უსწორობის გასწორების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5582-20
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

                                  
   
საქმე №2/5582-20

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 საქართველოს სახელით

 უსწორობის გასწორების შესახებ

2020 წლის 30 მარტი

ქ.  თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა

კოლეგიის მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

განმცხადებელი სსიპ „შემოსავლების სამსახური"

წარმომადგენელი ნინო ფოდიაშვილი

მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში დაშვებული უსწორობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის განჩინებით: სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადება შპს „ფორდ 2015“-ის (ს.ნ 434164977) მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნა სასამართლო წარმოებაში.

სასამართლომ გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, კერძოდ მოსამართლე თინათინ ეცადაშვილის ნაცვლად მითითებულია მოსამართლე ანა ჩოგოვაძე.

 

სასამართლომ განიხილა აღნიშნული საკითხი, გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ განჩინებაში დაშვებული უზუსტობა უნდა შესწორდეს შემდეგი გარემოებების გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში (განჩინებაში) დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განჩინებაში დაშვებული იქნა უზუსტობა, რაც უნდა გასწორდეს.

 

სასამართლომ იხელმძღვანელასაქართველოს საქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-285-ე და 414-416-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 30 მარტის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში მოსამართლე ანა ჩოგოვაძის ნაცვლად მიეთითოს მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი.

2. განჩინება არ საჩივრდება.

მოსამართლე                                                                                                                           თინათინ ეცადაშვილი