„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№41
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016973
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/04/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №41

2020 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

 

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02/04/2020, 140130000.22.034.016958) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ საერთაშორისო დაცვის ან/და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განსხვავებული წესების განსაზღვრის შესახებ“.

2. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
„1. საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის ვადით, ამ ბრძანების შესაბამისად დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისგან განსხვავებული წესები სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ – კანონი) საფუძველზე თავშესაფრის პროცედურის აღსრულებისა და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის საკითხებზე.“.

3. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:

„მუხლი 21
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის სტანდარტული სამოქმედო პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 6 მაისის №231 ბრძანების პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უცხოელთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის განყოფილების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების“ (დანართი №7) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უცხოელის გამოკითხვა, ინტერვიუ/გასაუბრება, საგანგებო მდგომარეობის ვადით განხორციელდეს მხოლოდ უცხოელის მოთხოვნის ან სამსახურებრივი აუცილებლობის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2020.
როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.04.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №41. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.016973.
რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ თავშესაფრის პროცედურის განხორციელების განსხვავებული რეჟიმის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 2 აპრილის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №41, 16.04.2020, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016973 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4851975/