„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 19.08.1998
ძალის დაკარგვა 07.04.2011
გამომცემი ორგანო ეროვნული ბანკის გამგეობა
ნომერი №76
სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.352
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 19/08/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 07.04.2011
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ეროვნული ბანკის
ბრძანება № 76
1998 წლის 19 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონის“ მე-2, 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗. ეს ინსტრუქცია ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკი პრეზიდენტი ი. მანაგაძე
ინსტრუქცია
საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „მეწარმეთა შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ინსტრუქციაში გამოყენებულ ძირითად ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეზიდენტი: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და საქართველოში განლაგებული იურიდიული პირები, საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებული მათი ფილიალები და წარმომადგენლობები; საქართველოში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირები (მეწარმე სუბიექტები), მათ შორის ისინიც, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ; საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები (არამეწარმე ფიზიკური პირები), მათ შორის ისინიც, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოს ფარგლებს გარეთ; საქართველოს ფარგლებს გარეთ განლაგებული საქართველოს დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები.
ბ) არარეზიდენტი: უცხოეთის სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი და საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად განლაგებული იურიდიული პირები, საქართველოში განლაგებული მათი ფილიალები და წარმომადგენლობები; საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირები (მეწარმე სუბიექტები), მათ შორის ისინიც, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში: საქართველოს ფარგლებს გარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები (არამეწარმე ფიზიკური პირები) მათ შორის ისინიც, რომლებიც დროებით იმყოფებიან საქართველოში; საქართველოში განლაგებული უცხოეთის დიპლომატიური და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობები, საერთაშორისო ორგანიზაციები, მათი ფილიალები და წარმომადგენლობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არ განახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.
3. საბანკო დაწესებულებები უფლებამოსილი არიან სალარე და სავალუტო ანგარიშები გაუხსნან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი არარეზდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, დიპლომატიურ და სხვა ოფიციალურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗. ანგარიშის გახსნა
1. საბანკო დაწესებულებები არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებიც სახელმწიფო საგადასახადო ორგანოებში აღრიცხვას ექვემდებარებიან, სალარე და სავალუტო ანგარიშებს უხსნიან მხოლოდ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდეგ და აღნიშნული ანგარიშების გახსნის შესახებ 5 დღის ვადაში აცნობებენ შესაბამის საგადასახადო ინსპექციას.
2. არარეზიდენტებმა ანგარიშის გასახსნელად საბანკო დაწესებულებებს უნდა წარუდგინონ შემდეგი საბუთები:
ა) იურიდიულმა პირებმა: განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ; ნოტარიულად დამოწმებული წესდების (დებულების) ასლი; ამონაწერი თავიანთი სახელწმიფოს სავაჭრო რეესტრიდან, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში სხვა დოკუმენტები, რომლებიც არარეზიდენტის სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავენ არარეზიდენტი იურიდიული პირის სტატუსს; ნოტარიულად დამოწმებული ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირების ხელმოწერის ნიმუშებითა და ბეჭდის ანაბეჭდით. გარდა ამისა, იურიდიულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვას ექვემდებარებიან, უნდა წარადგინონ სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი საბუთი საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით, ასევე საქართველოს სტატისტიკის სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი, ხოლო იურიდიული პირების ფილიალებმა და წარმომადგენლობებმა - რეგისტრაციის გავლის შესახებ შესაბამისი რაიონის სასამართლოს დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) ფიზიკურმა პირებმა (მეწარმე სუბიექტებმა): განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი საბუთი; ნოტარიულად დამოწმებული ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირის ხელმოწერის ნიმუშით;
გ) გარდა ამისა, ფიზიკურმა პირებმა, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვას ექვემდებარებიან, უნდა წარადგინონ: სახელმწიფო საგადასახადო ორგანოში აღრიცხვაზე აყვანის დამადასტურებელი საბუთი საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით; საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი; რეგისტრაციის გავლის შესახებ შესაბამისი რაიონის სასამართლოს დადგენილების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) არამეწარმე ფიზიკურმა პირებმა: განცხადება ანგარიშის (მოთხოვნამდე ანაბრის) გახსნის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი საბუთი; ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირის ხელმოწერის ნიმუშით;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათმა ფილიალებმა და წარმომადგენლობებმა, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობას არ განახორციელებენ: განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ; ნოტარიუსის მიერ დამოწმებული ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირების ხელმოწერის და ბეჭდის ანაბეჭდით. დიპლომატიურმა ან სხვა ოფიციალურმა წარმომადგენლობებმა: განცხადება ანგარიშის გახსნის შესახებ: ბარათი ანგარიშის განკარგვაზე რწმუნებული პირების ხელმოწერის ნიმუშით და ბეჭდის ანაბეჭდით, დამოწმებული ნოტარიუსის ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი სხვა პირის მიერ.
3. საბანკო დაწესებულებები არარეზიდენტებისათვის სალარე და სავალუტო ანგარიშების გახსნას აფორმებენ ხელშეკრულებით, რომელშიც შეიძლება განისაზღვროს: ანგარიშების წარმოების რეჟიმი, საკომისიო გასამრჯელო, სატელეგრაფო ხარჯები, მხარეთა უფლება-მოვალეობანი და სხვა პირობები მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
4. არარეზიდენტი იურიდიული პურების ფილიალები და წარმომადგენლობები ხელშეკრულებას აფორმებენ თავიანთი ზემდგომი ორგანიზაციის სახელით.
მუხლი 3🔗. ანგარიშის წარმოება
1. არარეზიდენტების სალარე ანგარიშზე შეიძლება ჩაირიცხოს თანხები, რომლებიც:
ა) მიღებულია საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის გაყიდვიდან;
ბ)შემოსულია საქართველოში შემოტანილი საქონლის (მომსახურების) რეალიზაციიდან;
გ) დაკავშირებულია საქართველოს არარეზიდენტების სხვა საქმიანობასთან.
2. არარეზიდენტების სალარე ანგარიშებიდან მათზე რიცხული ნაშთის ფარგლებში შეიძლება შეუზღუდავად გაიცეს ნაღდი ლარები და განხორციელდეს გადარიცხვები საქართველოს ტერიტორიაზე.
3. არარეზიდენტების სალარე ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების გამოყენება შეიძლება:
ა) საქართველოში შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის შესასყიდად;
ბ) საქართველოდან საიმპორტო ოპერაციების განსახორციელებლად;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების განსახორციელებლად;
დ) საქართველოში საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად;
ე) მიმდინარე ხარჯებისათვის (სამივლინებო ხარჯები, საბაჟო გადასახადები, ბანკებისათვის გადასახდელი საკომისიო გასამრჯელო და სხვა გადასახადები);
ვ) სხვა მიზნებისათვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
4. არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშზე შეიძლება ჩაირიცხოს უცხოური ვალუტა, რომელიც:
ა) შემოტანილი ან გადმორიცხულია საზღვარგარეთიდან;
ბ) შეძენილია საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე;
გ) შემოსულია უცხოეთიდან საქართველოში საექსპორტო ოპერაციების განხორციელებიდან;
დ) შემოსულია სხვა წყაროებიდან.
5. სავალუტო ანგარიშის მფლობელი არარეზიდენტების განკარგულებით შეიძლება:
ა) შეუზღუდავად გაიცეს ნაღდი ვალუტა და გადაირიცხოს საზღვარგარეთ ანგარიშზე რიცხული ნაშთის ფარგლებში;
ბ) განაღდდეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში საბანკო დაწესებულებების მიერ დადგენილი კურსით;
გ) განხორციელდეს კონვერსია სხვა უცხოურ ვალუტაში ან საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.
6. არარეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ ინვესტიციებიდან და სხვა სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული მოგება (შემოსავალი) შეუფერხებლად გადარიცხონ (გაიტანონ) საზღვარგარეთ უცხოური ვალუტით მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გადახდის შემდეგ.
7. არარეზიდენტების სავალუტო ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები გამოიყენება:
ა) საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ვალუტის შესაძენად;
ბ) საქართველოს საიმპორტო ოპერაციების განსახორციელებლად;
გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ სამივლინებო ხარჯებისათვის;
დ) სხვა ოპერაციების განსახორციელებლად, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
8. არარეზიდენტებს შეუძლიათ მათ კუთვნილ ანგარიშებზე რიცხული სახსრებით შიდა სავალუტო ბაზარზე შეისყიდონ ეროვნული და უცხოური ვალუტა საქართველოს საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.
9. საბანკო დაწესებულებებს უფლება აქვთ არარეზიდენტების სალარე და სავალუტო ანგარიშებზე დაარიცხონ პროცენტები მათთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
10. საბანკო დაწესებულებებს შეუძლიათ არარეზიდენტი იურიდიული პირების სალარე და სავალუტო ანგარიშებზე დაუშვან ოვერდრაფტი მათთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11. საქართველოს ტერიტორიაზე რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს საქართველოს ეროვნული ვალუტით, გარდა საექსპორტო-საიმპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციებისა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს თავისუფლად კონვერტირებადი ვალუტით და მხარეებისათვის მისაღები სხვა უცხოური ვალუტით.
მუხლი 4🔗. არარეზიდენტი ფიზიკური პირების ანაბრების გახსნა და განკარგვა
1. საბანკო დაწესებულებები არარეზიდენტი ფიზიკურ პირებს უხსნიან სალარე და სავალუტო ანაბრებს მოთხოვნამდე და ვადიან ანაბრებს.
2. ვადიანი ანაბრების გახსნა, ანუ სადეპოზიტო ანგარიშზე სალარე და სავალუტო სახსრების შენახვა განხორციელდება ბანკსა და კლიენტს შორის დადებული ხელშეკრულებით. ანაბრის წარმოების რეჟიმი და სხვა პირობები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით.
3. ანაბრების მფლობელი უფლებამოსილია მისცეს მინდობილობა სხვა ერთ ან რამდენიმე პირს მისი ანაბრებიდან სახსრების განკარგვაზე.
4. მინდობილობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.
მუხლი 5🔗. საიდუმლოება
1. ბანკი ვალდებულია დაიცვას კლიენტის ანგარიშების (ანაბრების) და ოპერაციების საიდუმლოება.
2. ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების (ანაბრების) შესახებ გაიცემა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 6🔗. ანგარიშის (ანაბრის) დახურვა
არარეზიდენტის სალარე და სავალუტო ანგარიშები (ანაბრები) შეიძლება დაიხუროს:
ა) ანგარიშის მფლობელის განცხადების საფუძველზე;
ბ) იმ ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელსაც გააჩნია საწარმოს ლიკვიდაციის (რეორგანიზაციის) უფლებამოსილებანი;
გ) დადგენილი წესით საწარმოს გაკოტრებულად ცნობის შემთხვევაში;
დ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;
ე) კლიენტის მიერ საბანკო მომსახურების ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) ანგარიშზე სამი თვის განმავლობაში ჩანაწერის არარსებობისას;
ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
მუხლი 7🔗. სანქციები
საბანკო დაწესებულებების მიერ ამ ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მათ მიმართ განახორციელებს სანქციებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.