საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 16.04.2020
ძალის დაკარგვა 23.05.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №522
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.027.017017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/04/2020
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №522
2020 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესის განსაზღვრის თაობაზე
„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-6 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლდნენ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.
2. დაევალოთ სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს, პერიოდულად, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პრობაციის ოფიცრის მიერ წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, განახორციელონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისად პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლი საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ დგება შესაბამისი ოქმები.
3. მსჯავრდებულის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციები.
4. თუ, წინასწარი სატელეფონო შეტყობინების შემდეგ, მსჯავრდებული პრობაციის ოფიცერს მოთხოვნილ დროს არ დახვდება საცხოვრებელ მისამართზე, ის დაჯარიმდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.
5. მსჯავრდებულები, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად ვერ მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებას მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავისუფლდებიან „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი ვალდებულებისაგან.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება მოქმედებს გამოქვეყნებიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი