გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.04.2020
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016612
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/04/2020
matsne.gov.ge 1,650 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განათლების, კულტურული ღონისძიებების, სპორტული ღონისძიებების და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროექტების თანადაფინანსების პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 10.04.2020 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერის მიზნით განათლებისა და ახალგაზრდული პროექტების (პროგრამული კოდი 0509) თანადაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 05.05.2025 ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.05.2021 2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 27.03.2020 სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ 89% 02.03.2026

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ     გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №22 2020 წლის 10 აპრილი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის შესაბამისად,  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე დანართი გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) განხორციელების პირობებს, პროცედურებსა და წესებს. 2. ამ წესით გათვალისწინებული პროგრამის მართვას, განხორციელებას და თანადაფინანსებული პროექტების განხორციელების მონიტორინგს ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური (შემდგომში –სამსახური). მუხლი 2🔗. პროგრამის მიზნები და პირობები 1. პროგრამის მიზანია თანადაფინანსებით  წაახალისოს  სუბიექტები, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების მიმღები სუბიექტი შეიძლება იყოს: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი/დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი; გ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი; დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არარეგისტრირებული კავშირი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიმღებები შეიძლება იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ  წარმოდგენილი პროექტი შესაბამისობაში იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნებთან/ პრიორიტეტებთან და ამ წესის მოთხოვნებთან. 4. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაცემა ხდება თანადაფინანსების პრინციპით. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეიძლება მოხდეს მხოლოდ ის სუბიექტების თანადაფინანსება, რომლებიც პროექტის განხორციელებისათვის მიიღებენ თანადაფინანსებას დონორი ორგანიზაციებისაგან/პირებისაგან ან თვითონ მოახდენენ პროექტის თანადაფინანსებას ან წილობრივ მონაწილეობას. 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსება შეიძლება მოხდეს პროექტის ღირებულების არაუმეტეს 90%-ის ოდენობით, ხოლო განმცხადებელი სუბიექტის თანამონაწილეობის წილი უნდა შეადგენდეს პროექტის ღირებულების არანაკლებ 10/%-ს. მუხლი 3🔗. საპროექტო განაცხადი და წარსადგენი დოკუმენტები 1. თანადაფინანსების შესახებ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი ან/და თანადაფინანსების გაცემის განხილვის პროცესი დაიწყოს კონკურსის გამოცხადების გარეშე, პირის მიერ საპროექტო განაცხადის წარდგენის საფუძველზე. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის წარდგინებით. 2. თანადაფინანსების გაცემის შესახებ კონკურსის გამოცხადებისას, საპროექტო განაცხადების წარდგენის ვადა არ უნდა იყოს 20 დღეზე ნაკლები. 3. თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი საპროექტო განაცხადს და ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებს  ბეჭდური ფორმით წარადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში საპროექტო განაცხადი და დოკუმენტები შეიძლება წარდგენილი იქნეს ელექტრონული ფორმით ელექტრონული რესურსის საშუალებით. 4. თანადაფინანსების მიღების მსურველი პირი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს: ა) გორის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ფორმის საპროექტო განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ ცოტა შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ინფორმაცია განმცხადებლის შესახებ - ორგანიზაციის დასახელება, სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის/დაარსების თარიღი, რეგისტრაციის ნომერი (რეგისტრაციის შემთხვევაში); ხელმძღვანელის/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი; საკონტაქტო ინფორმაცია (იურიდიული მისამართი, ფაქტიური მისამართი,  ტელეფონის ნომერი); ა.ბ) ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ - ზოგადი ინფორმაცია განმცხადებლის გამოცდილების შესახებ; ა.გ) ინფორმაცია პროექტის შესახებ - პროექტის სახელწოდება, მიზნები და ამოცანები; ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტიპი და აღწერა; პროექტით დაგეგმილი საქმიანობები/ღონისძიებები; პროექტის განხორციელების ვადები; პროექტის მოსალოდნელი შედეგები; ა.დ) ინფორმაცია პროექტის ბიუჯეტის შესახებ - პროექტის საერთო ბიუჯეტი; გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების ოდენობა; განმცხადებლის თანადაფინანსების/მონაწილეობის წილის ოდენობა (მათ შორის სხვადასხვა წყაროებიდან); ბ) პროექტის ხარჯთაღრიცხვა; გ)  განახლებულ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); დ) წესდების/დებულების/სადამფუძნებლო აქტის ასლს (დამოკიდებულია განმცხადებლის სამართლებრივ ფორმაზე); ე) გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს/ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 5. საპროექტო განაცხადის ფორმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მუხლი 4🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 1. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას და წარდგენილია თუ არა ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს/დადგენილ ფორმას ან/და არ არის წარდგენილი ამ წესით განსაზღვრული  დოკუმენტები, პირს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრება არანაკლებ 7 (შვიდი) დღე. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება. 2. საპროექტო განაცხადს განიხილავს და აფასებს სამსახური ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების დაცვით. 3. საპროექტო განაცხადი პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით, ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ა) საპროექტო განაცხადის შესაბამისობა პროგრამის მიზნებთან და პრიორიტეტულ მიმართულებებთან; ბ) საპროექტო განაცხადის დასაბუთებულობა და საკითხის/პრობლემის აქტუალურობა; გ) განმცხადებლის უნარი/შესაძლებლობა განახორციელოს წარდგენილი პროექტი/ინიციატივა; დ) პროექტის ხარჯთეფექტურობა და განმცხადებლის თანადაფინანსების/მონაწილეობის წილი. 4. თუ საპროექტო განაცხადი შეესაბამება პროგრამით განსაზღვრულ მიზნობრივ მიმართულებებს და პრიორიტეტებს, აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და სამსახური მიზანშეწონილად თვლის თანადაფინანსების საკითხის განხილვას, გორის მუნიციპალიტეტის მერია საჭიროებისამებრ უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს პროექტის დაზუსტება ან/და შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა (ღონისძიებების და ბიუჯეტის შეცვლა/შესწორება) მერიის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში. 5. სამსახურის რეკომენდაცია საპროექტო განაცხადის განუხილველად დატოვების, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემის ან  დაფინანსების შესახებ რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. 6. სამსახურის რეკომენდაცია საპროექტო განაცხადის დაფინანსებაზე რეკომენდაციის გაცემის შესახებ და საპროექტო განაცხადი გადაეცემა გორის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დაფინანსების შესახებ. მუხლი 5🔗. ხელშეკრულება 1. სამართლებრივი ურთიერთობა გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და განმცხადებელს შორის წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესითა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. ხელშეკრულება სულ ცოტა უნდა ითვალისწინებდეს: ა) მხარეთა დასახელებას და რეკვიზიტებს; ბ) მითითებას ხელშეკრულების დადების საფუძველის შესახებ; გ) განსახორციელებელი პროექტის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს; დ) გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული თანადაფინანსების და დაფინანსების მიმღების თანამონაწილეობის ოდენობას და თანადაფინანსების; ე) მხარეთა უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობის ფორმებს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო; ვ) მონიტორინგის განხორციელების ფორმებს და წესებს, ანგარიშგების წესებს; ზ) ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის წესს, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს და წესს. 3. ხელშეკრულების შეცვლის და ეწყვეტის წესი რეგულირდება მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. სამუშაოების შესყიდვა მოწონებული/დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვა ხდება შემდეგი წესით: ა) თუ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების წილი 5000 ლარზე ნაკლებია, პროექტის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვას (ასეთის არსებობისას) ახორციელებს  დაფინანსების მიმღები; ბ) თუ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოთხოვნილი თანადაფინანსების წილი/ნაწილი 5000 ლარს ან მეტს შეადგენს, სამუშაოების შესყიდვას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის მერია კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვის გზით. მუხლი 7🔗. ანგარიშგება და მონიტორინგი 1. სამსახური ამოწმებს დაფინანსებული პროექტისა და ხელშეკრულების პირობების შესრულების მდგომარეობას, დაფინანსების მიმღების საქმიანობაში ჩარევის გარეშე. 2. დაფინანსების მიმღები ვალდებულია, ხელშეკრულებაში დადგენილი პერიოდულობითა (მიმდინარე ან/და საბოლოო ანგარიშები) და ფორმით, სამსახურს წარუდგინოს პროექტის შესრულების ანგარიში. ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიმდინარე/განხორციელებული პროექტის შესახებ, მათ შორის: ა) მონაცემები დაფინანსების მიმღების შესახებ (სახელწოდება, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა); ბ) განხორციელებული საქმიანობის/აქტივობების აღწერას და განხორციელების ვადებს (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); გ) მიღწეული შედეგების შესახებ (პროექტით დაგეგმილისა და რეალურად განხორციელებულის მითითებით); დ) გაწეული ხარჯების შესახებ. 3. ანგარიშს უნდა დაერთოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები და პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების/ღონისძიებების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები. 4. სამსახური ახორციელებს დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს, ამ წესითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდულობით, ფორმებითა და წესით. 5. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გზით შესყიდული სამუშაოების მონიტორინგს/მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს პასუხისმგებელი სამსახური სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. ფინანსური ანგარიშსწორება 1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანადაფინანსების თანხის გაცემა/გადარიცხვა შეიძლება მოხდეს წინასწარი, პერიოდული ან/და საბოლოო ანგარიშსწორების ფორმით. ანგარიშსწორების პერიოდულობა და ფორმა განისაზღვრება ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულებით.   2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში თანადაფინანსების მიმღები პირი გორის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიას. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაფინანსების მიმღები პირი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენისაგან შეიძლება გათავისუფლდეს, თუ წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ეს თანხა გამოიყენება პასუხისმგებელი სამსახურის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. წინასწარ გადასახდელი თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლსა და გახარჯული თანხის შემდგომ კონტროლს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. პერიოდული ანგარიშსწორებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პერიოდულად, შუალედური ანგარიშის და სამუშაოს შესრულების/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. 4. საბოლოო ანგარიშსწორებისას, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თანხის გაცემა/გადარიცხვა ხდება პროექტის დასრულების შემდეგ, საბოლოო ანგარიშის და სამუშაოს შესრულების ამსახველი/ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების (შესრულებული სამუშაოს ფორმა N2, ექსპერტიზის დასკვნა) წარდგენის საფუძველზე. 5. ფინანსურ ანგარიშსწორებამდე სამსახურსა და პროგრამის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრულ დაფინანსების მიმღებ პირს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. 6. გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გზით სამუშაოების შესყიდვისას, ფინანსური ანგარიშსწორება ხდება, მერიასა და მიმწოდებელს შორის დადებული შესყიდვების ხელშეკრულებითა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 9🔗. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მერიის ვებგვერდზე პროგრამის შესახებ ქვეყნდება არანაკლებ შემდეგი ინფორმაცია: ა) მოქმედი პროგრამა, პროგრამაში მონაწილეობის მოქმედი პირობები/წესები, წარსადგენი დოკუმენტები და პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მოქმედი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - დამტკიცებიდან/ცვლილებების შეტანიდან 10 დღის ვადაში; ბ) საპროექტო განაცხადის მოქმედი ფორმა - ინფორმაცია ქვეყნდება Word-ის ან/და შესაბამისად Excel-ის ფორმატში, ფორმის დამტკიცებიდან/ცვლილების შეტანიდან 10 დღის ვადაში; გ) კვარტალური ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გაცემული ჯამური დაფინანსებისა და ბიუჯეტში დარჩენილი/ასათვისებელი ჯამური თანხების შესახებ - ინფორმაცია ქვეყნდება შესაბამისი კვარტალური ანგარიშის შედგენიდან 10 დღის ვადაში; დ) პროგრამის შესახებ ყოველწლიური ანგარიში - ინფორმაცია ქვეყნდება მისი შედგენიდან/წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამო­ტ­ვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზია­ნე­ბის გარეშე. ინფორმაციის თავისებურებებიდან გამომდინარე, ინფორმაცია ვებგვერდზე, განთავსდება PDF, Word ან/და Excel ფორმატში. 3. პროგრამის შესახებ ინფორმაცია (პროგრამა, სამართლებრივი აქტები, შესრულების ანგარიშები, განაცხადის ფორმა) უნდა განთავსდეს ვებგვერდის პროგრამების ნაწილში/განყოფილებაში, კონსოლიდირებულად/ერთად. საჭიროებისას, ინფორმაცია დამატებით შეიძლება განთავსდეს ვებგვერდის სხვა ნაწილში/განყოფილებაში. 4. ამ მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ასევე უნდა განთავსდეს მერიის ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობაში და მერის წარმომადგენლის განთავსების ადმინისტრაციულ შენობებში. მუხლი 10🔗. პროგრამის შესრულების შესახებ ანგარიში 1. პროგრამის შესახებ ყოველწლიურად დგება პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშს, ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ადგენს სამსახური. 2. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 თვისა წარედგინება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქვეყნდება პროაქტიულად. 3. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის ფორმას ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის მერი, კანონმდებლობისა და ამ წესის მოთხოვნათა გათვალისწინებით. პროგრამის შესრულების შესახებ წლიური ანგარიში, პროგრამის შესახებ, სულ მცირე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროგრამის მიზნები და აღწერა; ბ) პროგრამის საერთო შედეგები; გ) პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების/გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა; დ) პროგრამის ფარგლებში განმცხადებელი სუბიექტების მიერ გაწეული თანადაფინანსების/მონაწილეობის წილის საერთო ოდენობა; ე) პროგრამის ფარგლებში აუთვისებელი თანხების საერთო ოდენობა და მიზეზები; ვ) ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა; დადებული ხელშეკრულებების რაოდენობა; „არ შემდგარი“ და „შეწყვეტილი“ ტენდერების რაოდენობა და მიზეზები); ზ) პროგრამის ფარგლებში შემოსული პროექტების საერთო რაოდენობა; თ) იმ პროექტების საერთო რაოდენობა რომლის დაფინანსებაზეც უარი ითქვა, უარის თქმის საფუძვლების მითითებით; ი) პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების/განაცხადების საერთო რაოდენობა; კ) დაფინანსებული პროექტები (დაფინანსებული სუბიექტი; დაფინანსებული პროექტის სახელწოდება, მიზნები და აღწერა; ბიუჯეტიდან გაცემული დაფინანსების ოდენობა; განმცხადებელი სუბიექტის თანადაფინანსების ოდენობა; დაფინანსებული პროექტის კონკრეტული შედეგები; დაფინანსებული პროექტის მონიტორინგის შედეგები).