„წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 10.08.1998
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 240.012.003.3501
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/08/1998
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ბრძანება № 94
1998 წლის 10 აგვისტო
ქ. თბილისი
„წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების“ დამტკიცების თაობაზე
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლის ლ) პუნქტის შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს მისი სახელწმიფო რეესტრში შეტანიდან მე-10 დღეს.
3. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში.
მინისტრი ნ. ჩხობაძე
დებულება
წყლის ობიექტიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზიის ფორმას, შინაარსსა და გაცემის წესს.
მუხლი 2🔗. ცნებები და განმარტებები
1. წყალში გახსნილი ნივთიერება - ნივთიერება, რომელიც იხსნება წყალში მოლეკულების ან იონების სახით.
2. კოლოიდური სისტემები ანუ ფსევდოხსნარები (სუსპენზიები, ემულსიები, ზოლები, გელები და ა.შ.) - წარმოადგენენ არაერთგვაროვან სისტემებს, შემდგარს სადისპერსიო არესა (მოცემულ შემთხვევაში წყალი) და მასში შეტივნარებული თანაბრად განაწილებული (იონურ-მოლეკულურზე გაცილებით მეტი ზომის) ნაწილაკებისაგან (სადისპერსიო ფაზა) მათი ცვლადი რაოდენობრივი თანაფარდობით.
3. წყლის ობიექტები - ხმელეთის ზედაპირზე ან მთის ქანებში (წიაღში) ბუნებრივი წყლების თავმოყრა, გავრცელების ფორმებისა და რეჟიმებისათვის დამახასიათებელი თვისებებით.
4. დატბორილი მერქანი - სამეურნეო საქმიანობისათვის გამოსაყენებლად დაცურებული, წყლით მოტაცებული, ნახევრადდაძირული და წყლით გაჟღენთილი მერქანი, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე იმყოფება წყალში.
მუხლი 3🔗. ლიცენზიის დანიშნულება
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზიამ ხელი უნდა შეუწყოს:
ა) წყლის ობიექტებიდან ამოსაღები ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების პროცესების რეგულირებას და მოწესრიგებას;
ბ) ამოღებული ნივთიერებების და დატბორილი მერქნის შემდგომ რაციონალურ გამოყენებას;
გ) წყლის ობიექტების აღნიშნული ნივთიერებებით და დატბორილი მერქნის საშუალებით დაბინძურების შემცირებას, წყლის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი დაცვის უზრუნველყოფას;
დ) წყლის მოცემულ ობიექტზე წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების და დატბორილი მერქნის რაოდენობების დაზუსტებას;
ე) აღნიშნულ სფეროში ეკონომიკური და ეკოლოგიური ინტერესების შეხამება-შეთანაწყობის გათვალისწინებას;
ვ) წყალში გახსნილი ნივთიერებების და დატბორილი მერქნის გარემოს კომპონენტებზე და უპირველესად ყოვლისა ჰიდროსფეროზე ზემოქმედების დადგენას, შემდგომში მისი შემცირებისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავების მიზნით.
მუხლი 4🔗. მოთხოვნები ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის წყლიდან ამომღები პირებისადმი (მოსარგებლეებისადმი)
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამომღებმა პირმა (მოსარგებლემ) უნდა იცოდეს:
ა) წყალში გახსნილი ნივთიერებების და დატბორილი მერქნის წყლიდან ამოღების მეთოდები და ტექნოლოგიური სქემები;
ბ) წყალში გახსნილ ნივთიერებათა ქიმიური და ფიზიკური თვისებები, სხვადასხვა ნივთიერებასთან ზემოქმედების შესაძლო შედეგები, ხვედრითი წონა, წყალში გახსნილობის, გამყარების, აორთქლების, ტოქსიკურობის მაჩვენებლები და ა. შ;
გ) ამოღებული ნივთიერებების შენახვის წესი, მათი ტრანსპორტირების თავისებურებანი, მოულოდნელი დაღვრის შემთხვევაში საჭირო ღონისძიებები, გარემოს შემადგენელ კომპონენტებზე ზემოქმედების შესაძლო შედეგები, ცოცხალ ორგანიზმებთან კონტაქტით წარმოქმნილი პრობლემები;
დ) წყლიდან ნივთიერებების და დატბორილი მერქნის ამოღების სამუშაოების წარმოებისას წყლის რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების მოთხოვნები.
2. ამომღები პირი (მოსარგებლე) ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ჩასატარებელი სამუშაო პროცესების დროს ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიმდებარე ტერიტორიების, ფლორისა და ფაუნის, სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობის დაცვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ბ) შეაჩეროს სამუშაოების მიმდინარეობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება სამუშაო პროცესის წარმოებისას ეკოლოგიური პირობების გაუარესებას.
3. ამომღები პირი (მოსარგებლე) სარგებლობს ლიცენზიაში ჩამოთვლილი ყველა პირობით და პასუხს აგებს მისი პირობების აუცილებელ დაცვაზე.
მუხლი 5🔗. ლიცენზიის გაცემის ძირითადი პრინციპები
1. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზია წარმოადგენს აღნიშნული ნივთიერებების და დატბორილი მერქნის წყლის ობიექტებიდან ამოღების უფლების დამადასტურებელ ერთადერთ ოფიციალურ დოკუმენტს.
2. ლიცენზიას განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტების შემთხვევაში გასცემს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამინისტროს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო, ხოლო ადგილობრივი მნიშვნელობის წყლის ობიექტების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის რაიონულ ორგანოსთან შექმნილი კომისია. სამინისტრომ შეიძლება სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების უფლება გადასცეს თავის რეგიონულ სამსახურსაც, რომელთანაც იქმნება შესაბამისი საექსპორტო კომისია. ლიცენზია ძალაში შედის მისი გაცემის დღიდან.
3. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებულმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, უნდა მიმართოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განაცხადით, რომლის ფორმა და წარდგენის წესი დადგენილია დებულებით „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ“.
5. ნივთიერებების ამომღები პირების (მოსარგებლეების) მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციებს იხილავენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოები, სამინისტროს რეგიონულ ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის რაიონულ ორგანოებთან შექმნილი საექსპერტო კომისიები და იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ.
6. ლიცენზიის გაცემა ხდება საკუთრივ ამომღებ პირზე (მოსარგებლეზე), რომელსაც ეკრძალება ლიცენზიის გასხვისება.
7. ლიცენზიის ფორმის ნიმუში მოცემულია წინამდებარე დოკუმენტის დანართში.
მუხლი 6🔗. ლიცენზიით სარგებლობის უფლების ძალადაკარგვა, მის გაცემაზე უარის თქმა, სარგებლობის უფლების შეწყვეტა
1. ლიცენზია არ გაიცემა, თუ მის მიღებაზე განაცხადი შეტანილია დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, აგრეთვე განმცხადებლის მიერ არასწორი მონაცემების მოწოდების, საქმიანობაზე გარემოსდაცვითი (ეკოლოგიური) ნებართვის წარმოუდგენლობის, სამუშაოს უსაფრთხო და ეფექტური წარმოებისათვის შესაბამისი ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების გაუთვალისწინებლობის დროს.
2. ლიცენზიით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად მიიჩნევა: პრეტენდენტის მიერ ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებულ გადასახდელებზე უარის თქმისას, საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისას, წყალსარგებლობის ლიცენზიის პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახადის შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევისას, სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დარღვევისას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
3. ლიცენზიით სარგებლობის უფლების შეჩერება ან შეწყვეტა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗. წყლის ობიექტებიდან წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამოღების ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა
1. ლიცენზიით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ამოცანას წარმოადგენს შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის რაოდენობების, მუშაობის პროცესში წყლის დაბინძურებისაგან დაცვის, ამოღების პროცესების რეგულირების, ამოღებული ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის გამოყენების კონტროლი და ზედამხედველობა.
3. სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ექვემდებარება ამომღები პირის (მოსარგებლის) ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია წყლის ობიექტებიდან აღნიშნული ნივთიერებებისა და დატბორილი მერქნის ამოღების პროცესებთან.
დანართი
ლიცენზიის ფორმა
სახელმწიფო გერბი
საქართველო
წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი, შეტივნარებული-კოლოიდური, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზია.
სერია
№
ტიპი
ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების თარიღი _________ წლის „_____“ „_______“
გაცემულია ___________________________________________________________________
ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება, ვისზეც გაიცა
______________________________________________________________________________
ლიცენზია, მონაცემები მის შესახებ (მისამართი, საფოსტო კოდი, ტელეფონი და სხვა)
______________________________________________________________________________
წყლიდან ამოსაღები ნივთიერებების სახე, ძირითადი მიზნების და სამუშაოს წარმოების წესის აღნიშვნა
____________ მიზნით _________________________________________________________
ნივთიერების შემცველი წყლის ობიექტის ადგილმდებარეობის - ქალაქის, რაიონის, სოფლის დასახელება
______________________________________________________________________________
________________________________________________________________ ტერიტორიაზე
და ადასტურებს მისი მფლობელის უფლებას წყლის ობიექტიდან
________________________________________________________________ ამოღებაზე
ნივთიერებების დასახელება
I. წყლის ობიექტიდან ნივთიერების ამოღების შესახებ ___________________________
_____________________________________________________________________________
მოსარგებლის დასახელება
19 ...... წლის „______“ _____________ ს მიღებული აქვს _____________________________
ობიექტის მფლობელი
______________________________________ წერილობითი წინასწარი თანხმობა
ამ ლიცენზიის მოქმედების ვადა: დაწყების თარიღი ___________________________
სიტყვიერად
დამთავრების თარიღი ____________________
სიტყვიერად
ლიცენზია გაცემულია __________________________ წლით
ამოღებული ნივთიერებებით სარგებლობის პირობები:
________________________________________________________________________
რა მიზნებისათვის გამოიყენება ამოღებული ნივთიერებები
__________________________________________________________________________
ამ ლიცენზიით დადგენილია წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების ამოღების მინიმალური და მაქსიმალური რაოდენობები, გრაფიკის შესაბამისად განსაზღვრულია ნივთიერებათა ამოღების რაოდენობები.
_____________________________________________________________________________
წყლის ობიექტით და ამოღებული ნივთიერებებით სარგებლობისათვის
_______________________________________________________ ს ეკისრება გადასახადი
ლიცენზიის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირის დასახელება
_______________________________________________________ სახელწმიფო ბიუჯეტში
გადასახადის ნორმატივი
ნივთიერებით სარგებლობისათვის გადასახადის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში
ხდება ____________________________________________ ს მიერ _____________________
ლიცენზიის მიმღები პირის დასახელება პერიოდი
________________________________________________________________ ვალდებულია:
წყლის ობიექტით მოსარგებლე
დაიცვას ლიცენზიაში მოცემული მოთხოვნები, აწარმოოს ამოღებული ნივთიერებების რაოდენობების ზუსტი აღრიცხვა, შეინახოს დროებით გამოუყენებელი ნივთიერებები, მასალები, ტექნიკა; სამინისტროს ნებართვის გარეშე წყლის ობიექტით სარგებლობაში არ ჩართოს ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც ლიცენზიით არ არიან გათვალისწინებულნი.
ლიცენზიის დამატებითი პირობები _____________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
ლიცენზიით სარგებლობის უფლება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი გავეცანი ლიცენზიის
რესურსების დაცვის სამინისტროს პირობებს და ვკისრულობ
წყლის რესურსების დაცვის მთავარი შევასრულო
სამმართველოს უფროსი
_________________________________ _________________________
ხელმოწერა ლიცენზიის მიმღები ფიზიკური ან
იურიდიული პირის ხელმოწერა
ბ.ა. ბ.ა.