამბლების ხელშეწყობა, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ ღონისძიებებში, ფესტივალებში, კონკურსებში, კულტურის სფეროსთან დაკავშირებულ კონფერენციებში, მასტერკლასებში, რისი საშუალებითაც შეძლებენ საკუთარი ნიჭის რეალიზებას და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. 2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; დ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ან მოღვაწე  ხელოვანები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ ის სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის/ინიციატივის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსებას ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის განხორციელებაში მონაწილეობას მატერიალური ან ტექნიკური რესურსით. მუხლი 4🔗. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) გორის მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების და საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ბ) გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები/რეგისტრირებული/მოღვაწე პირების სხვადასხვა სპორტის სახეობის ოლიმპიადებში და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში მსგავსი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; გ) გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის სპორტული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა. 2. ქვეპროგრმის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; გ) გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული/მცხოვრები სპორტსმენები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომელთაც სპორტული ღონისძიების განხორციელებისათვის/ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ექნებათ გარკვეული ფინანსური ან ტექნიკური მხარდაჭერა. მუხლი 5🔗. გორის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების პროგრამა 1. პროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაგბის პოპულარიზაცია და განვითარება; ბ) გორის მუნიციპალიტეტში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა; გ) გორის მუნიციპალიტეტში რაგბში ჩართული გუნდებისა და სკოლების ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა და ამ გზით მათი სპორტული მიღწევების და შემდგომი პროგრესის ხელშეწყობა. 2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომელთაც სპორტული ღონისძიების განხორციელებისათვის/ღონისძიებაში მონაწილეობისათვის ექნებათ გარკვეული ფინანსური მხარდაჭერა. მუხლი 6🔗. ახალგაზრდული პროგრამების/პროექტების თანადაფინანსების ქვეპროგრამა 1. ქვეპროგრამის ფარგლებში პროექტების/ინიციატივების თანადაფინანსების მიზნობრივი მიმართულებებია: ა) ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება გორის მუნიციპალიტეტში და  თვითმმართველობის პროცესებში საზოგადოების ინტენსიური ჩართვა;  ბ) ახალგაზრდების მიერ დაგეგმილი და ორგანიზაციების (დაინტერესებული) მიერ მხარდაჭერილი/წარმოდგენილი იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ორიენტირებულია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ/მცხოვრებ ახალგაზრდებზე;  გ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული/მცხოვრები ახალგაზრდების როლის გაზრდა ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 2. ქვეპროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი/განაცხადი, შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდება მხოლოდ იმ სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის/ინიციატივის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის/ინიციატივის თანადაფინანსებას. მუხლი 7🔗. საპროექტო განაცხადი/განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტები 1. თანადაფინანსების გაცემის შესახებ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი ან/და თანადაფინანსების გაცემის განხილვის პროცესი დაიწყოს კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირის მიერ საპროექტო განაცხადის/ინიციატივის წარდგენის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის წარდგინებით. 2. თანადაფინანსების გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადებისას, საპროექტო განაცხადების/განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 14 (თოთხმეტი) დღეზე ნაკლები. 3. თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი საპროექტო განაცხადს/განაცხადს და ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებს  ბეჭდური ფორმით წარადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი/განაცხადი და დოკუმენტები შეიძლება წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით ელექტრონული რესურსის საშუალებით. 4. თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ფორმის საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ - ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის/დაარსების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი (რეგისტრაციის შემთხვევაში); ხელმძღვანელის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი,  ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ - ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის წარმოდგენილი პროექტის/ინიციატივის მიმართულებით; ა.გ) ინფორმაცია პროექტის/ინიციატივის შესახებ - პროექტის სახელწოდება, მიზნები და ამოცანები; პროექტის ბენეფიციარები/მიზნობრივი ჯგუფები; პროექტით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; პროექტის განხორციელების ვადები და განრიგი; პროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაცია პროექტის/ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ - პროექტის საერთო ბიუჯეტი; მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა; განმცხადებლის/ინიციატორის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა/სახე (მათ შორის სხვადასხვა წყაროებიდან); ბიუჯეტის განწერა; ბ)  განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); გ) წესდების/დებულების/სადამფუძნებლო აქტის ასლს (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); დ) გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. ამ  წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული პროგრამებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თანადაფინანსების მიღების მსურველი ფიზიკური პირი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) განმცხადებლის შესახებ - სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (რეგისტრაციის მისამართი, ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ - ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის პროფესიული გამოცდილების შესახებ, მათ შორის წარმოდგენილი ინიციატივის მიმართულებით; ა.გ) ინფორმაცია ინიციატივის შესახებ - ინიციატივით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; განხორციელების ვადები; მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაცია ინიციატივის ბიუჯეტის შესახებ - ინიციატივის საერთო ბიუჯეტი; მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა; განმცხადებლის თანადაფინანსების/თანამონაწილეობის ოდენობა. ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის/ცხოვრების შესახებ დოკუმენტს; გ) შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს (მოწვევა და სხვა); დ) გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 6. საპროექტო განაცხადის/განაცხადის ფორმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 8🔗. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველი სამუშაო ჯგუფი 1. საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხილვისა და შეფასების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის საპროექტო განაცხადების/განაცხადების განმხილველ სამუშაო ჯგუფს ან/და ჯგუფებს (შემდგომში - ჯგუფი). გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განისაზღვრება ჯგუფის წევრთა რაოდენობა, შემადგენლობა და შექმნის ვადა. 2. ჯგუფის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი და არ უნდა იყოს 7 წევრზე ნაკლები, ამასთან ჯგუფის შემადგენლობაში ხმის უფლებით ან/და ხმის უფლების გარეშე სხვა წევრებთან ერთად ასევე უნდა შედიოდეს საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ჯგუფის წევრთა საერთო რაოდენობა და მასში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების რაოდენობა განისაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით. 3. ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის მერი. ჯგუფის სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს ჯგუფის თავმჯდომარე. ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ახორციელებს ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე. 4. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაში არ უნდა მონაწილეობდეს ჯგუფის წევრი თუ: ა) განმცხადებელი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ან მართვის ორგანოს წევრი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; ბ) განმცხადებელი პირი მისი ნათესავია ან მისი ნათესავის წარმომადგენელია; გ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია; დ) იგი განმცხადებელი იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ხელმძღვანელობაზე (მმართველობაზე) პასუხისმგებელი ორგანოს წევრია; ე) იგი შრომით ურთიერთობაშია განმცხადებელთან; ვ) პირადად, პირდაპირ დაინტერესებულია თანხის გაცემის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში. 5. ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ითვლება საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირები. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება ხდება აცილების ან თვითაცილების განცხადების გზით. აცილების საკითხი შეიძლება დააყენოს ჯგუფის წევრმა, განმცხადებელმა, სამსახურმა. პირი, რომელსაც გააჩნია ინტერესთა შეუთავსებლობა, ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. აცილების/თვითაცილების საკითხს წყვეტს ჯგუფი, ამასთან გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას არ იღებს ის პირი რომლის აცილების/თვითაცილების საკითხიც განიხილება. 7. ჯგუფი: ა) იღებს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან; ბ) იღებს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვაზე უარის თქმის/განუხილველად დატოვების შესახებ; გ) განიხილავს საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ; დ) საჭიროებისას გასცემს რეკომენდაციებს შერჩეული საპროექტო განაცხადების/განაცხადების განხორციელებისას მონიტორინგის საკითხებზე; ე) ასრულებს ამ წესით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 8. ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 5 წევრისა. ჯგუფის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ 3 წევრის უმრავლესობით. 9. ჯგუფის სხდომის შესახებ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ჯგუფის სხდომის თავმჯდომარე და ჯგუფის დამსწრე წევრები.  ჯგუფის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება ჯგუფის სხდომის ოქმში. მუხლი 9🔗. საპროექტო განაცხადის/განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის/განაცხადის დადგენილ ფორმასთან ტექნიკურ შესაბამისობას და წარდგენილია თუ არა ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს/დადგენილ ფორმას ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული  დოკუმენტები, სამსახური პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 7 (შვიდი) დღეს. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ჯგუფის იღებს რეკომენდაციას საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ. 2. საპროექტო განაცხადს/განცხადებას განიხილავს და აფასებს ჯგუფის ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვით. 3. საპროექტო განაცხადი/განაცხადი პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) საპროექტო განაცხადის/განაცხადის შესაბამისობა პროგრამის მიზნებთან; ბ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის შესაბამისობა პრიორიტეტულ მიმართულებებთან; გ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის დასაბუთებულობა და საკითხის/პრობლემის აქტუალურობა; დ) განმცხადებლის უნარი/შესაძლებლობა განახორციელოს წარდგენილი პროექტი/ინიციატივა; ე) პროექტის/ინიციატივის ხარჯთეფექტურობა და თანადაფინანსების წილი; ვ) ბენეფიციარების/მიზნობრივი ჯგუფების ჩართულობა პროექტის/ინიციატივის განხორციელებაში (პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე ასეთის აუცილებლობისას). 4. თუ საპროექტო განაცხადი/განაცხადი შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ მიზნობრივ მიმართულებებს და პრიორიტეტებს, აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და ჯგუფი მიზანშეწონილად თვლის თანადაფინანსების საკითხის განხილვას, საჭიროებისამებრ ჯგუფი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს პროექტის/ინიციატივის დაზუსტება ან/და შესწორებული საპროექტო განაცხადის/განაცხადის წარდგენა (აქტივობების და ბიუჯეტის შეცვლა/შესწორება) ჯგუფის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. საპროექტო განაცხადებს/განაცხადებს შორის არჩევანის გაკეთების საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება იმ საპროექტო განაცხადს/განაცხადს, რომელიც ჯგუფის წევრთა უფრო მეტის ხმას მიიღებს. ამასთან, თანაბარი რაოდენობის ხმების შემთხვევაში, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე შეტანილ საპროექტო განაცხადს/განაცხადს. 6. თუ პროგრამის ასიგნებების ფარგლებში დარჩენილი თანხები არ არის საკმარისი განსახილველი საპროექტო განაცხადების/განაცხადების დასაფინანსებლად, დაფინანსების შესახებ რეკომენდაცია ეძლევა/უპირატესობა ენიჭება უფრო ადრე შეტანილ საპროექტო განაცხადს/განაცხადს. 7. ჯგუფის გადაწყვეტილებები/რეკომენდაციები აისახება სხდომის ოქმში. ჯგუფის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია საპროექტო განაცხადის/განაცხადის განუხილველად დატოვების, საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან  დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. 8. ჯგუფის გადაწყვეტილება საპროექტო განაცხადის/განაცხადის დაფინანსებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ და საპროექტო განაცხადი/განაცხადი გადაეცემა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ჯგუფის რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. მუხლი 10🔗. ხელშეკრულება 1. სამართლებრივი ურთიერთობა გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და დაფინანსების მიმღებ პირს შორის წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულება სულ ცოტა უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ; გ) განსახორციელებელი პროექტის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს; დ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანადაფინანსების და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის ოდენობას, თანადაფინანსების განრიგსა და წესებს; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ვ) მონიტორინგის განხორციელების ფორმებს და წესებს, ანგარიშგების წესებს; ზ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და წესს. 3. ხელშეკრულების შეცვლის  და შეწყვეტის წესი რეგულირდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. ანგარიშგება და მონიტორინგი 1. სამსახური ამოწმებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, დაფინანსების მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. დაფინანსების მიმღები ვალდებულია, ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობითა (მიმდინარე ან/და საბოლოო ანგარიში) და ფორმით, სამსახურს წარუდგინოს პროექტის შესრულების ანგარიში (პროგრამული და ფინანსური). ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე/განხორციელებული პროექტის/შესრულებული ინიციატივის შესახებ, მათ შორის: ა) მონაცემები დაფინანსების მიმღების შესახებ (სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა); ბ) განხორციელებული საქმიანობის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); გ) მიღწეული შედეგების შესახებ (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); დ) გაწეული ხარჯების შესახებ (გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მიღებული დაფინასების და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის წილის მითითებით). 3. ანგარიშს უნდა დაერთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები/აქტივობების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ფოტო მასალა, მონაწილეთა სიები და სხვა). 4. სამსახური ახორციელებს დაფინანსებული პროექტის/ინიციატივის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს, ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, ფორმებითა და წესით. 5. მონიტორინგი ხორციელდება ანგარიშგების მასალების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის ან/და სამსახურის მიერ დამოუკიდებლად მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. მონიტორინგი შეიძლება მოიცავდეს პროექტის/ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ/განხორციელებულ ღონისძიებაზე დასწრებას. 6. განხორციელებული მონიტორინგის შესახებ სამსახური/პასუხისმგებელი მოსამსახურე ადგენს ანგარიშს. მუხლი 12🔗. ფინანსური ანგარიშსწორება 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსების თანხის გაცემა/გადარიცხვა შეიძლება მოხდეს პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების ფორმით. ანგარიშსწორების პერიოდულობა და ფორმა განისაზღვრება ამ წესის მე-10 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებით.   2. პერიოდული ანგარიშსწორებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პერიოდულად, შუალედური ანგარიშის და სამუშაოს შესრულების/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 3. საბოლოო ანგარიშსწორებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პროექტის დასრულების/ინიციატივის განხორციელების შემდეგ, საბოლოო ანგარიშის და სამუშაოს შესრულების ამსახველი/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 4. ფინანსურ ანგარიშსწორებამდე სამსახურსა და პროგრამის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრულ დაფინანსების მიმღებ პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. მუხლი 13🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მერიის ვებგვერდზე თითოეული პროგრამის შესახებ ქვეყნდება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) მოქმედი პროგრამა, პროგრამაში მონაწილეობის მოქმედი პირობები/წესები, წარსადგენი დოკუმენტები და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მოქმედი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - დამტკიცებიდან/ცვლილებების შეტანიდან 10 დღის ვადაში; ბ) საპროექტო განაცხადის/განაცხადის მოქმედი ფორმა - ინფორმაცია ქვეყნდება Word-ის ან/და შესაბამისად Excel-ის ფორმატში, ფორმის დამტკიცებიდან/ცვლილების შეტანიდან 10 დღის ვადაში; გ) კვარტალური ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გაცემული ჯამური დაფინანსებისა და ბიუჯეტში დარჩენილი/ასათვისებელი ჯამური თანხების შესახებ - ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი კვარტალური ანგარიშის შედგენიდან 10 დღის ვადაში; დ) პროგრამის შესახებ ყოველწლიური ანგარიში - ინფორმაცია ქვეყნდება მათი შედგენიდან/წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამო­ტ­ვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზია­ნე­ბის გარეშე. ინფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ვებგვერდზე, განთავსდება PDF, Word ან/და Excel ფორმატში. 3. პროგრამების შესახებ ინფორმაცია (პროგრამები, სამართლებრივი აქტები, შესრულების ანგარიშები, განაცხადის/აპლიკაციის ფორმა) უნდა განთავსდეს ვებგვერდის პროგრამების ნაწილში/განყოფილებაში, კონსოლიდირებულად/ერთად. საჭიროებისას, ინფორმაცია დამატებით შეიძლება განთავსდეს ვებგვერდის სხვა ნაწილში/განყოფილებაში. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე უნდა განთავსდეს მერიის ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობაში და მერის წარმომადგენლების განთავსების ადმინისტრაციულ შენობებში. 5. პროგრამების ფარგლებში თანადაფინანსების მიღების მსურველი პირებისთვის პასუხისმგებელი სამსახური მართავს საერთო საკონსულტაციო შეხვედრებს, წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით. საკონსულტაციო შეხვედრების განრიგის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება წინასწარ ამ  მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით და მასზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. მუხლი 14🔗. პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში 1. თითოეული პროგრამის შესახებ ყოველწლიურად დგება პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშს, ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგენს სამსახური. 2. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქვეყნდება პროაქტიულად. 3. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში, პროგრამის/ქვეპროგრამის შესახებ, სულ მცირე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროგრამის/ქვეპროგრამის მიზნები და აღწერა; ბ) პროგრამის/ქვეპროგრამის საერთო შედეგები; გ) პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების/გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა; დ) პროგრამის ფარგლებში განმცხადებელი ორგანიზაციების/სუბიექტების მიერ გაწეული თანადაფინანსების საერთო ოდენობა; ე) პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი თანხების საერთო ოდენობა და მიზეზები; ვ) პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა; ზ) იმ პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა რომლის დაფინანსებაზეც უარი ითქვა, უარის თქმის საფუძვლების მითითებით; თ) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა; ი) დაფინანსებული პროექტები/განაცხადები (დაფინანსებული სუბიექტი; დაფინანსებული პროექტის სახელწოდება, მიზნები და აღწერა; ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების ოდენობა; განმცხადებელი სუბიექტის თანადაფინანსების ოდენობა; დაფინანსებული პროექტის კონკრეტული შედეგები; დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგები).